დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მან ზელენსკისგან მნიშვნელოვანია წერილი მიიღო
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკისგან მნიშვნელოვანი წერილი მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ კიევი მზადაა, მოლაპარაკების მაგიდასთან რაც შეიძლება მალე დაჯდეს.
"დღეს მივიღე მნიშვნელოვანი წერილი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისგან. უკრაინა მზადაა მოლაპარაკებების მაგიდასთან რაც შეიძლება მალე დაჯდეს, რათა მივუახლოვდეთ გრძელვადიანი მშვიდობას", — თქვა ტრამპმა.
მისივე თქმით, ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას წიაღისეულის მოპოვებაზე "ნებისმიერ ხელსაყრელ დროს" და არავის უნდა მშვიდობა უკრაინელებზე მეტად.
ტრამპმა თქვა, რომ მადლიერია წერილისთვის და დასძინა: "ამავდროულად, ჩვენ გვქონდა სერიოზული მოლაპარაკებები რუსეთთან და მივიღეთ ძლიერი სიგნალები, რომ ისინი მზად არიან მშვიდობისთვის".
ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 მარტს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა სადაც მზადყოფნას გამოთქვა, იმუშაოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად მშვიდობის მისაღწევად.
ამას გარდა, ზელენსკი მადლობას უხდის ამერიკის შეერთებულ შტატებს და სინანულს გამოთქვამს 28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარი ინციდენტის გამო. ზელენსკი წერს, რომ თეთრ სახლში შეხვედრა, "ისე არ წარიმართა, როგორც საჭირო იყო. საწყენია, რომ ეს მოხდა. საჭიროა ყველაფერი სწორად ვქნათ".
"არც ერთ ჩვენგანს არ სურს დაუსრულებელი ომი. უკრაინა მზად არის, რაც შეიძლება სწრაფად დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან იმისთვის, რომ დავაჩქაროთ ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა. არავის სურს მშვიდობა უკრაინელ ხალხზე მეტად. მე ჩემს გუნდთან ერთად მზად ვარ, ვიმუშაო პრეზიდენტ ტრამპის მძლავრი ლიდერობით ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.
ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ სწრაფად ომის დასასრულებლად, რის თავდაპირველ ეტაპადაც, შესაძლოა, ტყვეთა გათავისუფლება იქცეს — ასევე, სასწრაფო დაზავება ცაში: რაკეტების, შორი მანძილების დრონების, ენერგეტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვების აკრძალვა — ასევე, დაუყოვნებლივ დაზავება ზღვაში, თუ ამას რუსეთიც იზამს. ჩვენ გვსურს, ძალიან სწრაფად გავიაროთ ყველა შემდეგი ეტაპი აშშ-სთან ერთად და მივიდეთ მყარ და საბოლოო შეთანხმებამდე.
ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ, რაც ამერიკამ გააკეთა უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად და გვახსოვს ის გარდამტეხი მომენტი, როცა პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინას გადასცა ჯაველინები. ჩვენ ამისთვის მადლიერები ვართ.
ჩვენი შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში, ისე არ წარიმართა, როგორც საჭირო იყო. საწყენია, რომ ეს მოხდა. საჭიროა ყველაფერი სწორად ვქნათ. ჩვენ ვისურვებდით, რომ მომავალში თანამშრომლობა და ურთიერთობა იყოს კონსტრუქციული.
რაც შეეხება შეთანხმებას მინერალებსა და უსაფრთხოებაზე, უკრაინა მზად არის მას ხელი მოაწეროს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სასურველ ფორმატში. ჩვენ ამ შეთანხმებას განვიხილავთ უსაფრთხოების განმტკიცებისა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიებისკენ გადადგმულ ნაბიჯად და იმედი გვაქვს, რომ ის ეფექტიანად იმუშავებს", — წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
კომენტარები