გიორგი კანდელაკი

19 Sep. 2025, 15:52

"საერთოდ რა ხდება, ვერ ვხვდები. გუშინ თუ გუშინწინ, [გორის საკრებულოს წევრის, ბორის გოგიჩაიშვილის] ოჯახის წევრებმა მთხოვეს, ადვოკატი ჩამეყვანა თბილისში.... სამჯერ გამომაგდეს ეზოდან, ველოდე, ველოდე ადამიანი ცუდად არის-მეთქი, ვამბობდი. წადი ნუ ხმაურობო, პატრულსაც უნდა გამოუძახონო. მერე მითხრეს, ერთ-ერთ უფროსს შენთან გასაუბრება უნდა, ბორისსაც განახებთო, ავედი ზემოთ. კამათში და შეკამათებაში ეს მოხდა. საერთოდ შეხება არ მაქვს ამ ყველაფერთან, ამ ხალხს საერთოდ არ ვიცნობ. საიდან არიან ჩემი ჯგუფის წევრები? სასწაული კონცერტი დადგეს."


განაცხადა ყოფილმა მოკრივემ და ბიზნესმენმა, გიორგი კანდელაკმა სასამართლო პროცესზე.

ცნობისთვის, 17 სექტემბერს, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალკოჰოლის არალეგალური წარმოების ბრალდებით 7 პირი დააკავეს და მათ შორის არიან ვეტერანი მოკრივე და ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი ბორია გოგიჩაიშვილი. დღეს მას და მასთან ერთად 6 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს

აზერბაიჯანი არ აღიარებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ "საპრეზიდენტო არჩევნებს" და მათ…