საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის — რატომ უნდა დარეგისტრირდე STEM სკოლაში
ფოტო: საქართველოს ბანკი
ტექნოლოგიური პროგრესის სამყაროში ძველ პროფესიებს ახალი პროფესიები ანაცვლებენ. შესაბამისად, STEM განათლება სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკისა და კომაროვის თანამშრომლობით საგანმანათლებლო პროექტი — STEM სკოლა შეიქმნა, სადაც VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით მიიღონ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნა. რაც მთავარია, დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად – მომავლის პროფესიების საფუძვლებს.
ამასთან, საქართველოს ბანკი კურსს ყოველწლიურად 90 მოსწავლეს უფინანსებს. მათგან 60 უმაღლესი ქულის მქონე ახალგაზრდა სწავლის 100%-იან დაფინანსებას, 30 მათგანი კი 50%-იან გრანტს მიიღებს.
STEM სკოლაში სწავლის მსურველებმა რეგისტრაცია 5 მარტის ჩათვლით უნდა გაიარონ ვებგვერდზე stem.school.ge
რატომ STEM-ი?
STEM აბრევიატურაა, რომელიც ოთხ მიმართულებას - მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიასა და მათემატიკას (Science, Technology, Engineering, and Mathematics) აერთიანებს. მარტივად რომ ვთქვათ, STEM განათლება ყველა იმ დისციპლინის შესახებ ცოდნას მოიცავს, რომლებიც ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია.
ახალი და შეუცვლელი პროფესიები
ლაზარე გოგოლაძე ხაშურიდანაა და ფიქრობს, რომ STEM განათლება მართალია, დღეს უკვე ძალიან საჭიროა, თუმცა მომავალში კიდევ უფრო მასობრივი გახდება.
"ტექნოლოგიები დღითი დღე სულ უფრო და უფრო ვითარდება, ალბათ მომავალში ბევრი პროფესია გაქრება და ადამიანებს ტექნიკა ან ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს, მაგრამ ეს სფერო დარჩება შეუცვლელი, ადამიანის გამოგონება ადამიანზე ჭკვიანი ვერ იქნება. ადამიანები, რომლებიც დაწერენ კოდებს, შექმნიან რობოტებს ან ნივთიერებებს, ყოველთვის საჭირონი იქნებიან. ამიტომ, ვფიქრობ, ვისაც აინტერესებს ბიოლოგია, ფიზიკა, მათემატიკა, აუცილებლად უნდა სცადოს STEM სკოლაში სწავლა და გაიღრმაოს ცოდნა მომავლის პროფესიების შესახებ”.
პრაქტიკული ცოდნა
გაბრიელ სულამანიძე ქუთაისიდანაა, ფიზიკა და მათემატიკა ძალიან აინტერესებს. როცა გამოცდაზე გავიდა, უმაღლესი ქულაც დაიმსახურა და საქართველოს ბანკის სტიპენდია მოიპოვა. გაბრიელს განსაკუთრებით მოსწონს STEM სკოლის საგაკვეთილო პროცესი:
"STEM სკოლის გაკვეთილები განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილებისგან, თეორიულ ცოდნასთან ერთად ვიღებთ პრაქტიკულ გამოცდილებას, ვასრულებთ საინტერესო დავალებებს, ვწერთ კოდებს. პირველ ნაწილში გავდივართ თეორიულ მასალას და სიმულაციებს, შემდეგ პრაქტიკულს: რასაც ვსწავლობთ, უშუალოდაც ვაკეთებთ“.
პროფესიონალი მასწავლებლები
ელენე ჩხარტიშვილი ქალაქ ფოთის სკოლაში სწავლობს და STEM სკოლის მასწავლებლები განსაკუთრებით მოსწონს:
"გვყავს საკუთარი საქმის პროფესიონალი მასწავლებლები. გეგმა გაწერილი აქვთ ყოველთვის, კითხვების დასმის საშუალებასაც გვაძლევენ და მუდამ მზად არიან თავიდან აგვიხსნან მასალა, თუკი ვერ გავიგეთ. ძალიან მარტივად და მხიარულად ხსნიან ყველაფერს, ყოველი სემესტრის ბოლოს მასწავლებლები გვთხოვენ შეფასებას, რათა გაიგონ რა მოგვწონს, რა არ მოგვწონს და არის თუ არა რამე რაც გამოსასწორებელია“.
თანაბარი შესაძლებლობები
გაბრიელ სულამანიძეს, რომელიც STEM სკოლის მოსწავლეა, პროგრამის ერთ-ერთ უპირატესობად ხელმისაწვდომობა მიაჩნია.
"გაკვეთილები კვირაში ერთხელ ტარდება ონლაინ, ჩვენ ისეთ სფეროს ვსწავლობთ, რომ რეალურად არც არის საჭირო, ფიზიკურად შევხვდეთ ერთმანეთს. პირიქით, ონლაინ სწავლება კომფორტულია, რადგან ვინც დედაქალაქიდან შორს ვცხოვრობთ, არ გვიწევს გზაში დროის კარგვა. რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს ნაკლებად გვაქვს ხოლმე შესაძლებლობა ვიპოვოთ პროექტები, რომლებიც დაგვეხმარება ჩვენთვის საინტერესო სფერო შევისწავლოთ. STEM სკოლის ერთ-ერთი უპირატესობაც ეს არის, ნებისმიერ ადგილას მცხოვრებ ბავშვებს აქვთ სწავლის თანაბარი შესაძლებლობა, თუ გამოცდას კარგად ჩააბარებ და მაღალ ქულას აიღებ, შეგიძლია, დაფინანსებით ისწავლო. გამოცდა რთული არ ყოფილა, ყველა თემა სკოლაში კარგად მქონდა ნასწავლი და მარტივად დავწერე, სტიპენდიაც მოვიპოვე.
საინტერესო მეგობრები და ახალი უნარ–ჩვევები
ლუკა ქაბზინაძე ქალაქ რუსთავში სწავლობს და მისთვის განსაკუთრებული სიახლე STEM სკოლაში შეძენილი მეგობრები იყო.
"პროექტი გვაძლევს საშუალებას ახალი ადამიანები გავიცნოთ, ონლაინ შეხვედრების გარდა გვიწევს დაჯილდოებაზე ჩასვლა, ძალიან საინტერესოა ისეთ ბავშვებთან დამეგობრება, რომლებსაც შეგიძლია შენთვის საინტერესო თემებზე ესაუბრო და გაუზიარო შენი ფიქრები.“
იმავე თემაზე ლაზარე გოგოლაძე ამატებს, რომ STEM სკოლაში მხოლოდ ინჟინერიას და კოდების წერას კი არ სწავლობენ, არამედ ერთმანეთთან ურთიერთობას კომუნიკაციას, ჯგუფში მუშაობას, ნამუშევრის წარდგენას, რაც ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის გამოსადეგია.
თუ შენც გაინტერესებს ფიზიკა, ინჟინერია, მათემატიკა და ზოგადად მომავლის პროფესიები, ხარ ცნობისმოყვარე და გინდა მომავალში თავად გახდე ინოვატორი, აუცილებლად შეავსე განაცხადი და დაიწყე STEM სკოლის ერთწლიანი კურსი.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
-
მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ
გადახედვა
-
ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს
გადახედვა
-
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო
გადახედვა
-
პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა
გადახედვა
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
კომენტარები