დონალდ ტრამპი: ვწუხვარ, რომ ვხედავ, როგორ "გადადის ლიანდაგიდან" ილონ მასკი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ილონ მასკის მიერ პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, მასკის ეს ნაბიჯი უშედეგო იქნება, რადგანაც "მესამე პოლიტიკური პარტიები" აშშ-ში წარმატებულნი არასდროს ყოფილან.
"ვწუხვარ, რომ ვხედავ, როგორ "გადადის ლიანდაგიდან" ილონ მასკი — ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში ის პრაქტიკულად ნამდვილი კატასტროფა გახდა. ახლა კი მესამე პოლიტიკური პარტიის შექმნაც კი სურს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პარტიები ამერიკაში არასდროს ყოფილა წარმატებული — სისტემა თითქოს მათთვის არ არის შექმნილი. ერთადერთი, რაშიც მესამე პარტიები გამოირჩევიან, არის სრული და აბსოლუტური არეულობა და ქაოსი — და ეს ისედაც საკმარისად გვაქვს რადიკალ მემარცხენე დემოკრატებთან, რომლებმაც თავიანთი გონებაც და რწმენაც დაკარგეს!
რესპუბლიკელები კი, ამის საპირისპიროდ, კარგად ორგანიზებული "მანქანასავით" მოქმედებენ და ცოტა ხნის წინ მიიღეს ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური კანონპროექტი აშშ-ის ისტორიაში. ეს შესანიშნავი კანონია, მაგრამ, ილონისთვის სამწუხაროდ, ის აუქმებს აბსურდული ელექტრომობილების (EV) მოთხოვნას, რომელიც, ძალიან მალე, ხალხს აიძულებდა, მხოლოდ ელექტრომობილი ეყიდა. თავიდანვე კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდი ამას.
ახლა ადამიანებს შეუძლიათ შეიძინონ ის, რაც სურთ — ბენზინზე მომუშავე ავტომობილები, ჰიბრიდები (რომლებიც ძალიან კარგად იყიდება) ან ნებისმიერი ახალი ტექნოლოგია, რომელიც მომავალში გამოჩნდება — ელექტრომობილების ვალდებულება აღარ არსებობს. უკვე ორი წელია ამ საკითხზე ვმართავ კამპანიას და გულწრფელად რომ ვთქვა, როდესაც ილონმა ჩემი სრული და უპირობო მხარდაჭერა გამოთქვა, ვკითხე, იცოდა თუ არა, რომ მე ვაპირებდი EV ვალდებულების გაუქმებას — ეს ყველა ჩემს გამოსვლაში იყო ნახსენები და ყველა საუბარში განვიხილავდი. მან მითხრა, რომ ამის წინააღმდეგი არ იყო — ძალიან გამიკვირდა!" — დაწერა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ ილონ მასკმა NASA-ს სათავეში თავის მეგობრის დანიშვნა მოითხოვა, თუმცა პრეზიდენტი ამ ნაბიჯს ეწინააღმდეგება, რადგან მასკის ახლო მეგობარი "ნამდვილი დემოკრატია".
დამატებით, ილონმა მთხოვა, რომ NASA-ს მისი ახლო მეგობარი ჩაუდგეს სათავეში და მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი მართლაც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ ის ნამდვილი დემოკრატი იყო, რომელსაც რესპუბლიკელებისთვის არასდროს შეუწირავს თანხა. სავარაუდოდ, ილონიც ასეთი იყო. ასევე, არასწორად მივიჩნიე ისიც, რომ NASA ილონის ახლო მეგობარმა მართოს, მაშინ როცა NASA ილონის კორპორაციული ცხოვრებისთვის იმდენად დიდი მნიშვნელობის მქონეა.
ჩემი ნომერ პირველი ვალდებულება ამერიკელი ხალხის დაცვაა!" — დაწერა ტრამპმა.
ცნობისთვის, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საჯარო დაპირისპირების შემდეგ, ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა.
"თუ გსურთ ახალი პოლიტიკური პარტია, მას აუცილებლად მიიღებთ" — როგორი იქნება მასკის პარტიის ხედვა?
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები