შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

10 Feb. 2025, 21:24

"უცხოური დახმარების სამყარო უკვე ისეთი აღარ არის, როგორიც ის იყო 2 კვირის წინ. ის მხილებები, რომლებსაც ჩვენ ვისმენთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, თავდაყირა აყენებს იმ წარმოდგენას, რომელიც, შესაძლოა, არსებობდა ზოგიერთი ადამიანის თვალში საგარეო დახმარებასთან დაკავშირებით.

აშშ-ის ადმინისტრაციამ იმაზე უფრო მკაცრად, ცხადად და მკაფიოდ, ვიდრე ჩვენ ოდესმე გაგვიკრიტიკებია, ისე გააკრიტიკა საკუთარი ბიუჯეტიდან დახარჯული ფული საგარეო დახმარების ქოლგის ქვეშ და ფაქტობრივად, გაამჟღავნა სქემები, რომელსაც ისინი უწოდებენ თაღლითურს, კრიმინალურს, მავნებლურს და თავად ტრამპის აღმასრულებელ განკარგულებაშიც გადახედვის საფუძვლად მოცემული იყო, რომ ეს თანხები სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის გამოიყენებოდა. ამის ფონზე დღეს უკვე ყველა დონორი ქვეყანა არის ეჭვმიტანილი. შეუძლებელია, რომ ეს ყოფილიყო მხოლოდ აშშ-ის ბიუჯეტის ხაზით დახარჯული ფული. რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნები, რომელიც ჩართული არიან, აქაც უკვე დასაბუთებული ეჭვი გვაქვს, რომ აქაც შეიძლება ზუსტად იგივე მავნე მიზნები ყოფილიყო, როგორიც გაცხადდა აშშ-ის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხასთან დაკავშირებით. ამიტომ, მიუღებელია ის დუმილი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ სხვა საელჩოების თუ დონორების მხრიდან. მცდელობას, რომ არც კი შეიმჩნიონ - თითქოს არაფერი არ მომხდარა ამ ქვეყანაზე საგარეო დახმარებასთან დაკავშირებით. არა - სამყარო შეიცვალა და აღარ არის ის ტაბუ, რომელიც აქამდე ჰქონდათ დადებული საგარეო დახმარებაზე. ამიტომ, თითოეული დონორი ქვეყანა ახლა ეჭვმიტანილია და მათ აქვთ მტკიცების ტვირთი, რომ გამჭვირვალობით და საჯაროობით ქართველ ხალხს აჩვენონ, თუ რაში იხარჯებოდა მათ მიერ გამოყოფილი თანხები. მითუმეტეს, რომ ჩვენ არათუ ეჭვი, არამედ მტკიცებულებები გვაქვს, რომ ამერიკული ფონდების გარდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც და ევროპული ფონდებიც საქართველოში დესტაბილიზაციისთვის იხარჯებოდა.

ევროპის დემოკრატიის ფონდი არის ამასთან დაკავშირებით ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი. ფონდი, რომელიც სპეცსამსახურების მეთოდით, იატაკქვეშ აფინანსებს რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებს თუ რადიკალურ ჯგუფებს"

განაცხადა "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ USAID-ის, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურის, გაუქმებასთან დაკავშირებით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აღარ დააფინანსებს CPAC-ს, რომელსაც "ოცნების" ლიდერები ყოველ წელს ესწრებოდა
  2. პრემიერის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები ₾1400-ით იზრდება და ₾16 000 გახდება
  3. IPN: სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
  4. საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სააღდგომო ეპისტოლე
  5. თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ეკონომიკის სამინისტრო: აბასთუმანში ცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება დაეფუძნა აბასთუმნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების ინტერესებს

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო 16 აპრილიდან აბასთუმნის თავზე ცის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას ეხმაურება.…