პროკურატურა: ფონდები მიღებული ფინანსური რესურსებით "ძალადობის წახალისებას" აფინანსებდნენ
საქართველოს პროკურატურა სოლიდარობის ფონდების — "ნანუკას ფონდის", Prosperity Georgia-ს, "სირცხვილიას", "ფონდი ერთმანეთისთვის 24/7-ს" და "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ფონდები დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებისთვის დააყადაღეს. პროკურატურა პროევროპულ აქციებზე წერს, რომ ისინი "ძალადობრივი ხასიათსაა და გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს"
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 3211 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით, სხვა და სხვა ლოკაციებზე, მიმდინარე საპროტესტო აქციები, ე.წ. "მარშები" და სხვა ღონისძიებების ნაწილმა, დროის მოკლე პერიოდში მიიღო ძალადობრივი ხასიათი და გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. აღნიშნული გამოიხატა პარლამენტის შენობის და სხვა კერძო საკუთრების დაზიანებაში, ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში საგნებისა თუ ნივთიერებების გამოყენებაში, პოლიციის თანამშრომლების თავდასხმასა და ძალადობრივი წინააღმდეგობის გაწევაში და სხვა არამშვიდობიან ქმედებებში.
ადგილი ჰქონდა დანაშაულებრივი ჯგუფების მხრიდან ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღად სხვადასხვა საგნების გამოყენება, როგორიც იყო პიროტექნიკური საშუალებებით სპეციალურად დამზადებული მოწყობილობები, ადვილად აალებადი და ცეცხლგამჩენი ნივთიერებები. არაერთგზის დაფიქსირდა ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილების" გამოყენება პოლიციის თანამშრომელთა წინააღმდეგ," — ვკითხულობთ განცხადებაში.
პროკურატურის თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ფონდები სისტემატურად ამარაგებდნენ "ძალადობრივი ჯგუფებს" რესპირატორებით, ჩაფხუტებით და სხვა საშუალებებით, რათა საპოლიციო ძალებს უფრო ეფექტურად დასხმოდნენ თავს. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ "ძალადობრივი ქმედებებისგან" 55 პირი დაზიანდა და ადმინისტრაციული შენობები დაზიანდა.
"გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ძალადობრივი ჯგუფები სისტემატურად მარაგდებოდნენ ე.წ. რესპირატორებით, "სპეციალურ აირწინაღებით", ჩაფხუტებით და სხვა საშუალებებით, რათა სპეციალური საპოლიციო ღონისძიებებისას სამართალდამცავებზე ძალადობრივი შეტევა ყოფილიყო ეფექტური. ხსენებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანდა 55 ფიზიკური პირი, რომელთაგან უმრავლესობა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები არიან. ამასთან ცეცხლის გაჩენის გზით დაზიანდა ადმინისტრაციული შენობები და მწყობრიდან გამოვიდა სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები." — განაცხადა პროკურატურამ.
პროკურატურამ განცხადებაში ასევე დასძინა, რომ ფონდები საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდნენ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენისკენ მოუწოდებდა.
"ზემოხსენებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელების პარალელურად, საჯარო სივრცეებში გავრცელდა ინფორმაციები, რომლის თანახმადაც ცალკეული ფიზიკური და იურიდიული პირები მობილიზებას უკეთებდნენ ფინანსებს, რომელთა დიდი ნაწილი ხმარდებოდა უკანონო ქმედებებში მონაწილე პირთა საჭიროებებს. აღნიშნულის გამო, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა იმ იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ტრანზაქციების დეტალური შესწავლა, რომელთა მიმართაც არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ახორციელებდნენ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო და ცალკეულ შემთხვევებში, დანაშაულებრივი ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას.
გამოძიებით დადგენილია, რომ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებისთვის ხშირ შემთხვევაში ფინანსური სახსრების შეგროვება და მიწოდება ხორციელდება ე.წ. "ფონდების" მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ დასახელებული ორგანიზაციები პირდაპირ წარმართავენ თანხებს უკანონო ღონისძიებების დასაფინანსებლად, მოუწოდებენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისკენ." — ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნახსენებია, რომ ფონდები სამართალდამრღვევ პირებს ჯარიმების გადახდასა და ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაშიც ეხმარებოდნენ.
პროკურატურის გამოძიებით დადგინდა, რომ ფონდებმა 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე 2 000 000 ლარზე მეტი ხარჯი გაიღო "დანაშაულის წახალისების" დაფინანსებისთვის.
