ნიკა მელია

18 Feb. 2025, 12:28

"რის დემონსტრირებას ცდილობს რეჟიმი მზია ამაღლობელის სამაგალითოდ დასჯით? —მხოლოდ იმის, რომ მისთვის ბევრად ფასეულია რეჟიმის მსახურის შეწითლებული ყურ-ლოყა და განცდილი ტკივილი, ვიდრე ჩვენი, მისი მოწინააღმდეგეების სიცოცხლე?

რეჟიმს აფრთხობს ყველა პრინციპული ადამიანის არსებობა და მათი გატეხით ცდილობს საკუთარი შიშების გაქარწყლებას.

მზია ამაღლობელი უკრძალავს მის ადვოკატებს, კოლეგებსა და ოჯახის წევრებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის აქცენტირებას; თუმცა მწირი ცნობებიც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ მდგომარეობა უმძიმესია.

რეჟიმს მოშიმშილე ქალი პატიმრის მოკვლა აქვს გადაწყვეტილი, უკან დახევის ეშინია, სისუსტის ჩვენება ჰგონია სიცოცხლისა და სიმართლის მხარეს ყოფნა.

მზია ამაღლობელი უნდა გადარჩეს. უნდა გადარჩეს მისი სიცოცხლე და მისი გაუტეხლობა!"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ…