ეკოტურიზმი "დურგლის სახლში“ — გაიცანით მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე
ფოტო: საქართველოს ბანკი
დურგლის სახლი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაშია. საოჯახო ტიპის მცირე ზომის სასტუმრო დამსვენებლებს ეკოტურისტულ სერვისს სთავაზობს, მისი იდეა კი სრულად მდგრადი ტურიზმის იდეოლოგიას ეფუძნება. თითოეული დეტალი, მათ შორის, უნიკალური ხის ინტერიერი და ხელნაკეთი ავეჯი, ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს. სწორედ ესაა დურგლის სახლის მთავარი უპირატესობა, რომელსაც მეწარმე მარიამ ფედროვი და მისი ოჯახი განსაკუთრებულად უფრთხილდება.
დურგლის სახლის ისტორიახუთი წლის წინ დაიწყო, როცა პანდემიის გამო საზღვრები ჩაიკეტა. “სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მოგზაურობისა და აღმოჩენის სიყვარული აუცილებლად სხვა ქვეყნებს არ უკავშირდება. ამიტომაც ქართული რეგიონების ტრადიციებისა და უნიკალურობის კვლევა დავიწყე. ყველაზე დიდი შესაძლებლობა კი მშობლიურ გურიაში, ჩვენს ოჯახურ სახლში დავინახე“, — იხსენებს მეწარმე.
გასულ წელს მარიამმა პროექტი დაწერა, საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და განვითარებას აგრძელებს. საქმიანობის გაძლიერების მიზნითვე მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის მიერ ორგანიზებულ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაშიც, რომელიც ქუთაისში გაიმართა.
“მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მონაწილეობა კიდევ ერთი საინტერესო გამოცდილება იყო. პროექტის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით შევიტყვე და ეს ჩემი, როგორც მეწარმის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის ბრწყინვალე შესაძლებლობად ჩავთვალე“, — აღნიშნავს მარიამი.
მისი თქმით, ექვსი მოდულისგან შემდგარი სამი სატრენინგო დღე შინაარსობრივად ინფორმაციული და საინტერესო იყო.
“განსაკუთრებით სასარგებლოა პროფესიონალებთან ერთად ისეთი საკითხებზე მსჯელობა, როგორებიცაა ციფრული კომუნიკაცია, ბიზნესის სტრატეგიები, ბიზნესმოდელი და დაფინანსების წყაროები, ელექტრონული კომერცია და ხელოვნური ინტელექტის როლი ბიზნესის ოპერირებაში. კიდევ ერთხელ დავფიქრდით ჩვენი ბიზნესის ფინანსურ მდგომარეობაზე წარმოება-გაყიდვის სწორ პროგნოზირებაზე, პროდუქტისა თუ სერვისის სწორ პოზიციონირებაზე“.
მარიამი აღნიშნავს, რომ მისთვის ყველაზე დიდი სიახლე ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენების ვორკშოპი იყო. აქამდე მხოლოდ რამდენიმე AI მოდელის საბაზისო ფუნქციებით სარგებლობდა, თუმცა ახლა უკვე შეუძლია, კონკრეტული AI პლატფორმები სხვადასხვა მიზნისა თუ ამოცანის შესასრულებლად გამოიყენოს.
“ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რა თქმა უნდა, თოთხმეტი საინტერესო და შთამაგონებელი მეწარმე ქალის გაცნობა და მათთან საქმიანი კავშირების დამყარება იყო. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ისე არაფერი აძლიერებს მეწარმეს, როგორც სხვა დამწყებ თუ უკვე წარმატებულ თანამოაზრესთან ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა-გაზიარება“.
მიღებული გამოცდილების გამოყენებას ახლა მარიამი საკუთარი მოკლევადიანი თუ შორეული მიზნების მისაღწევად აპირებს.
“ჩემი, როგორც დამწყები მეწარმის, მოკლევადიანი მიზანი პროექტ დურგლის სახლის წარმატებული სტარტის შენარჩუნება და კონკურენტუნარიანი სერვისით საქართველოს ეკოტურისტულ ბაზარზე დამკვიდრებაა. ამ ეტაპზე პრიორიტეტულია საცხოვრებელი და საერთო სივრცეების ეტაპობრივად სრულად აღჭურვა, იმისთვის, რომ სტუმრებს კომფორტული და დასამახსოვრებელი გარემო დავახვედრო. პარალელურად, ბრენდის ცნობადობის გაზრდაზე ვმუშაობ. გრძელვადიანი მიზანი კი ბიზნესის გაფართოებასა და მრავალფეროვანი სერვისების დანერგვას უკავშირდება“, — ამბობს მარიამ ფედროვი.
დურგლის სახლის სტრატეგიული ხედვა ოთხ მთავარ მიმართულებას ეფუძნება:
- ავთენტურობასა და ისტორიას — დურგლის სახლის მთავარი ხაზი ოჯახური მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე გადის.
- დივერსიფიცირებულ გამოცდილებას — კომბინირებული სერვისების შენარჩუნება სტუმრებისთვის: განთავსება, ფოლკლორულ პროგრამები, კულინარიულ მასტერკლასები, ხეზე მუშაობის დემონსტრაცია და სხვა აქტივობები.
- პერსონალიზაციას — მცირე მასშტაბის ობიექტი პერსონალს შესაძლებლობას აძლევს, თითოეულ სტუმარს ინდივიდუალური, მათ ინტერესებზე მორგებული მომსახურება გაუწიოს.
- მდგრად პოზიციონირებას — ნელი ტურიზმის (slow tourism) ფილოსოფია: ავთენტურ, ეკომეგობრულ და კულტურულად მდიდარ გამოცდილებას ეფუძნება.
“ყველაზე დიდი მიღწევა კი ის რწმენა და მოტივაციაა, რომელსაც ოჯახური ბიზნესი ადგილობრივებში ნერგავს. ვხედავთ, დურგლის სახლი მათთვის შთაგონების წყაროა და გვიხარია, როდესაც ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი პროექტი ადგილობრივი ეკონომიკისა და თემის გაძლიერებას უწყობს ხელს. ბრენდის სანდოობა და ცნობადობა სწორედ ამ უკუკავშირზეა დაფუძნებული“, — ამბობს მარიამ ფედროვი.
ინფორმაციისთვის, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ბენეფიციარებს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს. პროგრამა ბიზნესის შექმნით ან განვითარებით დაინტერესებული ქალებისთვის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ინიციატივაა. იგი ოთხ მთავარ ღირებულებაზე — ცოდნაზე, მხარდაჭერაზე, გამოცდილებასა და თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს ბანკი ბიზნესის, შვედეთისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ხელშეწყობით ხორციელდება.
ამჟამად პროგრამის მე-12 ნაკადზე მიღება გამოცხადდა. ბათუმში 16, 17 და 18 სექტემბერს გაიმართება.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია. ეს არის ინიციატივა, რომელიც საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ღონისძიებებს, პრაქტიკულ რესურსებსა და სხვა მრავალ აქტივობას აერთიანებს, რაც ბიზნესებს ზრდასა და განვითარებაში უწყობს ხელს.
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს
გადახედვა
-
გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
კომენტარები