მეტროპოლის მრავალმილიონიანი პროექტები — დეველოპერული კომპანია 2024-ს აჯამებს
ფოტო: მეტროპოლი
57%-იანი ზრდა გაყიდვებში, 150 მილიონი ლარის ინვესტიცია, ექვსი მიმდინარე პროექტი და სამი საერთაშორისო ჯილდო — ამ მაჩვენებლებით დაასრულა გასული წელი დეველოპერულმა კომპანია მეტროპოლმა. ექვსი ახალი პროექტი და თბილისის ხუთი ახალი უბნის ათვისება, შედეგების გაორმაგება და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა კი 2025-ის გეგმების ნაწილია.
მეტროპოლი სამშენებლო ბაზარზე სამი წლის წინათ გამოჩნდა და დაარსების პირველივე წელი ფრანგულ ბრენდთან Louvre Hotels Group-თან პარტნიორობით, 5-ვარსკვლავიანი Royal Tulip-ის აჭარის რეგიონში შემოყვანის ექსკლუზიური უფლებით ჩახურა. კომპანიამ ბიზნესსაქმიანობის არეალში თბილისი და ბათუმი მოაქცია და მომხმარებლის ინტერესზე მორგებული პორტფელი ეტაპობრივად გააფართოვა. მალე მიიპყრო საერთაშორისო ყურადღებაც და არაერთი გლობალური აღიარება მოიპოვა.
ბიზნესის უწყვეტობა, მრავალფეროვანი არჩევანი, მაღალი ხარისხი და სანდოობა - ეს ის მთავარი ფაქტორებია, რაც მეტროპოლის გენერალური დირექტორის მოადგილეს კომპანიის უპირატესობად მიაჩნია. ამბობს, რომ ბიზნესის წარმოების არჩეული ხედვა არც მიმდინარე წელს შეიცვლება. მამუკა იმედაშვილი მეტროპოლის გასული წლის შედეგებს აჯამებს და დაგეგმილ სიახლეებზე საუბრობს.
ფოტო: მეტროპოლი
„2024 მეტროპოლისთვის გამორჩეული წელი იყო. შევძელით და არსებობის მესამე წელს შედეგები გავაორმაგეთ — 680-ზე მეტი ბინა გავყიდეთ. რეალიზებული ფართის საერთო კვადრატულობა 39 500 კვ.მ-ს სცდება და მისი ღირებულება თითქმის 170 მილიონი ლარია. გასული წლის ჯამური ინვესტიცია კი 148,282,000 ლარს შეადგენს.
უნდა აღვნიშნო ისიც, რომ გასული წელი გამოწვევებით იყო სავსე. ჩვენ საკმაოდ ტურბულენტურ პერიოდში მოგვიწია საქმიანობა, რადგან მიმდინარე პროცესები დეველოპერულ სექტორზეც საგრძნობლად აისახა. ასეთ პერიოდებში პროცესები უბრალოდ დროებით ჩერდება, სიტუაციის დასტაბილურებას კი ერთგვარი "ბუსტი" მოსდევს, რისთვისაც ბიზნესი მზად უნდა იყოს და ჩვენი მთავარი საზრუნავი სწორედ ის არის, რომ პროცესები უწყვეტად მიმდინარეობდეს და მომავალ მობინადრეებს ბინები დათქმულ დროში ჩავაბაროთ“, — ამბობს მამუკა იმედაშვილი.
მეტროპოლმა 2024 წელი ოთხი პროექტით დაიწყო (ბაგები, ქავთარაძე, კუბი და ოვალი), მალევე მოჰყვა ახალი პროექტები თბილისსა და ბათუმში. დედაქალაქში ახალი კომპლექსი ისტორიულ უბანში, ორთაჭალაში აშენდება, აჭარაში კი მეტროპოლის პირველი საცხოვრებელი კორპუსები, "მეტროპოლ პარალელი“, აბუსერიძის ქუჩაზე განთავსდება. ტურისტულად მიმზიდველ ორივე ლოკაციაზე წინასწარი გაყიდვები დაწყებულია, დაინტერესება დიდია, მაგალითისთვის, "პარალელის“ B ბლოკში ბინების 60%-მდე უკვე გაყიდულია.
ფოტო: მეტროპოლი
გასული წლის მნიშვნელოვანი ფაქტების ჩამონათვალშია „მეტროპოლის“ გაყიდვების ორი ახალი ოფისი თბილისში — საბურთალოსა და ორთაჭალაში.
ამ წარმატებული მოვლენების სიის სათავეში მეტროპოლის პირველი დასრულებული პროექტი "მეტროპოლ ბაგებია“. მესაკუთრეებს კომპანიამ ბინები დათქმულ დროში ჩააბარა. 14-სართულიანი კორპუსი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ვაკისა და წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებში მდებარეობს. ეს ადგილი ქალაქში ეკოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ზონად მიიჩნევა.
"სიამაყით მინდა ვთქვა, რომ დაპირებულ ვადებში ჩავეტიეთ და ხაზგასასმელია, ისიც, რომ ბაგების პროექტში მხოლოდ 4 ბინაა დარჩენილი.
ასევე, საცხოვრებელი ფართების თითქმის ნახევარი უკვე გაიყიდა „მეტროპოლ ქავთარაძის“ კომპლექსში. სამშენებლო სამუშაოებს აქ, მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანია „ანაგთან“ ერთად, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ვახორციელებთ. ობიექტზე ამჟამად მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციების მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. A1 ბლოკზე ხუთდონიანი პარკინგის — ხუთივე, ხოლო A2 ბლოკზე სამი სართული დასრულებულია. ვფიქრობთ, წლის ბოლოსთვის ორივე ბლოკის 21 სართული დამთავრდა.
ფოტო: მეტროპოლი
ინტენსიურად მიმდინარეობს სამშენებლო პროცესი ბათუმშიც. დამთავრდა ოვალის კარკასისა და აუზის რკინა-ბეტონის სამუშაოები, შიდა კედლებისა და ტიხრების ამოშენება სამშენებლო ბლოკით და მათი შებათქაშება-შელესვა. 2025 წლის ბოლოსთვის აპარტამენტები სრულად წარმოდგება თეთრი კარკასის მდგომარეობით და რამდენიმე თვის დაწყებული იქნება ფასადის სამუშაოები. "მეტროპოლ კუბის“ შემთხვევაში დასრულდა 25-ე სართულის ფილის მოწყობა. 2025-ის დეკემბრისთვის კი კარკასის მონოლითური სამუშაოებიც დამთავრდება. ამ ორი პროექტის საინვესტიციო ღირებულება 260 მილიონი ლარია. შენდება 1000-მდე აპარტამენტი. ასევე წარმოდგენილი იქნება ორი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip — ჯამურად, 180 ნომრით“, — ამბობს "მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.
იმის მიუხედავად, რომ "მეტროპოლ კუბისა“ და "მეტროპოლ ოვალის“ სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა, ორივე პროექტი უკვე საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. "კუბმა“ ჯერ Titan Awards-ის აღიარება მოიპოვა, გასული წლის შემოდგომაზე კი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული International Property Awards-ის ჯილდო დაიმსახურა კატეგორიაში Mixed-Use Development for Georgia. ჯილდო კომპანიის წარმომადგენლებს ლონდონში გადაეცათ, სადაც "მეტროპოლს“ საკუთარი პროექტების წარდგენის შესაძლებლობაც ჰქონდა.
ფოტო: მეტროპოლი
"მეტროპოლ ოვალი“ კი საქართველოში საუკეთესო პრემიულ სასტუმროდ დასახელდა. პროექტი Luxury Lifestyle Awards 2024-ის გამარჯვებული 2024-ის გაზაფხულზე გახდა. მთავარ კრიტერიუმად კი ქართული კომპანიის უნაკლო რეპუტაცია და პროფესიონალიზმი დასახელდა.
ერთი თვის წინ კი კომპანიამ The Global Economics Award -ისა და Luxury Lifestyle Awards-ის ჯილდო მიიღო. ამ აღიარების მოსაპოვებლად ბიზნესებს ადგილობრივ და საერთაშორისო ეკონომიკის განვითარებაში საუკეთესო შედეგები მოეთხოვებათ.
