ახალი თეატრი საპროტესტო მანიფესტს გურიაში წარადგენს
დღეს, 9 თებერვალს ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტს გურიაში წარადგენს.
ოზურგეთის ცენტრში მოწყობილ სცენაზე გამოსვლისას მსახიობმა კახა კინწურაშვილმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივებს გვერდში დგომისთვის და თქვა, რომ მათ წინააღმდეგ არის რეჟიმი, რომელიც მოშიმშილე ქალისგან ითხოვს ბოდიშს და ეს რეჟიმი ლაპარაკობს ღირსებასა და ფასეულობებზე, მაგრამ მათ მხარეს არ არის არც ღირსება და არც ფასეულობები.
"ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ოზურგეთში ადამიანები გარეთ არ გამოვლენ. და ჩვენ ამის არ გვჯეროდა. თითოეულმა ჩვენგანმა იცის როგორი წნეხია ჩვენს ქალაქებში, ჩვენს სოფლებში. მიუხედავად ამისა, ადამიანები ხელს კიდებენ ერთმანეთს და იბრძვიან უკეთესი მომავლისთვის. ჩვენს წინააღმდეგ არის რეჟიმი, რომელიც ქუჩებში სცემს ადამიანებს, საპყრობილეში გზავნის იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც უნდა შექმნან ჩვენი ქვეყნის მომავალი. ეს არის რეჟიმი, რომელიც მოშიმშილე ქალისგან ითხოვს ბოდიშს და ეს რეჟიმი ლაპარაკობს ღირსებაზე და ფასეულობებზე, მაგრამ მათ მხარეს არ არის არც ღირსება და არც ფასეულობები. მათ მხარეს არის მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების სურვილი. ჩვენ გვინდა, რომ ვიცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად ამას მივაღწევთ", — თქვა კახა კინწურაშვილმა.
მსახიობ ნანკა კალატოზიშვილის თქმით, სადაც არ უნდა ჩავიდნენ, ქალაქი იქნება თუ რეგიონი, ყველგან არის გაჭირვება და ძლიერი სოფლის გარეშე ქვეყანა ფეხზე ვერასდროს ვერ დადგება.
"ე.წ. ხელისუფლება დაკავებულია ხოლმე ადამიანების თვლით — სადღაც ჩადიხარ და ამბობენ, რომ არ დაგვხვდა ბევრი ადამიანი, აქციაზე 200 000 ადამიანია და ამბობენ, რომ 5000 იყო. მთელი უბედურება იმაშია, რომ სულ რომ 10 ადამიანი იდგეს, იმ 10 ადამიანს უნდა მოუსმინო. იმ 10 ადამიანის ხმა უნდა გაიგონო და ძალიან მიხარია, რომ სადაც ჩავდივართ, იქაური ადამიანები მოდიან სცენაზე და თავიანთ პრობლემებზე გვიყვებიან და ჩვენ ჩვენს პრობლემებზე ვსაუბრობთ.
ქალაქი იქნება თუ რეგიონი, ყველგან არის გაჭირვება და თუ არ ვილაპარაკეთ ამ გაჭირვებაზე, ამ მოჯადოებულ წრეს ვერ გავარღვევთ. ამაზე ლაპარაკი არ არის სათაკილო. ჩვენი მოსახლეობის მესამედი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, 600 000 ადამიანი იღებს სოციალურ შემწეობას და 200 000-ზე მეტი ელოდება, რიგშია ჩამდგარი. თვლა ხომ უყვართ, აღრიცხვა ხომ გააკეთეს, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარება სადმე ხედავთ? მე, პირადად, ვერ ვხედავ. ძლიერი სოფლის გარეშე ვერ დადგება ქვეყანა ფეხზე ვერასდროს და პრიორიტეტი უნდა იყოს სოფელი, რეგიონი, რაიონი", — განაცხადა ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტის წარდგენისას მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა.
ახალმა თეატრმა საპროტესტო მანიფესტი თბილისში, ახალი თეატრის წინ მოწყობილ სცენაზე 23 იანვარს წარმოადგინა, სადაც მსახიობებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს და უკანონოდ დაკავებულების, მათ შორის ახალი თეატრის მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლება მოითხოვეს. იმავე დღეს დააანონსა დათო დოიაშვილმა რეგიონებში გასვლა.
თბილისს გარეთ პირველი გასვლა 1-ელ თებერვალს ბათუმში დაიგეგმა, მეორე — 2 იანვარს სამეგრელოში, 8 თებერვალს — ქუთაისში, 9 თებერვალს — ოზურგეთში,
-
მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს
გადახედვა
-
გვსურს გვჯეროდეს, რომ სომხები შეძლებენ, ობიექტურად შეაფასონ "ევროინტეგრაციის საფრთხე" — რუსეთის საგარეო გვსურს გვჯეროდეს, რომ სომხები შეძლებენ, ობიექტურად შეაფასონ "ევროინტეგრაციის საფრთხე" — რუსეთის საგარეო
გადახედვა
-
წლევანდელი "თბილისობა" 3,3 მლნ ლარი გვიჯდება — სად/რა ჩატარდება? წლევანდელი "თბილისობა" 3,3 მლნ ლარი გვიჯდება — სად/რა ჩატარდება?
გადახედვა
-
25 სექტემბერი, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება 25 სექტემბერი, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება
-
ირაკლი ჭეიშვილი: ადამიანის ბედი კაბინეტებში კი არა, სასამართლოში წყდება, ღარიბაშვილი იტყუება ირაკლი ჭეიშვილი: ადამიანის ბედი კაბინეტებში კი არა, სასამართლოში წყდება, ღარიბაშვილი იტყუება
გადახედვა
-
EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს
გადახედვა
-
ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი
გადახედვა
-
დღეს, 21-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები აქციას აანონსებენ დღეს, 21-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები აქციას აანონსებენ
გადახედვა
-
ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა
გადახედვა
-
NCDC აცხადებს, რომ თბილისის 20 ბაღში გასტროენტერიტის შემთხვევების მიზეზი "დადასტურებულად ნოროვირუსია" NCDC აცხადებს, რომ თბილისის 20 ბაღში გასტროენტერიტის შემთხვევების მიზეზი "დადასტურებულად ნოროვირუსია"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
გადახედვა
-
ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში ჩავიდა — დაგეგმილია 20-მდე შეხვედრა ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში ჩავიდა — დაგეგმილია 20-მდე შეხვედრა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
გადახედვა
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
კომენტარები