პუტინი კურსკში სამხედრო ფორმით გამოჩნდა და თქვა, რომ რეგიონი მთლიანად უნდა გაათავისუფლონ უკრაინული ჯარებისგან
ფოტო: Reuters
12 მარტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირველად ეწვია კურსკის რეგიონს მას შემდეგ, რაც 2024 წლის აგვისტოში უკრაინულმა ძალებმა კურსკის ნაწილი დაიკავეს.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ტელეგრამ-არხზე გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პუტინი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს ხვდება.
Reuters-ის ცნობით, უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პუტინმა განაცხადა, რომ საჭიროა კურსკის რეგიონში უკრაინული ძალების სწრაფი დამარცხება.
პუტინის განცხადებით, რუსულმა ძალებმა მთლიანად უნდა გაათავისუფლონ რეგიონი უკრაინული ჯარებისგან. მისი თქმით, ყველა, ვინც კურსკის ოლქის ტერიტორიაზე იმყოფება და მოქალაქეების მიმართ დანაშაულებს სჩადის, ტერორისტად უნდა ჩაითვალოს, მათზე ჟენევის კონვენციების ნორმების გამოყენების გარეშე, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე უცხოელ დაქირავებულ პირებს ეხება.
"ყველა ადამიანი, რომელიც კურსკის ოლქის ტერიტორიაზე იმყოფება და მოქალაქეების მიმართ დანაშაულებს სჩადის, მოქმედებენ ჩვენი შეიარაღებული ძალების, სამართალდამცველი ორგანოებისა და სპეცსამსახურების წინააღმდეგ, რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად არიან ტერორისტები. რუსეთის გენერალური პროკურატურა ასე აკვალიფიცირებს მათ ქმედებებს და სწორედ ამ მუხლით, "ტერორიზმით" არის მათ წინააღმდეგ აღძრული რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მიერ სისხლის სამართლის საქმე," — განაცხადა პუტინმა.
გერასიმოვმა აღნიშნა, რომ, დღევანდელი მდგომარეობით, რუსული ჯარები კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაკავებული ტერიტორიის 86%-ზე მეტს აკონტროლებენ. მისივე თქმით, ბოლო 5 დღის განმავლობაში რუსულმა ჯარმა კონტროლის ქვეშ აიყვანა 24 დასახლებული პუნქტი.
ქალაქი სუჯა, რომელიც კურსკის რეგიონში მდებარეობს, უკრაინელმა ჯარებმა 2024 წლის აგვისტოში დაიპყრეს. მოსახლეობის უმეტესობამ სუჯა დატოვა, მაგრამ რამდენიმე ასეული მშვიდობიანი მოქალაქე დარჩა. უკრაინის სამხედრო ადმინისტრაციამ გენერალ ედუარდ მოსკალოვის ხელმძღვანელობით დარჩენილ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.
2025 წლის იანვარსა და თებერვალში ქალაქზე საჰაერო დარტყმები განხორციელდა, რამაც დაზიანდა შენობები, მათ შორის სკოლა-ინტერნატი, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ერთ-ერთმა თავდასხმამ ოთხი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.
2024 წლის დეკემბერში ვლადიმერ პუტინმა დანიშნა ალექსანდრე ხინშტეინი კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად და აღნიშნა, რომ საჭიროა კრიზისის მართვა ნაწილობრივ ოკუპირებულ რეგიონში. პუტინმა განთავისუფლებულ ტერიტორიებზე საცხოვრებელი, კომუნალური და ეკონომიკის აღდგენა მოითხოვა.
კურსკის რეგიონში ვითარება კვლავ დაძაბულია. რუსული ჯარები ცდილობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილები მთლიანად განდევნონ რეგიონიდან. უკრაინის ჯარები წინააღმდეგობას უწევენ.
ამავე თემაზე:
Reuters: რუსეთმა აშშ-ს უკრაინაში ომის დასრულების პირობები წარუდგინა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები