Reuters: რუსეთმა აშშ-ს უკრაინაში ომის დასრულების პირობები წარუდგინა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებისა და ვაშინგტონთან ურთიერთობების აღდგენის შესახებ შეთანხმების მოთხოვნების სია წარუდგინა. ამის შესახებ Reuters წერს.
სააგენტო წერს, რომ უცნობია კონკრეტული დეტალები რა მოთხოვნები შეიტანა მოსკოვმა აღნიშნულ სიაში ან მზად არის თუ არა ჩაერთოს კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში მათ მიღებამდე.
Reuters-ის ცნობით, კრემლის ამჟამინდელი მოთხოვნები იმის მსგავსია, რაც რუსულმა მხარემ ადრე უკრაინას, შეერთებულ შტატებსა და NATO-ს წარუდგინა.
რუსეთის ადრინდელი მოთხოვნები მოიცავდა: უკრაინის NATO-ს წევრობაზე უარის თქმას, შეთანხმებას უკრაინაში უცხოური ჯარების არ განლაგების შესახებ და ყირიმისა და 4 უკრაინის რეგიონის საერთაშორისო აღიარებას რუსეთის შემადგენლობაში.
ბოლო წლებში რუსეთი ასევე ახდენდა ზეწოლას შეერთებულ შტატებსა და NATO-ზე, რომ მოეგვარებინათ ის "ძირითადი მიზეზები", რაც უკრაინასთან კონფლიქტის მიზეზი გახდა და ამ მიზეზში NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოება იგულისხმებოდა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ელოდება ვლადიმერ პუტინის პასუხს, თანახმა იქნება თუ არა ის 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელსაც უკრაინა დათანხმდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამას სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უწოდა.
ამ ფონზე, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 12 მარტს ვლადიმერ პუტინი კურსკში ერთ-ერთ სამხედრო პუნქტს ეწვია. კრემლის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პუტინი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს ხვდება.
შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ კურსკის ოლქი სრულად უნდა გათავისუფლდეს უკრაინის ჯარებისგან და უნდა იფიქრონ სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ზონის შექმნაზე.
გერასიმოვის თქმით, რუსული ჯარები აკონტროლებენ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაკავებული ტერიტორიის 86%-ზე მეტს და ბოლო 5 დღის განმავლობაში რუსულმა ჯარმა კონტროლის ქვეშ 24 დასახლებული პუნქტი აიყვანა.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინა დათანხმდა ცეცხლის დაუყოვნებლივ 30-დღიან შეწყვეტას, თუ რუსეთიც იგივე ნაბიჯს გადადგამს.
პუტინის დამოკიდებულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პოტენციური შეთანხმების მიმართ გაურკვეველია, რადგან დეტალები ჯერ არ არის დაზუსტებული.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთს გადასცემს "ცეცხლის შეწყვეტის" წინადადებას და იმედი აქვს, რომ შეთანხმება იქნება.
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ
გადახედვა
-
"არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
გადახედვა
-
იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში
-
მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის
გადახედვა
-
ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს
გადახედვა
-
ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის
გადახედვა
-
ელიფ შაფაქის ახალი რომანი გუსტავ ფლობერის ცხოვრებაზეა ელიფ შაფაქის ახალი რომანი გუსტავ ფლობერის ცხოვრებაზეა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე
-
დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს
გადახედვა
-
რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები? რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები?
-
"მეთადონი", "სუბოქსინი", "კეტამინი", "ჰაშიში", "მარიხუანა" — ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს "მეთადონი", "სუბოქსინი", "კეტამინი", "ჰაშიში", "მარიხუანა" — ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა" აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა"
გადახედვა
-
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა
გადახედვა
-
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრი დაიხურა პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრი დაიხურა
გადახედვა
-
კუთხის დივნები: როგორ შევარჩიოთ ზომა და სწორი განლაგება? კუთხის დივნები: როგორ შევარჩიოთ ზომა და სწორი განლაგება?
-
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
-
შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას
გადახედვა
-
გიორგი კალანდია: სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა გიორგი კალანდია: სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა
გადახედვა
-
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
-
შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს
გადახედვა
კომენტარები