ასტრონომების თქმით, მილიარდობით სინათლის წლის მანძილიდან მომავალი უცნაური სიგნალი დააფიქსირეს. საუბარია სწრაფ რადიო გამოსხივებაზე (FRB), რომელიც მკვდარი გალაქტიკიდან მოდის.

ასევე: ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა მკვდარი გალაქტიკა დააფიქსირა

აღსანიშნავია, რომ მკვდარი გალაქტიკები ახალ ვარსკვლავებს აღარ აწარმოებს. მეორე მხრივ, ითვლება, რომ მსგავსი გამოსხივება ახალი ვარსკვლავების წარმოქმნის შედეგად ჩნდება.

ასტრონომებს მიაჩნიათ, რომ სიგნალი მკვდარი გალაქტიკის კიდიდან მოვიდა, ცენტრიდან 130 000 სინათლის წლის მანძილის დაშორებით.

"ეს გასაკვირი და ამავდროულად ამაღელვებელია. მსგავსი სიგნალები ვარსკვლავების წარმომქმნელ რეგიონებში უნდა ჩნდებოდეს. ისეთ ადგილებში, სადაც ვარსკვლავები არ უნდა ჩნდებოდეს, მსგავსი სიგნალის წარმოქმნა უცნაურია", — თქვა ვიშვანგი შაჰმა, კვლევის წამყვანმა ავტორმა და მაკგილის უნივერსიტეტის ასტრონომმა.

სწრაფი და მძლავრი

მსგავსი სიგნალის ხანგრძლივობა ხშირად მხოლოდ მილიწამია. მიუხედავად ამისა, FRB-ები იმდენად ძლიერია, რომ ერთი ასეთი პულსი იმდენ ენერგიას ასხივებს, რამდენსაც მზე მთელი წლის განმავლობაში.

რამ შეიძლება გამოიწვიოს ასეთი გამოსხივება? ასტრონომები ვარაუდობენ, რომ FBR-ები წარმოიქმნება კოლაფსირებული, უკიდურესად მკვრივი ვარსკვლავური ობიექტისგან. ასეთ ციურ სხეულებს ჩვენ ნეიტრონულ ვარსკვლავებს ვეძახით. მათ წარმოუდგენლად ძლიერი მაგნიტური ველი აქვს, ტრილიონჯერ უფრო ძლიერი ვიდრე დედამიწას.

თუმცა, ახლად დაფიქსირებული სიგნალი უამრავ შეკითხვას ბადებს. მკვდარ გალაქტიკაში, რომელიც 11.3 მილიარდი წლისაა, ნეიტრონული ვარსკვლავები ვერ უნდა ჩნდებოდეს. ჩვენ კი ვიცით, რომ ასეთი სიგნალის გამოსხივება მხოლოდ ნეიტრონულ ვარსკვლავებს შეუძლია.

ეს აჩენს ეჭვებს, რომ მსგავსი სიგნალები, შესაძლოა, უცხო ცივილიზაციებთან იყოს დაკავშირებული.

კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.