ირმა სოხაძე

11 Feb. 2025, 14:30

მინდა, აღშფოთება გამოვთქვა იმ ადამიანების, ჩემი მეგობრების და ახლობლებად მიჩნეული ხალხის მიმართ, რომლებიც დღეს აღშფოთებულები არ არიან და ამბობენ, აბა, როგორ, კანონი ყველასთვის ერთიაო. სად არის ყველასთვის ერთი?! ერთი რომელიმე ძალოვანი თუნდაც სამაგალითოდ არ დაკითხულა, არამცთუ დასჯილა, ამიტომ, კანონი, სამწუხაროდ, არ არის ყველასთვის ერთი; ესაა მთავარი პრეტენზია, რომელიც ამ ხალხს აქვს. [...] მათ აქვთ კიდევ კონსტიტუციური უფლება, ქუჩაში გამოვიდნენ და მოითხოვონ იმავე კონსტიტუციის დაცვა. რომ გავიხსენოთ, თავიდანვე სხვა არაფერი არ მოუთხოვიათ. 78-ე მუხლი დავიცვათო, სთხოვეს ხელისუფლებას, რომელსაც ვითომ იგივე უნდოდა და ღირსებით შედიოდა ევროპაში. სად არის ლოგიკა?! მე თუ იგივე მინდა, რაც თქვენ, რატომ უნდა მცემოთ, დამიჭიროთ, მომწამლოთ და ძვალ-რბილი გამიერთიანოთ?


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
  2. სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის
  3. ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
  4. კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
  5. რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ

გაერთიანებულმა სამეფომ დღეს ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადა იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ,…