პეტრას აუსტრევიჩუსი

7 Feb. 2025, 15:19

"გულწრფელად რომ ვთქვა, არ მჯეროდა, რომ სიტუაცია შეიძლებოდა ასეთი ცუდი ყოფილიყო, როგორც ეს ახლა ხდება. მაგრამ, ალბათ, ჩვენ არ შევაფასეთ და არასათანადოდ შევაფასეთ ქართული ოცნების ხელისუფლების გეგმები საქართველოს ევროპული გზის დასასრულებლად. ისინი მოქმედებენ განსხვავებული სცენარით, ავტორიტარული რეჟიმის სცენარით, პლურალისტური საზოგადოების გარეშე, განსხვავებული მოსაზრებების გარეშე, ძლიერი ოპოზიციის გარეშე. ეს აბსოლუტურად რუსული გზაა, აღმოსავლური გზა. ეს ძალიან ცუდი ამბავია ქართველი ხალხისთვის, რადგან ამ ყველაფრის გავლენა იქნება აბსოლუტურად დამანგრეველი. და ეს უკვე ასეც არის.

შემიძლია გითხრათ, რომ ქართულ ოცნებასთან ყველა ოფიციალური კონტრაქტი გავაუქმეთ. მე პირადად უკან დასახევ გზას ვერ ვხედავ. ვგულისხმობ იმ ხალხთან ერთად, რომლებიც ახლა ხელისუფლებაში არიან. მომავალ კვირას გვექნება რეზოლუცია საქართველოს შესახებ. კიდევ ერთხელ ველოდები ძალიან მკაფიო განცხადებებს. მე ნამდვილად მინდა დავინახო, [ევროკავშირის] წევრი ქვეყნები, რომლებიც მიჰყვნენ ამ ხაზს. ზოგიერთ დედაქალაქსა და თბილისს შორის არ არსებობს ინდივიდუალური მიდგომა ან განსხვავებული ურთიერთობა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს მართლაც გადამწყვეტი წერტილია საქართველოს ისტორიაში. ან აღვადგინოთ ის ურთიერთობა, რაც ადრე გვქონდა ან საქართველო მართლაც აღმოსავლეთით წავა. ამ ყველაფერს აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი შედეგები აქვს." 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მართვის მოწმობის აღება მარტივდება
  2. თუ პირის შემოსავალი 1 250 ლარია, ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსს დაკარგავს — ცვლილება კანონში
  3. 2013-2025 წლებში ხელფასები ნომინალურად 220%-ით და რეალურად 86%-ით გაიზარდა
  4. მთავრობა სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5 300 000 ლარს გამოუყოფს
  5. 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების სიაში საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია მოხვდა

დიდი ბრიტანეთის ხაზინის სანქციების ოფისმა რუსეთის სამხედრო მანქანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა.…