ფოტო: მეტროპოლი
ამ წარმატებულ პორტფელს და ქვეყნის პოტენციალს ინტენსიურად აცნობს „მეტროპოლი“ მსოფლიო დეველოპერებსა თუ ინვესტორებს. CITYSCAPE GLOBAL SKA გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპოზიცია იყო, რომელიც მეტროპოლი მონაწილეობდა. მანამდე იყო გამოფენა შანხაიში, TOON EXPO სომხეთის დედაქალაქში და თბილისში ჩატარებული საერთაშორისო ექსპოზიცია, რომელსაც "მეტროპოლი“, როგორც ქართული ბაზრის შედარებით ახალი მოთამაშე, პირველად დაესწრო.
"საერთაშორისო ექსპოზიციებში მონაწილეობა ერთი მხრივ, გამოცდილება, ხოლო მეორე მხრივ, საერთაშორისო ბაზარზე გასვლის და გაყიდვების არეალის გაფართოების კარგი შესაძლებლობაა. გარკვეული გამოცდილება დაგვიგროვდა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი პროექტები, როგორც ხარისხით, ასევე არქტექტურით, მოწინავე მსოფლიო დეველოპერების პორტფელების გვერდით, უცხო ბაზრებისთვის საინტერესოა. ბუნებრივია, ასეთი ღონისძიებები ინფორმაციის, ცოდნის და გამოცდილების გაცვლის საუკეთესო საშუალებაა. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია რომ ფიზიკურად, ადგილზე ვნახოთ და შევაფასოთ ის სიხალეები და ტენდენციები, რაც უძრავი ქონების სექტორში ინერგება, იქნება ეს არქიტექტურა, საინტერესო მასალები, სამშენებლო სიახლეები თუ თანამედროვე მიდგომები“, — მამუკა იმედაშვილი.
კითხვაზე რატომ არის მიმზიდველი "მეტროპოლის“ პროექტები საერთაშორისო ბაზრებისთვის და რა გამორჩევს მას ქართული უძრავი ქონების სექტორში, კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე პასუხად რამდენიმე ფაქტორს ასახელებს:
"ხარისხი, ფოკუსი ჯანსაღ და კომფორტულ გარემოზე, მუდმივი ზრუნვა მომხმარებლის ინტერსებზე, მათ საჭიროებებზე მორგება, რაც ფასებზეც და პროდუქტებზეც აისახება. ჩვენ არც თუ ისე პატარა პორტფელი გვაქვს უკვე, გვაყვს 1 100 -ზე მეტი მობინადრე. მათთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, ყოველ კვარტალურად, პროაქტიულად ვეკონტაქტებით და ვატყობინებთ სიახლეებს.
სტრატეგია მარტივია, ჩვენ ვუსმენთ მომხმარებლის ხმას და ვითვალისწინებთ მათ საჭიროებებს, რაც გულისხმოსბს კომერციულად თუ ტურისტულად აქტიურ ზონებს, ხედებს, ფასის ზრდის პერსპექტივას, ყოველდღიურობისთვის საჭირო ობიექტების სიახლოვეს და ბინის დაგეგმარებას, რომელიც გვინდა მომხმარებლის ჩანაფიქრს მაქსიმალურად მოვარგოთ.
ფართო არჩევანი ჩვენი უპირატესობაა, იქნება ეს საცხოვრებელი, საინვესტიციოდ განკუთვნილი თუ კომერციული ფართები. ასევე სააგარეკე პროექტები, სადაც დაინტერესებული პირი თავად აირჩევს უნდა მიწის შეძენა თუ ვილა ეზოთი“.
ვილებისა და მიწის ნაკვეთებს არჩევანს „მეტროპოლი“ მომხმარებელს ლისისა და შინდისის ტერიტორიაზე შესთავაზებს. თავდაპირველად გაყიდვები ლისზე დაიწყება, სადაც 65 ვილაა გათვალისწინებული. კომპანია თავად მოამზადებს ხუთ სხვადასხვა პროექტს, მათგან მომხმარებელი სასურველს თავად აირჩევს.
