19 ივნისს, 14:00 საათზე, თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში გაიმართება
19 ივნისს, 14:00 საათზე, ავლაბრის მეტროდან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართულებით მსვლელობა გაიმართება. ცნობისთვის, ამავე დღეს, 15:00 საათზე ჩანიშნულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომა, სადაც კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ოცნების საჩივრები უნდა განიხილონ.
აქციის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციები არიან.
"საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ "მაუწყებლობის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძლეზე დაიწყო მორიგი შეტევა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ამ ცვლილებების საფუძველზე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ეძლევა უფლება:
— შეზღუდოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება,
— დააწესოს ცენზურა მედიასაშუალებებზე,
— საჭიროების შემთხვევაში, შეაჩეროს მაუწყებლობის ლიცენზია და ჩაახშოს კრიტიკული ხმა.
უკვე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება სამი მთავარი კრიტიკული ტელევიზიის – "მთავარი არხის", "ფორმულას" და "ტვ პირველის" — წინააღმდეგ. არსებობს რეალური რისკი, რომ ამ ტელევიზიებს შეეზღუდოთ მაუწყებლობა და და დაექვემდებარონ პოლიტიკურად მოტივირებულ ცენზურას.
მზია ამაღლობელი, თავისუფალი ჟურნალისტი და სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერი, უკანონოდ დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც საჯაროდ გააკრიტიკა ხელისუფლების პოლიტიკა. ის უკვე არის ამ რეჟიმის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი.
მედიის გაჩუმება და დაცენზურება ნიშნავს, რომ ჩვენ, ფართო საზოგადოება, ვრჩებით საინფორმაციო ვაკუუმში.
ეს "საკანონმდებლო" ცვლილება არ არის მხოლოდ მედიის თავსატეხი!
ეს ბრძოლა გვეხება ყველას.
ეს არის თითოეული ადამიანის ბრძოლა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიის და სიმართლის დასაცავად.
დავდგეთ მედიის გვერდით — სანამ გვიან არ არის.
აქციის გეგმა:
13:30 — 14:00 — შეკრება ავლაბრის მეტროსთან
14:00 — მსვლელობა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისკენ
15:00 — 16:00 — გამოსვლები და პროტესტი კომისიის შენობასთან
ვიცავთ ჩვენს ხმას — ვიცავთ თავისუფალ მედიას!
გადავარჩინოთ სიმართლე — ერთად, ახლა!" — წერია ორგანიზატორების განცხადებაში.
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
-
პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
-
აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს
გადახედვა
-
ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ისეთები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ისეთები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან
გადახედვა
-
სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია
გადახედვა
-
EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
გადახედვა
-
შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა
გადახედვა
კომენტარები