წინ დიდი გამარჯვებებია — გიორგი მამარდაშვილის ენფილდისკენ მიმავალი გზა
ფოტო: საქართველოს ბანკი
როდესაც გიორგი მამარდაშვილზე საუბარს ვიწყებთ, ევროპის ჩემპიონატზე მისი შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ასპარეზობა გვახსენდება. 4 მატჩში შესრულებული 29 სეივი და დამსახურებული ეპითეტი New York Times-ისგან: The Georgian Wall. ქართველი ქომაგისთვის, უპირველეს ყოვლისა, მამარდაშვილი საბერძნეთთან გამარჯვების თავბრუდამხვევ სიხარულთან და ევრო 2024-ზე დამაჯერებელ გამოსვლასთან ასოცირდება, თუმცა საკლუბო ფეხბურთის მწვერვალის მიმართულებით მისი სვლა ცალკე ყურადღებას იმსახურებს.
გასულ უქმეებზე, მადრიდის “რეალთან” მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი მოიპოვა და “ლივერპულის” ქომაგს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ზაფხულიდან, ლეგენდარულ “ენფილდზე”, კიდევ ერთი დიდი ფეხბურთელი შეაბიჯებს. “ეს ღირსეული გამომშვიდობება იყო”, წერს მადრიდული მედია იმის მიუხედავად, რომ სეზონი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მამარდაშვილის უდიდესი დამსახურებით, “ვალენსიამ” გასვლით მატჩში “რეალი” დაამარცხა, ლა ლიგაში დარჩენის შანსები გააორმაგა, “რეალის” საჩემპიონო პერსპექტივა კი კითხვის ნიშნის ქვეშ დატოვა. ისიც არ უნდა გამოგვრჩეს, რომ “რეალთან” მისი გამორჩეული პერფორმანსი ტრადიციად იქცა: “სამეფო კლუბის” წინააღმდეგ, მამარდაშვილი MVP-ის სტატუსს უკვე მეორედ დაეუფლა.
ამ ფონზე, რა გასაკვირია, რომ “ვალენსიას” ქომაგი გულდაწყვეტილია — სანტიაგო კანისარესის შემდეგ, მათი საყვარელი გუნდის კარში ასეთი მაღალი კლასის მეკარე პირველად დგას, თუმცა მამარდაშვილისა და “ვალენსიას” გზები იყრება: 2024 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის სანაცვლოდ, “ლივერპულმა” €30 მილიონი გადაიხადა, თუმცა იჯარის წესით, 1 წლით, ქართველი კვლავ “ვალენსიაში” დარჩა. კონტრაქტის პირობის თანახმად, ამ ზაფხულში მამარდაშვილი “მერსისაიდზე” გადაინაცვლებს და “ლივერპულთან” ერთად გაცილებით დიადი მიზნებისთვის - პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ტიტულებისთვის იბრძოლებს.
რატომ მამარდაშვილი და არა ალისონი?
2018 წლიდან, “ლივერპულის” კარს ალისონ ბეკერი იცავს - უკვე ლეგენდად ქცეული მეკარე, რომლის უმაღლესი სათამაშო დონის ფონზე, ახალი მეკარის დამატება "ლივერპულის" ქომაგისთვის მოულოდნელი იყო. მეორე მხრივ, არსებული ფაქტები "მერსისაიდული" კლუბის სამომავლო გათვლასა და სწორ საჭადრაკო სვლებზე მიუთითებს: 2024 წელს, ალისონმა ბარძაყის კუნთის ტრავმა 3-ჯერ მიიღო, რის გამოც, მის შემცვლელს, კაიომინ კელეჰერს, 30-მდე მატჩის ჩატარება მოუწია - რიგით მეორე მეკარისთვის, ეს რიცხვი ზედმეტად ბევრია. ალისონი 32 წლისაა, რაც მეკარისთვის იდეალური ასაკია, თუმცა 24 წლის მამარდაშვილში “ლივერპულის” ხელმძღვანელობამ სამომავლო პერსპექტივა დაინახა — მას აქვს სრული პოტენციალი, რომ “ლივერპულის” კარს გრძელვადიანი პერსპექტივით უდარაჯოს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ქომაგის სიყვარული მოიპოვოს.
მეკარის გზა ყოველთვის ბეწვის ხიდზე გადის: შეიძლება, თავდამსხმელმა მატჩში 10 საგოლე მომენტი გაანიავოს და მაინც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდეს, მეკარეს კი ერთი დაშვებული შეცდომა ანტიგმირის სტატუსს ანიჭებს. ასაკის მიუხედავად, მამარდაშვილის მთავარი იარაღი სტაბილურობაა, რომელიც სხვა კომპონენტებთან ერთად, მას გამორჩეულს ხდის: აქვს სინათლის სიჩქარის რეაქცია (როგორც შორეულ, ასევე ახლო დისტანციიდან შესრულებულ დარტყმებზე), არის 11-მეტრიანი დარტყმების ერთ-ერთი საუკეთესო მომგერიებელი და თვალსაჩინოა მისი პროგრესი ფეხით თამაშში, რომელიც თანამედროვე ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია.
დარჩება თუ არა ალისონი “ლივერპულში”? - ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ჯერჯერობით არ გვაქვს. სრულიად დამსახურებულად, მამარდაშვილს ძირითად შემადგენლობაში თამაშის ამბიცია აქვს და ქართველი ქომაგისთვის ყველაზე საინტერესო დეტალი სწორედ აქ იკვეთება: როგორ წარიმართება ლეგენდარულ და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მეკარეს შორის კონკურენცია იმ შემთხვევაში, თუკი ბრაზილიელი “ენფილდზე” დარჩება. კითხვებზე პასუხს მომდევნო სეზონიდან მივიღებთ, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცით: გიორგი მამარდაშვილი უდიდეს საფეხბურთო ტრამპლინზე დგას და სულ ცოტა დრო რჩება იქამდე, როდესაც “ენფილდზე” შეკრებილი 60,000 გულშემატკივარს ნამღერ, ჟრუანტელის მომგვრელ, გენიალურ You’ll Never Walk Alone-ს მოისმენს, ჩვენ კი, დიდი მატჩების მოლოდინში, პრემიერ ლიგაში კიდევ ერთ გამორჩეულ ქართველ ფეხბურთელს ვიხილავთ.
წინ დიდი გამარჯვებებია. ეს გზა გიორგი მამარდაშვილს “ენფილდზე” მიიყვანს.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია.
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია
გადახედვა
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
კომენტარები