უფრო მასშტაბურ განაშენიანებას აპირებს დეველოპერი შინდისში. კომპანიაში ამბობენ, რომ ეს ერთ-ერთი გამორჩეული და ყველაზე დიდი პროექტი იქნება, რაც საქათველოში აშენებულა. დასახლებაში დუბაის წამყვანი დეველოპერების პრაქტიკის გათვალისწინებით, სრულიად განსხვავებული საცხვრებელი სივრცეები შეიქმნება და შენდება ყველანაირი ინფრასტრუქტურა, რაც თანამედროვე ცხოვრების სტილისთვის არის საჭირო.. შინდისის პროექტის მთავარი კონცეფცია მსოფლიო სტანდარტის, თანამედროვე და კომფორტული კომპლექსის სტანდარტებზე იქნება მორგებული. 90 ჰექტარ მიწაზე დაახლეობით 600 საცხოვრებელი სახლი განთავსდება. ტერიტორია სრულად იქნება მოცული ყველანარი ინსფრასტრუქტურითა და კომფორტით, - სასეირნო სკვერებით, საცურაო აუზით თუ სხვა საჭირო ნებისმიერი ობიექტით.
"პარალელურად, ავითვისებთ ახალ უბნებს მათ შორის არის ვაკე, ვერა და ნაძალადევის რაონი. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ახალ აქტივზეც და არ გამოვრიცხავ რომ ჩვენი პროექტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. გამომდინარე იქიდან რომ 2024-თან შედარებით მინიმუმ ორჯერ უფრო მეტი პროექტის დაწყებას ვაპირებთ, ვფიქრობ, საკმაოდ აქტიური წელი გვექნება და მზად ვართ ყველანაირი გამოწვევებისთვის“, — ამბობს მამუკა იმედაშვილი.
საქართველოში გეოგრაფიული არეალის გაფართოებასთან ერთად გეგმაშია საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა.კომპანიაში ამბობენ, რომ შეთანხმების პროცესი დაწყებულია და დეტალები აუხლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
მეტროპოლის შესახებ: დეველოპერული კომპანია მეტროპოლი საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ექვს პროექტს ახორციელებს. თბილისში სამი საცხოვრებელი კომპლექსის "მეტროპოლ ბაგების“, "მეტროპოლ ქავთარაძისა“ და "მეტროპოლ ორთაჭალას“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და "მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყო ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.
მეტროპოლის მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. დეველოპერული კომპანია 2000-ამდე დასაქმებულს აერთიანებს და მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1,050,000,000 ლარია.
-
ტვ იმედი: ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არა აქვს ტვ იმედი: ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არა აქვს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონი: უკრაინელო ქალებო და კაცებო, ჩვენ თქვენზე დიდი ემოციით ვფიქრობთ, თქვენს ოჯახებზე, რომლებმაც ამდენს გაუძლეს ემანუელ მაკრონი: უკრაინელო ქალებო და კაცებო, ჩვენ თქვენზე დიდი ემოციით ვფიქრობთ, თქვენს ოჯახებზე, რომლებმაც ამდენს გაუძლეს
გადახედვა
-
UK-ს მთავრობა: დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა Transneft-ს და ჩრდილოვანი ფლოტის 175 კომპანიას და უკრაინისთვის £30 მლნ გამოყო UK-ს მთავრობა: დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა Transneft-ს და ჩრდილოვანი ფლოტის 175 კომპანიას და უკრაინისთვის £30 მლნ გამოყო
გადახედვა
-
სიამაყე და ცრურწმენა 20 წლის შემდეგ — ნახეთ ძველი და ახალი მსახიობები სიამაყე და ცრურწმენა 20 წლის შემდეგ — ნახეთ ძველი და ახალი მსახიობები
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ეს ომი თქვენ არ წაგიგიათ, სინამდვილეში რუსეთმა წააგო — ვერ შეძლო თავისი საომარი მიზნების მიღწევა. 4 წლის შემდეგ, ამ თითქოსდა დიდმა იმპერიამ ვერ მოახერხა თქვენი დაჩოქება და ეს ძალიან დიდი წარმატებაა სალომე ზურაბიშვილი: ეს ომი თქვენ არ წაგიგიათ, სინამდვილეში რუსეთმა წააგო — ვერ შეძლო თავისი საომარი მიზნების მიღწევა. 4 წლის შემდეგ, ამ თითქოსდა დიდმა იმპერიამ ვერ მოახერხა თქვენი დაჩოქება და ეს ძალიან დიდი წარმატებაა
