ერთი შეხედვით, იმის ახსნა, თუ რატომ არის ცა ლურჯი მარტივი უნდა იყოს. თუმცა, ეს ასე ნამდვილად არ არის. ფერები, რომლებსაც ვხედავთ, სხვადასხვა გზით იწარმოება. ზოგიერთი ფერი ფიზიკით აიხსნება, ზოგიც ქიმიით.

აზოტი და ჟანგბადი, რითაც ახლა სუნთქავთ, ძალიან მცირე ნაწილაკებისგან შედგება. ამ პატარა ნაწილაკებს მოლეკულები ეწოდება. აზოტისა და ჟანგბადის მოლეკულა ძალიან პატარაა. თითოეული მოლეკულა მხოლოდ 0.4 ნანომეტრია. მასშტაბების უკეთ წარმოსადგენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თმის ღერის სიგანის მისაღებად 250 000 ასეთი მოლეკულა დაგვჭირდებოდა. მოლეკულა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც პაწაწინა ბურთი, რომელიც მუდმივად ბრუნავს.

როდესაც მზის შუქი ატმოსფეროში ხვდება, ის გადის აზოტისა და ჟანგბადის მოლეკულებს შორის. ზოგჯერ შუქი პირდაპირ ერთ-ერთ მათგანში ხვდება.

მარტივად რომ ავხსნათ, ცა ლურჯია, რადგან ატმოსფეროში მზის შუქის ცისფერი მოლეკულები უფრო იფრქვევა, ვიდრე სხვა ფერები.

ფოტო: Unsplash

ჩოგბურთის ბურთები და მარმარილოები

წარმოიდგინეთ აზოტისა და ჟანგბადის მოლეკულები, როგორც ჩოგბურთის ბურთები და სინათლე, როგორც მარმარილოს გროვა.

როდესაც ერთ-ერთი მარმარილო მოხვდება აზოტის ან ჟანგბადის ჩოგბურთის ბურთს, ჩოგბურთის ბურთი "სანსლავს" მარმარილოს და შემდეგ ძალიან სწრაფად ისვრის მას უკან. ეს გაფანტვა ხდება შემთხვევითი მიმართულებით.

1870 წელს ბრიტანელმა ფიზიკოსმა ჯონ უილიამ სტრუტმა (ლორდი რეილი), პირველმა ახსნა თუ რატომ არის ცა ლურჯი — მზის ლურჯი შუქი ყველაზე მეტად იფანტება, როდესაც გადის ატმოსფეროში. სწორედ ამიტომ ჰქვია ამას რეილის ეფექტი.

ატმოსფეროში არსებული სხვა აირებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მაგალითად, გასათვალისწინებელია ნახშირორჟანგისა და მეთანის გავლენა გლობალურ კლიმატზე, მაგრამ ამ ყველაფერს მცირე ეფექტი აქვს ცის შეფერილობაზე.

რომ არა ხსენებული გაფანტვის ეფექტი, ცა ისეთივე ბნელი იქნებოდა, როგორც ეს მთვარეზეა, რომელსაც ატმოსფერო არ აქვს.

მაგალითად, ცისარტყელა ყველა იმ კომპონენტს შეიცავს, რომლისგანაც მზის შუქი შედგება. როდესაც სინათლე ჰაერში წყლის წვეთებში გადის, ის სხვადასხვა ფერებად იშლება. საუბარია ხილულ სპექტრზე: წითელზე, ნარინჯისფერზე, ყვითელზე, მწვანეზე, ლურჯზე და იისფერზე.

ცისარტყელას ლურჯ ნაწილში შუქი უფრო ეფექტურად იფანტება, ვიდრე სხვა ფერებში. ეს ისე ხდება, თითქოს ასხლეტა "უპირატესობას" ლურჯ ფერს ანიჭებს.

შედეგად ცისფერი შუქი ცაზე თითქმის ყველგან არის მიმოფანტული. შესაბამისად, მზიან დღეებში ყველგან ლურჯს ვხედავთ. დანარჩენი ფერები ძირითადად პირდაპირ ატმოსფეროშია.

შეგვიძლია შევაჯამოთ, რომ მზის სინათლეში ცისარტყელას ყველა ფერია თავმოყრილი. სხივზე აზოტისა და ჟანგბადის მოლეკულების ზემოქმედებით ის იფანტება ყველა მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, რომ ლურჯი უფრო მეტად იფანტება, საბოლოოდ ცას ლურჯი შეფერილობისად აღვიქვამთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.