რეზო კიკნაძე სასამართლოდან გააძევეს, ემიგრანტი დედა პროცესზე არ დაუშვეს — 11 პირის დახურული სასამართლო პროცესის ქრონიკა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. განსასჯელის სკამზე სხედან: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე, სერგეი კუხარჩუკი.
მოსამართლე ირაკლი შვარანგიძემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა სასამართლო პროცესის გახსნასთან დაკავშირებით. მოსამართლემ არც რეზო კიკნაძის თხოვნა მოისმინა პროცესზე ხალხის დასწრებასთან დაკავშირებით და ის დარბაზიდან გააძევა. დაცვის თანამშრომლებმა კიკნაძეს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს პროცესი.
ხელმოწერები მოსამართლეს
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ სხდომა 5 მარტს ტაშის დაკვრისგან გამოწვეული "ხმაურის" გამო დახურა. ადვოკატების შუამდგომლობის მიუხედავად, მან პროცესი არც მომდევნო სხდომაზე, 10 მარტს გახსნა.
დილიდან ადვოკატები სასამართლოს ეზოში ხელმოწერებს აგროვებდნენ, რათა პატიმრების ოჯახის წევრებსა და გულშემატკივრებს სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობა ჰქონოდათ.
ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა NEWS.on,ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ხელმოწერებით მოქალაქეები სასამართლოს პირობას აძლევენ, რომ სასამართლო ინსტიტუტს პატივს სცემენ და დაიცავენ წესრიგს.
"უკვე რამდენიმე თვე არის, რაც პროცესი მაინც გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას არც ერთი მტკიცებულება არ აქვს ბიჭების წინააღმდეგ. მაგრამ ვიდრე ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ, პირველი გვექნება შუამდგომლობა პროცესის გახსნასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ უკვე მესამე სხდომაა, რაც ხალხის გარეშე იმართება — ეს უკვე აღარ ჰგავს პრევენციულ მიზნებს, ეს ჰგავს უკვე ხალხის დასჯას იმისთვის, რომ ისინი არ იყვნენ სასამართლო პროცესზე და ბიჭებს მხარდაჭერა არ გამოუცხადონ.
ამის სადემონსტრაციოდ ჩვენ ამ მომენტში ვაგროვებთ მოქალაქეების ხელმოწერებს, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ ახლა, ამ წუთებში,ვდგავართ სასამართლოს ეზოში, ვაპირებთ სასამართლო დარბაზში შემოსვლას და ჩვენვე გაძლევთ გარანტიას, რომ ჩვენ დავიცავთ წესრიგს", — განაცხადა ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა.
მოსამართლის უარი და პატიმრების სასამართლოდან გაძევება
სასამართლო პროცესი ხმაურით დაიწყო — მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და მესამედ არ გახსნა პროცესი.
შუამდგომლობას თან დართული ჰქონდა 130-მდე ადამიანის ხელმოწერა, რომლებიც სასამართლოს შენობასა და ეზოში იმყოფებოდნენ და სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ. ადვოკატმა მიგინეიშვილმა დააზუსტა, რომ სხდომაზე დასწრების სურვილი გაცილებით მეტ ადამიანს აქვს, მაგრამ ეს რაოდენობა იმიტომ წარადგინეს, რომ დარბაზში მხოლოდ ამდენი ადგილია.
ნეტგაზეთის ცნობით, მოსამართლე შვანგირაძემ ისე თქვა უარი ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რომ არც კი შეუხედავს მოქალაქეთა ხელმოწერებისთვის, რომლებიც მის გადაწყვეტილებას დარბაზის გარეთ ელოდნენ.
ვალერი თეთრაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ მოსამართლესთან შუამდგომლობის დაყენებისას განაცხადა, რომ ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პატიმრებს სასჯელი დაუმძიმდეთ და გახანგრძლივებულ პატიმრობასთან ერთად ოჯახის წევრების ნახვის შესაძლებლობასაც არ აძლევს.
"ფაქტობრივად, თქვენ ამ ადამიანებს სჯით. სჯით არა მარტო დარბაზში, არამედ განსასჯელის სკამზე მსხდომ ადამიანებს. იმიტომ, რომ თვიდან თვემდე, კვირიდან კვირამდე, რეალურად, ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლება ოჯახის წევრები ნახონ, არის სასამართლო დარბაზი. უკვე მესამე პროცესი ტარდება, რაც თქვენ შეუზღუდეთ ეს უფლება.
ის უფლება, რომელიც ყველაზე დაცული უფლებაა, თავისუფლება, მათ აქვთ შეზღუდული. თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ეს ისედაც გახანგრძლივებული პატიმრობა დაამძიმოთ იმით, რომ მათ არ აქვთ ოჯახის წევრების ნახვის შესაძლებლობა.
იმედს ვიტოვებ, რომ ამ დარბაზში თქვენ არაფერს აკეთებთ ისეთს, რაც უნდა დაიმალოს საზოგადოებისთვის. მით უფრო, დამკვირვებლებისთვის," — მიმართა ვალერი თეთრაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს.
ამის შემდეგ ადვოკატებმა სხდომაზე სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზების მონიტორების დაშვება მოითხოვეს. მათი განმარტებით, ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ და გაუგებარია, რატომ უნდა შეეზღუდოთ მათ ამის შესაძლებლობა. მონიტორებთან ერთად სხდომას ვერ ესწრებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელიც.
ირაკლი შვანგირაძემ არც მონიტორები და არც სახალხო დამცველის წარმომადგენელი დარბაზში არ დაუშვა.
მოსამართლეს თხოვნით მიმართა ბრალდებულმა რეზო კიკნაძემაც, რომ სასამართლო პროცესი მათი ოჯახის წევრებისთვის გაეხსნა. მოსამართლესთან სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, დაცვის თანამშრომლებმა კიკნაძეს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს სასამართლო დარბაზი — კიკნაძე მთელი ამ დროის განმავლობაში საქართველოს ჰიმნს მღეროდა.
"ჩვენ ისიც გვეყოფა, რომ უდანაშაულოდ ვართ დატყვევებულები და ყოველგვარი საფუძვლის და მტკიცებულების გარეშე მოგვწყვიტეს ოჯახებს და ახლა იმის უფლებასაც არ გვაძლევთ, რომ სასამართლოზე ვნახოთ ჩვენი მშობლები? როგორი შეუგნებელი უნდა იყო ადამიანი, რომ მათ შვილს არ მისცე... რა დააშავა დედაჩემმა მაია ბექიშვილმა და მამაჩემმა ილია კიკნაძემ, რომ ახლა თავიანთ შვილს ვერ ნახულობენ სასამართლოში?
თუ ჩემს მშობლებს და დანარჩენი ბრალდებულების ახლობლებს არ დაასწრებთ სასამართლოზე, მე ამ ცირკში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ და მინდა დავტოვო დარბაზი [...]
დედ-მამის ნახვის უფლებას არ მაძლევთ. ეგეთი შეუგნებელი მონა როგორ უნდა იყო, რომ შვილს დედის ნახვის უფლება არ მისცეთ?! მონა ხარ!", — თქვა რეზო კიკნაძემ.
მოსამართლემ არც ბრალდებული გიორგი ქერაშვილის თხოვნა დააკმაყოფილა, რომ ემიგრაციიდან ჩამოსული დედა მაინც დასწრებოდა სასამართლო სხდომას.
"ვინაიდან ემიგრაციიდან არის დაბრუნებული დედაჩემი და ამაღამ მიდის, მინდა, უმორჩილესად გთხოვოთ, რომ დაუშვათ სხდომაზე," — ამ სიტყვებით მიმართა ირაკლი ქერაშვილმა მოსამართლეს.
ადვოკატმა რევაზ აჭარაძემ მოსამართლეს სთხოვა გამონაკლისის სახით დარბაზში შემოეშვათ ირაკლი ქერაშვილის დედა. მან განმარტა, რომ ის ემიგრაციაშია, ცოტა ხნით არის ჩამოსული და ამ საღამოს მიფრინავს. შესაბამისად, მას შვილის ნახვის საშუალება ციხეში, პაემნის ფორმატშიც არ აქვს. ადვოკატმა თქვა, რომ შეუძლია წარადგინოს ფრენის ბილეთიც.
როგორც სხვა ადვოკატებმა, ისე ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ მათ არ ექნებოდათ პრობლემა მოსამართლეს დაეშვა გამონაკლისი. თხოვნას დათანხმდნენ პროკურორებიც. თუმცა, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ განაცხადა, რომ წესი ყველასთვის ერთია და გამონაკლისს ვერ დაუშვებდა.
მოსამართლეს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ირაკლი ქერაშვილმა პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესი დატოვა.
შეგახსენებთ, 6 მარტს საქართველოს პარლამენტის საიტზე დარეგისტრირდა საკანონმდებლო წინადადება სისხლის სამართლის საქმეთა ფოტო-კინო-ვიდეო გადაღების აკრძალვის თაობაზე. საკანონმდებლო წინადადების ინიციატორი "საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილია". საკანონმდებლო წინადადებაში ვკითხულობთ, რომ "სხდომებიდან ტელეტრანსლაციების შედეგად, აშკარად ხდება სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაცია, ხოლო გუშინდელი [5 მარტის] სხდომის შემდეგ, რომელზეც, ფაქტობრივად, 11-ვე ბრალდებულმა, ფაქტობრივად, აბუჩად აიგდო მოსამართლეც და პროკურორებიც".
საკანონმდებლო წინადადების ინიციატორ კახნიაშვილს ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის 5 მარტის პროცესზე აქვს საუბარი, როდესაც მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ტაშის დაკვრისგან გამოწვეული "ხმაურის" გამო დახურა სხდომა.
პროევროპულ აქციებზე მონაწილეობისთვის 11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
"ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები" — ელისაშვილი ციხეში პროტესტზე "ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები" — ელისაშვილი ციხეში პროტესტზე
გადახედვა
-
ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ
გადახედვა
-
ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა
გადახედვა
-
რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
-
სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის
გადახედვა
-
35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი
გადახედვა
-
"არავითარი მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს" — მიხეილ სარჯველაძე რუსეთში შავი ჭირის შემთხვევაზე "არავითარი მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს" — მიხეილ სარჯველაძე რუსეთში შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
"მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე "მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე
გადახედვა
-
ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს
გადახედვა
-
Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა
-
პატიმრის თქმით, გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებმა პირი ამოიკერეს პატიმრის თქმით, გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებმა პირი ამოიკერეს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო
გადახედვა
-
დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა
გადახედვა
კომენტარები