გადახედვა
-
გარეტ უორდი: გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა დაახლოებით 300 კომპანიასა და ინდივიდს გარეტ უორდი: გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა დაახლოებით 300 კომპანიასა და ინდივიდს
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
-
დიდმა ბრიტანეთმა სამთავრობო პროპაგანდისტული “იმედი” და “პოსტვ” დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა სამთავრობო პროპაგანდისტული “იმედი” და “პოსტვ” დაასანქცირა
გადახედვა
-
28 თებერვალს პლანეტების აღლუმს ვიხილავთ — რა უნდა ვიცოდეთ 28 თებერვალს პლანეტების აღლუმს ვიხილავთ — რა უნდა ვიცოდეთ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ასახელებს პროფესიებს, რომლებზეც ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა ირაკლი კობახიძე ასახელებს პროფესიებს, რომლებზეც ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა
გადახედვა
-
6 ოპოზიციური პარტია ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას იწყებს 6 ოპოზიციური პარტია ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
შვიდი სამეფოს რაინდი — წლის ერთ-ერთი საუკეთესო სერიალი შვიდი სამეფოს რაინდი — წლის ერთ-ერთი საუკეთესო სერიალი
გადახედვა
-
ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს
გადახედვა
-
რამდენიმე წამი ფინანსურ დამოუკიდებლობამდე — თიბისის გამარტივებული პროცესი მშობლებისა და შვილებისთვის რამდენიმე წამი ფინანსურ დამოუკიდებლობამდე — თიბისის გამარტივებული პროცესი მშობლებისა და შვილებისთვის
-
SJC: სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ვუსურვებთ ომის სწრაფად, სამართლიანად და გამარჯვებით დასრულებას! SJC: სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ვუსურვებთ ომის სწრაფად, სამართლიანად და გამარჯვებით დასრულებას!
გადახედვა
-
ევროკომისია: ომის ოთხი წლისთავზე, ჩვენს შტაბ-ბინაზე უკრაინის ფერები უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და გამძლეობის შეხსენებაა ევროკომისია: ომის ოთხი წლისთავზე, ჩვენს შტაბ-ბინაზე უკრაინის ფერები უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და გამძლეობის შეხსენებაა
გადახედვა
-
ნობელიანტმა ქიმიკოსმა მანქანა შექმნა, რომელიც ჰაერიდან დღეში 1000 ლიტრ წყალს გამოყოფს ნობელიანტმა ქიმიკოსმა მანქანა შექმნა, რომელიც ჰაერიდან დღეში 1000 ლიტრ წყალს გამოყოფს
გადახედვა
-
ვების ტელესკოპმა ურანის იონოსფერო პირველად გადაიღო და პოლარული ციალები გამოავლინა ვების ტელესკოპმა ურანის იონოსფერო პირველად გადაიღო და პოლარული ციალები გამოავლინა
გადახედვა
-
საჰარის უდაბნოში დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს — მას თავის ქალაზე უცნაური გამონაზარდი აქვს საჰარის უდაბნოში დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს — მას თავის ქალაზე უცნაური გამონაზარდი აქვს
გადახედვა
-
ევროპის ქვეყნების ელჩებმა, ახალგაზრდებთან ერთად იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს ევროპის ქვეყნების ელჩებმა, ახალგაზრდებთან ერთად იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს
გადახედვა
-
რა არის ტეტჩერის ეფექტი? — გამოცადეთ საკუთარ თავზე რა არის ტეტჩერის ეფექტი? — გამოცადეთ საკუთარ თავზე
გადახედვა
კომენტარები