პირველი დამოუკიდებელი საკომუნიკაციო ცენტრის ახალი სიცოცხლე — სასტუმრო ტელეგრაფი გაიხსნა
ფოტო: საქართველოს ბანკი
1980 წელს დღევანდელი რესპუბლიკის მოედანზე ისტორიული შენობა — თბილისის ცენტრალური ფოსტა და ტელეგრაფი გაიხსნა. პირველი დამოუკიდებელი საკომუნიკაციო ცენტრი, რომელმაც საქართველო და სხვადასხვა ქვეყნის ქალაქები ერთმანეთთან დააკავშირა.
ტელეგრაფი თბილისში იყო პროგრესის, ცოდნისა და ახალ ი ეპოქის სიმბოლო, საერთაშორისო გზავნილებისა და ინფორმაციის მიმოცვლის ადგილი. საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურული ნაგებობა ბევრ ამბავსა თუ დიდ ისტორიას ინახავს, რომლებიც დღესაც გრძელდება.
უფუნქციოდ დარჩენილი შენობის რეკონსტრუქცია და ხუთვარსკვლავიან სასტუმროდ გარდაქმნა სილქ დეველოპმენტმა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განახორციელა.
სასტუმრომ შეინარჩუნა არა მხოლოდ სახელი — ტელეგრაფი, არამედ არქიტექტურული ესთეტიკაც. კონცეფციაზე მსოფლიოში ერთ-ერთმა გამორჩეულმა სტუდია Neri&Hu-სიმ იმუშავა, რომელიც სწორედ ისტორიული შენობების რეკონსტრუქციით, წარსულისა და აწმყოს არქიტექტურული ბალანსით გამოირჩევა და ამ მიმართულებით მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.
ტელეგრაფის პირვანდელი არქიტექტურა ლადო ალექსი‑მესხიშვილსა და თეიმურაზ მიქაშავიძეს ეკუთვნით. ფასადი მოპირკეთებულია ბოლნისის ტუფით, რაც გამორჩეულ ვიზუალს ქმნის და მიესადაგება თბილისის ურბანულ ესთეტიკას. სასტუმროს განახლებულ დიზაინში კი, შენარჩუნებულია ძველი შენობის თითქმის ყველა ავთენტური დეტალი და განსაკუთრებულობა.
როგორც სილქ დეველოპმენტის აღმასრულებელი დირექტორი, მამუკა შურღაია ამბობს, შენობის იდეაზე Silk Road ჯგუფმა ბევრი იფიქრა და კონცეფციაზე მუშაობაც მხოლოდ მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებს ანდო:
“დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩვენთვის, როგორ გარდავქმნიდით შენობას, როგორ დავაკავშირებდით წარსულსა და აწმყოს ერთმანეთთან. Silk Road ჯგუფის მთავარი მიმართულება სტუმარ-მასპინძლობაა. გვსურს, რომ რეგიონში ამ სფეროს განვითარებაში დიდი წვლილი შევიტანოთ, სასტუმრო ტელეგრაფიც რესპუბლიკის მოედნის განვითარების დიდი სტრატეგიის ნაწილია. ჩვენი ყველა პროექტი მდგრადი, ეკოლოგიურად ჯანსაღი და ენერგოეფექტურია და მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებითაც დავიმკვიდრებთ სახელს.“
უნიკალურ ატმოსფეროში სასტუმრო 240-მდე ნომერს, განსხვავებული კონცეფციის შვიდ რესტორანს, ჯაზ კლუბებს, ბარებს, საბანკეტო-საკონფერენციო დარბაზსა და ურბანულ პეიზაჟებს აერთიანებს.
ტელეგრაფი პირველი სასტუმროა რეგიონში, რომელიც შეუერთდა საერთაშორისო ორგანიზაცია The Leading Hotels of The World-ს და მსოფლიოს განსაკუთრებულ სასტუმროებთან თანამშრომლობს. აქ მოსახვედრად მომსახურების უმაღლეს სტანდარტთან ერთად, აუცილებელია სასტუმროს ჰქონდეს კულტურული ღირებულება, ინდივიდუალური იდეა და იყოს ავთენტური. ეს კი ქვეყნის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას გულისხმობს.
Silk Road ჯგუფმა მოახერხა და უმაღლესი ხარისხის მომსახურებასა და სერვისებთან ერთად შექმნა ისტორია, ადგილი, რომელსაც ბევრი ამბავია მოსაყოლი. სივრცე, საიდანაც დაიწყო ურთიერთობები, დღესაც დააკავშირებს ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
საქართველოს ბანკისთვის სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა წლებია უცვლელი პრიორიტეტია. კომპანია მომავალშიც აქტიურ რეჟიმში განაგრძობს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად საინტერესო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
კომენტარები