გიორგი ახობაძე

11 Aug. 2025, 12:47

გიორგი ახობაძე: "არჩევნები" 2025 იმ ჯაან ჭკვიანი "ექსპერტის" თავში ჩამახედა, თუ ოთხივე კოალიცია გავიდოდა საერთო კანდიდატით, ლელოს რომ მოგება უმკითხავა ჭიქაში ყავაზე. მოდი ჩავუღრმავდეთ რიცხვებს.
478 950 ადამიანი მივიდა 2021-ში თბილისში არჩევნებზე, რომელსაც "რეფერენდუმი" ეწოდა, მაღალი მნიშვნელობის იყო და მიბმული იყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან. თბილისში რეგისტრირებულია 1 002 525 ამომრჩეველი, ანუ აქტივობა იყო — 47.8%.

523 575 თბილისის მოქალაქეს ფეხებზე კიდია ქვეყანაც, ქალაქიც და არჩევნებიც, ესაა ქოცების ხმების "ქერის ორმო". აქედან აიღებენ რამდენსაც უნდა. ე.წ. "ხალასტოი ხმებია" ეს მოდი გავაკეთოთ დაშვება, რომ ისევ იმდენივე ხალხი მივა არჩევნებზე, რამდენიც სულ დადის დაახლოებით ანუ დავამრგვალოთ და ავიღოთ საორიენტაციო რიცხვად 500 000 ხმა
როგორც კვლევებმა აჩვენა, თბილისში ოპოზიცია vs ქოცები, პროცენტულად ასე გამოიყურება 65% vs 25% თითქოს დიდი გარღვევაა ხომ? თითქოს ვერ გაყალბებადია. მოდი ისევ რიცხვებს ჩავეძიოთ.

500 000 პოტენციური ხმიდან, 65% მიდის ოპოზიციაში, ანუ 325 000 ხმა (ისე არაა ჩემი მტერი. იხილე 2024-ის საპარლამენტოს თბილისის ხმები) 25% მიდის ქოცებთან ანუ 125 000 ხმა სხვაობა არის 200 000 ხმა ოპოზიციის სასარგებლოდ ქოცები რომ ვიყოთ, როგორ გავაყალბოთ 200 000 ხმა?

თამაშში შემოვიყვანოთ ელექტრონული კარუსელი და ბენედიქტე გეგეჭკორი:

  • დავიქირაოთ 1000 "კაპიტანი";
  • თითო კაპიტანს ჩავაბაროთ 20 კაციანი რაზმი;
  • რაზმის ყველა წევრს დავურიგოთ 10 ცალი პირადი ნომერი;
  • გამოვიდა 200 000 საჭირო ხმა/პირადი ნომერი;
  • თითო ჩაგდებულ პირად ნომერზე გადავიხადოთ 100 ლარი;
  • სულ — 20 მილიონი ლარი ჭირდება ჩაყრას (რაზმის წევრების ჰონორარი)
    კაპიტნებს მივცეთ ამის კოორდინაციაში თითოს 5000 ლარი ხელფასი;
    სულ — 5 მილიონი ლარი;
  • ანუ სულ კაპიტნების და რაზმების ხელფასი 25 მლნ ლარია.
    ხარჯი ექნება ინფრასტრუქტურას. ოფისები, ქოლ ცენტრები და ა.შ. თითო ოფისში რომ დავსვათ 10 კაპიტანი, საჭიროა 100 ოფისი. ინტერნეტი და ტელეფონები. დიდი არაფერი გაწიე გამოწიე 1-2 მილიონი ლარია თავისი ჭამა-სმით და კომუნალურებით. 5 მილიონი იყოს ჰა, ჯანდაბას 25+5=30 მილიონი ლარი

კალაძეს რამდენს სთხოვდნენ ბორინკასთან ასატანად? 800 მლნ? საიდან მოგვაქვს 200 000 პირადი ნომერი? საქმეში ვრთავთ ადმინისტრატორ. რესურსს შსს, სუსი, საზღვრის მონაცემები, ცესკო:

1. ვარკვევთ ვინაა ქვეყნის გარეთ ემიგრაციაში;
2. ვარკვევთ ციხეში პატიმრებს
3. ვარკვევთ ვინ არ ყოფილა არჩევნებზე არასოდეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში
4. ე.წ. რეგიონების მწვანე უბნებიდან ამომრჩევლებს გადმოვწერთ თბილისში და ა.შ.
ვაკეთებთ ამ პირადი ნომრების ბაზას, ვანაწილებთ კაპიტნებთან.

ხოდა ნურავის ეწყინება, თუ მე ამ ვითომ არჩევნებს, სკამებზე ნადირობას დავარქმევ. იმედია ამომრჩეველი მომავალ ნამდვილ არჩევნებზე სწორ არჩევანს გააკეთებს. არ მინდა იარლიყების სროლა. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს რა მოტივებით მოძრაობენ.

1. სანამ მოგებას და თბილისის გამოგლეჯას დაიკვეხნით, პროცენტებთან ერთად, ხმების რაოდენობებიც თვალეთ!
2. თურქეთის თვითმმართველობების არჩევნები რომ მოგყავდათ მაგალითად, იქაური აქტივობა ნახეთ (75%-ია დაახ.)
3. სანამ საქართველოში საარჩევნო აქტივობა იქნება ის რაც არის, ქვეყანა მმართველობაში ექნება უმცირესობას, უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინების გარეშე.
4. სანამ “იიიი მე პოლიტიკაში არ ვერევი” არ გადატყდება, ძნელი იქნება ცვლილებების მიღწევა," 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?
  5. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის ოფიციალურ გახსნამდე ისტორიულ მამულში ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც…