ირაკლი კობახიძე

11 Aug. 2025, 13:33

თანამდებობაზე და ამ მოღალატემ, უცხოელმა აგენტმა, დავალება შეასრულა და ომი დაიწყო. ომი ვინ დაიწყო, ეს არის შესაბამის დოკუმენტებში დაფიქსირებულია, სადაც ეს ყველაფერი ხელმოწერით ნაციონალურ მოძრაობასაც აქვს დადასტურებული. ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუცია, ეს არის ტალიავინის დასკვნა და ეს არის თავად თქვენი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულება - სამივე დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ ომი, რეალურად, სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო.

2018 წლამდე ამ პარტიის წარმომადგენლები ვერც ბედავდნენ იმაზე საუბარს, რომ ომი მათ არ დაუწყიათ. 2018 წელს მოხდა ასეთი რაღაცა. სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ომი დაიწყო მაშინდელმა ხელისუფლებამ და ამან მისცა ერთგვარი საბაბი ამ პარტიას, ნაცმოძრაობას. რომ საპირისპირო ემტკიცებინათ. მაშინ იყო რთული პერიოდი, გამომდინარე იქიდან, რომ გუნდის შიგნითაც ქართულ ოცნებაში არ იყო მარტივი ვითარება და ჩვენ გაგვიჭირდა სალომე ზურაბიშვილის დაცვა, როცა ეს განცხადება გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი ამ განცხადების გამო გამოაცხადეს მოღალატედ და დღემდე ალბათ ძალაშია მათი ეს პოზიცია.

[…] ყველას გვახსოვდა, რაც მოხდა. 2008 წელს ომი როგორ დაიწყო, რა ხდებოდა დილიდან, როცა სააკაშვილი, იაკობაშვილი და სხვები გვიცხადებდნენ, რომ ისინი იღებდნენ სოფელს სოფელზე და დასახლებას დასახლებაზე — ისინი ცხინვალის რეგიონს ათავისუფლებდნენ, რუსები კარგად იქცეოდნენ, სეპარატისტები იყვნენ ცუდებიო და ა.შ. 2018 წლამდე ვერ ბედავდნენ საპირისპიროს თქმას. [...] ფაქტი არის ერთი, 2008 წლის ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა. ის [სააკაშვილი] იყო გაყალბებული გზით დარჩენილი პრეზიდენტის თანამდებობაზე და ამ მოღალატემ, უცხოელმა აგენტმა, დავალება შეასრულა და ომი დაიწყო.

როგორც არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ მოკლა მაგალითად, სანდრო გირგვლიანი, საქართველომ მოკლა ბუტა რობაქიძე, ზუსტად ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს. 2008 წელს ომი დაიწყო არა საქართველომ, არამედ სააკაშვილის მოღალატეობრივმა, გარედან ჩანერგილმა რეჟიმმა. თქვენ გახსოვთ 2003 წელს ისინი გარედან დაგვისვეს ხელისუფლებაში, მოატყუეს ხალხი. ისინი იყვნენ თავიდანვე უცხოელი აგენტები, მათ ჩაიდინეს ღალატი 2008 წელს, შეასრულეს მთავარი მოღალატეობრივი დავალება, როდესაც დაიწყეს თავის დროზე ომი. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მთავარეპისკოპოსი ზენონი აცხადებს, რომ არის 2 ეპისკოპოსი, რომლებზეც ისურვებდა, რომ პატრიარქობის "ტვირთი აიღონ"
  2. Forbes-ის რეიტინგით, 100 ქართველ უმდიდრეს მეწარმეს შორის 7 მოქმედი პოლიტიკოსია
  3. რომელი კომპანიები ათავსებენ რეკლამას სანქცირებულ "იმედსა" და "პოსტვ"-ზე?
  4. ირანის კრიზისი ისლამური რევოლუციის შემდეგ და საქართველო-ირანის ურთიერთობების პერსპექტივა
  5. "ვლადიმერ პუტინის სახელით სამძიმრის სიტყვები გადაეცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე და მთელ ქართველ ხალხს"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე — დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად მათ სარგებელსა და საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებებს…