გიორგი ახობაძე

6 Aug. 2025, 17:43

"რომეო ტყეშელაშვილმა დააფუძნა თავისი გამამართლებელი განაჩენი იმაზე, რომ არასაკმარისი მტკიცებულებები იყო. თუ მაგ ლოგიკით წავალთ და ამას პრეცედენტად ავიღებთ, ყველა სხვა საქმეში, რომელიც 260-ე მუხლით მიმდინარეობს, ანალოგიური სიტუაციაა ერთი-ერთში.

ზოგ შემთხვევაში, მაგალითად, ნიკასთან [კაციასთან] კიდევ უფრო მეტი შეცდომები აქვთ დაშვებული, ვიდრე ჩემთან იყო, ჩემთან მეტ-ნაკლებად დავარცხნილი იყო ჩვენებები და ასე შემდეგ, ჰოდა, მოკლედ ასეთი რაღაც თქვა და არ ვიცი, სხვა მოსამართლეები როგორ დაასაბუთებენ.

პრეცედენტი უკვე არის და მათ შორის არ მგონია ეს მოსამართლე სხვებთან შედარებით ნაკლები სტატუსის იყოს შიდა სამზარეულოში და იქნებ რაღაც პრეცედენტი..."

განაცხადა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულმა გიორგი ახობაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებული გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო.


ახობაძეს ნარკოდანაშაულზე ედავებოდნენ და მას 9-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა. სასამართლოს განცხადებით, მოსამართლემ გადაწყვეტილება მტკიცებულებების არ არსებობიდან გამომდინარე მიიღო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე პესტიციდებისა და…