განცხადებაში ასევე საუბარია საბანკო ტრანზაქციის დასახელებებზე, როგორიცაა "აირწინაღის შეძენა წინახაზის ბავშვებისთვის", "რაც საჭიროა ბრძოლისთვის".
"კონკრეტული ფონდების ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა, მიმართულია სამართალდამრღვევი პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად. ხდება სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა და სხვა სახის პირადი თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა. გამოძიებით დგინდება, რომ სამართალდამრღვევი პირების მატერიალურ მხარდაჭერას ახდენენ შემდეგი ფონდები, – ა(ა)იპ "ნანუკას ფონდი"; ა(ა)იპ "ფროსფერითი"; ა(ა)იპ "ფონდი ერთმანეთისთვის 24/7"; ა(ა)იპ "სირცხვილია"; ა(ა)იპ "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი"; აღსანიშნავია, რომ მითითებული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშები, რომელთა გამოყენებითაც ფინანსდება კანონსაწინააღმდეგო აქტივობები, გახსნილია ბოლო პერიოდში და 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე, დახარჯული აქვთ 2.000.000 ლარზე მეტი. მნიშვნელოვანია, რომ დასახელებული ე.წ. "ფონდები", მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს წარმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის, ისევე როგორც ამ დანაშაულების ჩასადენად საჭირო ინვენტარის და საშუალებების შეძენისთვის, კერძოდ მითითებული "ფონდებიდან" ხდებოდა თანხების მიღება/გაცემა, მათ შორის ტრანზაქციის დროს პირდაპირ მითითებული შემდეგი დანიშნულებით: ,"აქციის საჭირო აღჭურვილობისთვის", "რაც საჭიროა ბრძოლისთვის", "აქციებისთვის ინვენტარის შეძენა", "პიროტექნიკის შესაძენად", "აირწინაღის შეძენა წინახაზის ბავშვებისთვის" და სხვა. როგორც გამოძიებით დგინდება, დიდი ოდენობით თანხები დანიშნულებით: "წინახაზის ბავშვებისთვის აირწინაღების შეძენა", განკუთვნილი იყო იმ ძალადობრივი ჯგუფების დაფინანსებისთვის, რომლებიც სამართალდამცავებზე თავდასხმისას ე.წ. "წინა ხაზზე" იმყოფებოდნენ და ახორციელებენ ძალადობრივ ქმედებებს, რის შედეგადაც, როგორც უკვე აღინიშნა, ჯანმრთელობის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო ათეულობით სამართალდამცავმა, ისევე როგორც აქციის მონაწილემ."
იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ე.წ. "ფონდები", შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას და ამით გარდა ძალადობრივი ქმედების დაფინანსებისა ქმნიან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით უკანონო ქმედებებში პირთა ჩართვის წამახალისებელ საფუძვლებს, საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 17 მარტს საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა – ა(ა)იპ "ნანუკას ფონდი"-ს , ა(ა)იპ "ფროსფერითი"-ს, ა(ა)იპ "ფონდი ერთმანეთისთვის 24/7"-ს, ა(ა)იპ "სირცხვილია" და ა(ა)იპ "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი"-ს საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება. საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას," — ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ სოლიდარობის ფონდები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა ჯარიმებს იხდიდნენ და ქველმოქმედებას ეწეოდნენ, მათ შორის გურიასა და იმერეთში დაზარალებულებს ეხმარებოდნენ, საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წარმომადგენლის, ვატო შაქარიშვილის შეტანილი სარჩელის საფუძველზე დააყადაღეს.
"საქმე არის აღძრული უცხო ქვეყნების დაქვემდებარებული ორგანიზაციების მიერ ქვეყანაში გადატრიალების მოწყობის მცდელობაზე და დახმარებაზე", — ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენელმა, ვატო შაქარიშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, — იცის თუ არა, რას საქმიანობდნენ ეს ფონდები?
ვატო შაქარიშვილის თქმით, ის, რომ ეს ფონდები ეხმარებოდნენ გაჭირვებულ ადამიანებს, ტყუილია.
შეგახსენებთ, 17 მარტს, საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააყადაღა: "ნანუკას ფონდის", "ფროსფერითის", "ფონდი ერთმანეთისთვის 24/7-ის", "სირცხვილიას" და "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" საბანკო ანგარიშები და მათზე არსებული ფულადი სახსრები დააყადაღა.
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები
გადახედვა
კომენტარები