მსოფლიო ლიდერები პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას ეხმაურებიან
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. იტალიური მედია Corriere della Sera-ს ცნობით, პაპის გარდაცვალების შესაძლო მიზეზი ინსულტი გახდა.
ფრანცისკე რომის 266-ე პაპად 2013 წლის 13 მარტს აირჩიეს, მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი ბენედიქტ XVI გადადგა.
მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სააღდგომო კვერცხების გაგორების ტრადიციულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პაპ ფრანცისკეს პატივისცემის ნიშნად დროშების ნახევრად დაშვების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა.
"ახლახან რომის პაპ ფრანცისკეს პატივისცემის ნიშნად ჩვენს ქვეყანაში დროშების ნახევრად დაშვების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოვაწერე. ის კარგი ადამიანი იყო. ბევრს მუშაობდა. მას მსოფლიო უყვარდა და ამის გაკეთება დიდი პატივია," — განაცხადა დონალდ ტრამპმა.
იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი:
იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი რომის პაპის გარდაცვალებას X-ზე გამოეხმაურა. ის წერს, რომ პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების ამბავი დიდი მწუხარების მიზეზია, რადგან ეს "დიდი ადამიანის წასვლას ნიშნავს".
"პაპი ფრანცისკე უფლის სახლში დაბრუნდა.
ეს ამბავი ღრმად გვასევდიანებს, რადგან ვკარგავთ დიდ ადამიანს და დიდ მწყემსს.
მე მქონდა ბედნიერება, ვყოფილიყავი მეგობარი, მქონოდა მისი რჩევები და სწავლებანი, რომლებიც არასოდეს შემცდარა — არც განსაცდელისა და ტკივილის დროს.
ჯვრის გზის ლოცვებში მან შეგვახსენა ძღვენის ძალა — ძალა, რომელიც ყველაფერს ხელახლა აყვავებს და შეუძლია შეარიგოს ისიც კი, რაც ადამიანის თვალში შეურიგებელი ჩანს.
მან სამყაროს კურსის შეცვლის სიმამაცისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა — რათა იაროს გზაზე, რომელიც "არ ანადგურებს, არამედ ავითარებს, აღადგენს და იცავს".
ჩვენც ამ მიმართულებით ვივლით — ვეძებთ მშვიდობის გზას, ვეძიებთ სიკეთეს და ვაშენებთ უფრო სამართლიან და თანასწორ საზოგადოებას.
მისი სწავლება და მემკვიდრეობა არ დაიკარგება.
წმინდა მამას გულდამძიმებულები ვემშვიდობებით მაგრამ ვიცით, რომ ახლა ის უფლის სიმშვიდეში იმყოფება," — ვკითხულობთ მელონის განცხადებაში.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი:
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პაპი ფრანცისკე ყოველთვის ყველაზე დაუცველების მხარეს იდგა და ამას დიდი თავმდაბლობით აკეთებდა.
"ბუენოს აირესიდან რომამდე, პაპ ფრანცისკეს სურდა, რომ ეკლესიას ყველაზე ღარიბთათვის სიხარული და იმედი მოეტანა, რომ მას ადამიანები ერთმანეთთან და ბუნებასთან გაეერთიანებინა. დაე ეს იმედი მის შემდეგაც განუწყვეტლივ ცოცხლდებოდეს.
ჩემს მეუღლესთან ერთად ყველა კათოლიკესა და გლოვით მოცულ მსოფლიოს ჩვენს გულწრფელ თანაგრძნობას ვუგზავნით," — წერს მაკრონი.
"ომისა და სისასტიკის ამ დროს ის თანაგრძნობას გამოხატავდა სხვების, ყველაზე სუსტების მიმართ," — განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა სამძიმარი გამოუცხადა მთელი მსოფლიოს კათოლიკეებს და განაცხადა, რომ დიდი ტკივილი იგრძნობა როგორც საფრანგეთში, ასევე საერთაშორისო დონეზე.
გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III:
ბრიტანეთის სამეფო ოჯახი პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მეფე ჩარლს III-ის წერილს აქვეყნებს.
"მე და ჩემი მეუღლე ღრმად დაგვამწუხრა პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების ცნობამ. თუმცა, გულს ოდნავ გვიმსუბუქებს ის ფაქტი, რომ მისმა უწმინდესობამ შეძლო გაეზიარებინა აღდგომის მილოცვა ეკლესიისა და მთელი მსოფლიოსთვის, რომელსაც მთელი სიცოცხლე ერთგულად ემსახურებოდა.
მისი უწმინდესობა სამუდამოდ დაგვამახსოვრდება მისი თანაგრძნობის, ეკლესიის ერთიანობაზე ზრუნვისა და ყველა მორწმუნის საერთო მიზნებისთვის გაწეული ღვაწლის გამო.
მისი რწმენა, რომ შექმნაზე ზრუნვა ღმერთისადმი რწმენის ერთ-ერთი გამოხატულებაა, მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელდა. ადამიანებსა და პლანეტაზე ზრუნვით, ის ღრმად შეეხო უამრავი ადამიანის ცხოვრებას.
დედოფალთან ერთად განსაკუთრებული სითბოთი ვიხსენებთ წლების განმავლობაში მის უწმინდესობასთან შეხვედრებს და გული მადლიერებით გვევსება, რომ ამ თვეში მისი ნახვის შესაძლებლობა კვლავ მოგვეცა.
გულწრფელ სამძიმარს და ღრმა თანაგრძნობას ვუგზავნით იმ ეკლესიას, რომელსაც იგი ასეთი სიმტკიცით ემსახურებოდა და იმ უამრავ ადამიანს, ვინც შთაგონებული იყო მისი ცხოვრებით და ახლა იესო ქრისტეს ამ ერთგული მიმდევრის დაკარგვას გლოვობს," — ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს მეფის სამძიმრის წერილში.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი:
გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა კათოლიკურ ეკლესიას გაერთიანებული სამეფოს ხალხის სახელით მიუსამძიმრა.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მისი უწმინდესობის, პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო. მისი დაუღალავი ძალისხმევა ყველასთვის სამართლიანი მსოფლიოს შექმნის ხელშეწყობის მიმართულებით დაუვიწყარ მემკვიდრეობას დატოვებს. გაერთიანებული სამეფოს ხალხის სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ მთელ კათოლიკურ ეკლესიას," — დაწერა სტარმერმა სოციალურ ქსელში.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი:
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებით კათოლიკური ეკლესია და მსოფლიო კარგავს სუსტთა დამცველს, შემრიგებელ და გულთბილ ადამიანს.
"რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან ერთად კათოლიკური ეკლესია და მსოფლიო კარგავს სუსტთა დამცველს, შემრიგებელს და გულთბილ ადამიანს. მე ვაფასებდი მის მკაფიო შეხედულებას ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ჩემი თანაგრძნობა მთელი მსოფლიოს რელიგიურ საზოგადოებას," — წერს შოლცი.
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა
პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, პაპი ფრანცისკე თავისი ხანგრძლივი ღვთისმსახურების განმავლობაში იგი თავმდაბლობითა და უბრალოებით ხელმძღვანელობდა.
"რომის პაპი ფრანცისკე დღეს მამათა სახლში დაბრუნდა.
მთელი თავისი ღვთისმსახურების განმავლობაში იგი თავმდაბლობითა და უბრალოებით ხელმძღვანელობდა.
მან თავის პაპობის დევიზი მისი საეპისკოპოსო მოწოდება აირჩია: Miserando atque eligendo — "მან შეხედა მას მოწყალებით და აირჩია იგი".
ის იყო მოწყალების დიდი მოციქული, რაშიც ხედავდა პასუხს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებზე.
ჩემს მეუღლესთან ერთად ლოცვაში ვუერთდებით მთელი კათოლიკური ეკლესიის მორწმუნეებს," — განაცხადა პრეზიდენტმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, რომელმაც კვირა დილით რომში ფრანცისკესთან შეხვედრა გამართა, განაცხადა, რომ მისი გული მთელ მსოფლიოში მილიონობით კათოლიკესთანაა, რომლებსაც პაპი უყვარდათ.
"ახლახან შევიტყვე პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების შესახებ. გულითადად ვუსამძიმრებ მილიონობით ქრისტიანს მთელ მსოფლიოში, რომლებსაც ის უყვარდათ.
ბედნიერი ვიყავი, რომ გუშინ ვიხილე ის, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად მძიმედ იყო ავად. მაგრამ ყოველთვის მემახსოვრება მისი ქადაგება, რომელიც მან Covid-ის ძალიან ადრეულ პერიოდში წარმოთქვა. ეს მართლაც ძალიან ლამაზი იყო.
დაე უფალმა განუსვენოს მისი სული," — წერს აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ "მან იცოდა, როგორ მიეცა იმედი, როგორ შეემსუბუქებინა ტანჯვა ლოცვით და როგორ ხელი შეეწყო ერთიანობისთვის. ის ლოცულობდა უკრაინელი ხალხისა და უკრაინაში მშვიდობისთვის".
"მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში გლოვობს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების ტრაგიკულ ამბავს. მისი ცხოვრება ღმერთს, ხალხს და ეკლესიას მიუძღვნა.
მან იცოდა, როგორ მიეცა იმედი, როგორ შეემსუბუქებინა ტანჯვა ლოცვით და როგორ ხელი შეეწყო ერთიანობისთვის. ის ლოცულობდა უკრაინელი ხალხისა და უკრაინაში მშვიდობისთვის. ჩვენ ერთად ვგლოვობთ კათოლიკეებთან და ყველა ქრისტიანთან ერთად, ვინც სულიერი მხარდაჭერისთვის პაპ ფრანცისკეს მიმართავდა. მარადიული ხსოვნა!" — წერს ზელენსკი.
ასევე იხილეთ:
-
ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა
გადახედვა
-
ქობულეთში, სოფელ ბუკნარში, "სანდასუფთავების" მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა — კაცი დაიღუპა ქობულეთში, სოფელ ბუკნარში, "სანდასუფთავების" მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა — კაცი დაიღუპა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით, ამბარი მაღაზიათა ქსელს აფართოებს თიბისის მხარდაჭერით, ამბარი მაღაზიათა ქსელს აფართოებს
-
RS განმარტავს — რომელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი და რომელი არ იმუშავებს 28 აგვისტოს RS განმარტავს — რომელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი და რომელი არ იმუშავებს 28 აგვისტოს
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
-
ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს
გადახედვა
-
ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია
გადახედვა
-
ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
გადახედვა
-
რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ
-
იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება
-
3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს 3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს
-
მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს
გადახედვა
-
კრიპტოაქტივებში ინვესტირების შეთავაზებების უკან შესაძლოა, ფინანსური პირამიდა იმალებოდეს — სები მოსახლეობას აფრთხილებს კრიპტოაქტივებში ინვესტირების შეთავაზებების უკან შესაძლოა, ფინანსური პირამიდა იმალებოდეს — სები მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია
გადახედვა
-
მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა
გადახედვა
-
გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს
-
მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება? რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს
გადახედვა
კომენტარები