საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები — თებერვლის შეთავაზებები თეგეტა მოტორსისგან
ფოტო: თეგეტა
დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ძველი საბურავი სეზონის შესაფერისით ჩაანაცვლოთ, შეამოწმოთ აკუმულატორი, შეცვალოთ ზეთი და ასე შემდეგ. თეგეტა მოტორსი საკუთარ მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლოს განსაკუთრებული შეთავაზებებით და ავტომობილი ცივი სეზონის შესაბამისად აღჭურვოს.
ფოტო: თეგეტა
თებერვლის ბოლომდე ყველა ფილიალში, ზამთრის საბურავის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი მიიღებს 50%-იან ქეშბექს, თანხა ქულების სახით თეგეტა ქარდზე დაბრუნდება. რაც შეეხება Tegeta Shop-ს, ზამთრის საბურავების სრულ ასორტიმენტზე 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
ფოტო: თეგეტა
განსაკუთრებული შეთავაზება ვრცელდება აკუმულატორზეც, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ელექტრონული და მექანიკური სისტემების მუშაობაში. თეგეტას ფილიალებში ENERGIZER-ისა და MONBAT-ის აკუმულატორებზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, ხოლო Tegeta Shop-ზე, აღნიშნული ორი ბრენდის გარდა, 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ ასევე EXIDE-ის, FIAMM-ისა და MACPOWER PREMIUM-ის აკუმულატორებს. სპეციალისტები განმარტავენ, რომ აკუმულატორი, ისევე როგორც საბურავი, უსაფრთხო გადაადგილებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
ფოტო: თეგეტა
ვახტანგ მძინარაშვილი, თეგეტა მოტორსის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისების მიმართულების მარკეტინგის ხელმძღვანელი: "ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხო მგზავრობა და მათი ინფორმირება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. წლებია, რაც ამ მიმართულებით არაერთ კამპანიასა თუ აქტივობას ვახორციელებთ. ვცდილობთ, მუდმივად ინფორმირებული გვყავდეს ავტომფლობელები იმ საფრთხეების შესახებ, რაც შესაძლოა ექსპლუატაციაგასულმა საბურავმა, აკუმულატორმა, ზეთმა თუ სხვა დეტალმა შეუქმნათ. იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, მუდმივად აკონტროლონ ავტომობილის მდგომარეობა, არაერთ აქციას ვთავაზობთ. შესაბამისად, თებერვალში, როდესაც ტემპერატურა ისევ მინუს ნიშნულზეა, მათთვის არაერთ სეზონურ პროდუქტზე სხვადასხვა შეთავაზება მოვამზადეთ, რომლით სარგებლობაც როგორც თეგეტა მოტორსის ფილიალებში, ისე Tegetashop.ge-ზეც შეუძლიათ“.
აღსანიშნავია ის, რომ ავტომობილით გადაადგილებისას, საბურავი უშუალოდ გზის სავალ ზედაპირს ეხება და უსაფრთხო გადაადგილება დიდწილად სწორედ მის ხარისხსა და სეზონთან შესაბამისობაზეა დამოკიდებული. დაუშვებელია თოვლიან გზებზე არასეზონური ან დაზიანებული საბურავით გადაადგილება, რადგან ამით საფრთხეს უქმნით როგორც საკუთარ თავს, ისე საგზაო მოძრაობაში მონაწილე სხვა მძღოლებსაც.
ცივ სეზონზე ხშირია აკუმულატორთან დაკავშირებული პრობლემები, რაც დაბალი ტემპერატურით აიხსნება. ზამთარში ძლიერი ყინვა ელექტროლიტების სიმკვრივის დაცემას იწვევს, რაც შესაძლოა, აკუმულატორის გაყინვის მიზეზი გახდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მისი რესურსი უკვე შემცირებულია. თეგეტა მოტორსი მომხმარებელს სთავაზობს აკუმულატორის ადგილზე მიტანასა და მონტაჟს. ამასთანავე, თუ მომხმარებელი ახალი აკუმულატორის შეძენისას ძველს ჩააბარებს, კომპანიისგან ფასდაკლებას მიიღებს. ძველი აკუმულატორი კი, თეგეტა გრინ პლანეტის ჩართულობით, გადამმუშავებელ ქარხანას გადაეცემა და მასალების 99% გადამუშავდება, რაც გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია.
ფოტო: თეგეტა
აკუმულატორებისა და საბურავების გარდა, თეგეტაში სპეციალური ფასდაკლებებია პრემიუმ ბრენდის ზეთებზე. ფილიალებში 4+1 შეთავაზებები ვრცელდება SHELL-ის, MOTUL-ის, MOBIL-ისა და PETRONAS-ის პროდუქციაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი ყოველ შეძენილ 4 ლიტრზე მეხუთეს საჩუქრად მიიღებს. Tegeta Shop-ზე კი 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს ზეთების სრულ ასორტიმენტზე. ზეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან ის იცავს ძრავას და უზრუნველყოფს ავტომობილის გამართულად ფუნქციონირებას. მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ავტომობილის მიერ გავლილ მანძილს და ყოველი 8000-10000 კმ-ის შემდეგ უნდა შეცვალოს ძრავის ზეთი. ამასთანავე, რეკომენდაციების მიხედვით, ძრავის ზეთთან ერთად, სასურველია, შეიცვალოს სალონისა და ჰაერის ფილტრები. აღსანიშნავია, რომ Tegeta Shop-ზე 15%-იანი ფასდაკლება მოქმედებს ავტონაწილებზეც.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები