"ნოდარ მელაძის შაბათი": გიორგი ბაჩიაშვილი ციხის საკანში კახი მეტრეველმა სცემა
"ნოდარ მელაძის შაბათის" ჟურნალისტური გამოძიების ინფორმაციით, "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი მე-8 დაწესებულებაში 28 წლის კახი მეტრეველმა სცემა.
მათი ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილზე თავდამსხმელი 10 წელია იხდის სასჯელს და ქსნის მე-15 დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს. ამჟამად კი მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება.
ოჯახის წევრების თქმით, კახი მეტრეველს ციხე რამდენიმე კვირაში, 10 აგვისტოს უნდა დაეტოვებინა.
ტვ პირველის გამომძიებელი ჟურნალისტები აცხადებენ, რომ 28 წლის მეტრეველი ციხეში კრიმინალურ სამყაროს დაუახლოვდა და ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ერთ-ერთი კორპუსის ე.წ. მაყურებელი გახდა.
ამას გარდა, ბაჩიაშვილის მიერ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლისთვის ნაკარნახევ წერილში ვკითხულობთ, რომ მეტრეველს საკანში შესვლისას ჯინსის შარვალი ეცვა. ეს სამოსი ციხეში აკრძალულია.
14 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი გლდანის ციხეში სცემეს. NEWS.On.ge-ს თავდაპირველად ბაჩიაშვილის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა დაუდასტურა, რომ ის ნაცემი იყო. როგორც მან განგვიცხადა, ბაჩიაშვილი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იყო მოთავსებული. კლინიკა "ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ბაჩიაშვილი პარასკევს, 11 ივლისს, კლინიკაში სხეულის სხვადასხვა დაზიანებით შეიყვანეს. მისი თქმით, ბაჩიაშვილს ასევე აღენიშნებოდა ღია ჭრილობები თავის არეში. ჩხაიძის ცნობით, ბაჩიაშვილი კლინიკაში გადაყვანიდან რამდენიმე საათში უკან, ციხის სამკურნალო დაწესებულებაში დააბრუნეს.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი წერილში წერს, რომ 8 ივლისს მე-8 დაწესებულების ხელმძღვანელმა, დავით გოგობერიშვილმა მოინახულა და ურჩია, რომ "ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა". მას შემდეგ რაც ბაჩიაშვილისგან უარი მიიღო, დაემუქრა. 11 ივლისს კი ის საკანში უცნობმა პირმა სცემა.
მეტი გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტზე:
- გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში მისი ცემის ფაქტზე, სამკურნალო დაწესებულებაში გამოკითხეს
- გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი: "ჯერ კიდევ ეტლით გადაადგილდება, რადგან კოორდინაციის პრობლემა აქვს"
- რობერტ ამსტერდამის თქმით, ბაჩიაშვილის ციხეში ცემა, წამების მცდელობასთან ერთად, ქონების გამოძალვის მცდელობაცაა
- "მკაფიო წამება სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ" — რობერტ ამსტერდამი გიორგი ბაჩიაშვილის ცემაზე
- გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი: დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. ტვინის შერყევა და რამდენიმე ადგილზე ნაკერები აქვს
- Amnesty international: "აუცილებელია [გიორგი ბაჩიაშვილის] განცხადებების დამოუკიდებელი გამოძიება"
- სალომე ზურაბიშვილი: სწორედ ამ უსასტიკესი მოქმედებებისა და ციხეებში უსამართლო მოქცევის გამო დამთავრდა წინა რეჟიმი".
- "იყო სხეულის დაზიანებები სხვადასხვა ადგილზე და ღია ჭრილობები თავის არეში" — ზურაბ ჩხაიძე ბაჩიაშვილზე
- უკიდურესად მნიშვნელოვანია, გამოძიების ფარგლებში დადგინდეს ძალადობასთან დაკავშირებული ყველა რელევანტური გარემოება — ლევან იოსელიანი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტზე
- პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ბაჩიაშვილის საკანში დაფიქსირდა მსჯავრდადებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც "მას აღენიშნებოდა ზედაპირული დაზიანებები"
- "ჭიქა გადამაფშვნა", "გონება დავკარგე", "კედელზე მიმარტყმევინა თავი" — ბაჩიაშვილი ყვება როგორ დაემუქრნენ და გაუსწორდნენ ციხეში
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები