17 იანვარს ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანში ვიზიტი გამართა — რა გავიგეთ
17 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის ფარგლებში ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანში ვიზიტი გამართა.
დელეგაციაში იყო ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც. ის 16 იანვარს შეხვდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიხუნ ბაირამოვს. ბაირამოვმა შეხვედრის შემდეგ "ზოგიერთი დიდი სახელმწიფოს მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობებზე" ისაუბრა.
"დემონსტრაციული მცდელობების მომსწრენი გავხდით საქართველოს და აზერბაიჯანის მაგალითზე, ამის ნამდვილი მიზეზი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნები არა თუ დიდი ძალების კარნახით, არამედ საკუთარი სუვერენიტეტის პოლიტიკით მოქმედებენ. საქართველოში ვნახეთ ეს პროცესები არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემდეგ, ჩვენთან კი მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ ტერიტორიული მთლიანობა და ამის გამო, ჩვენი დასჯის სურვილი ჰქონდათ. საქართველო და აზერბაიჯანი — ორივე ქვეყანა განვითარებით ვართ დაინტერესებული. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოში იყოს სტაბილურობა და მშვიდობა. გვაქვს სამაგალითო მეზობლობა და ძმობა. პატივს ვცემთ ერთმანეთს და არ ვერევით ერთმანეთის საქმეებში და ასე უნდა იქცეოდეს ყველა ქვეყანა", — განაცხადა ბაირამოვმა.
ვიზიტის პირველ ნაწილში კობახიძე შეხვდა აზერბაიჯანის პრემიერმინისტრ ალი ასადოვს, მოგვიანებით კი ერთობლივი ბრიფინგი გამართა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.
სხდომა, ძირითადად, შეეხებოდა ორი ქვეყნის ეკონომიკურ დაახლოებას, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტს, სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ბაქოში მიწა გადაეცა, რომელზეც აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა აშენდება.
კობახიძემ სომხეთსა და აზერბაიჯანს სამმხრივი თანამშრომლობის ინიციატივაც შესთავაზა.
"დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით არა თუ გადავლახავთ ყველა გამოწვევას, არამედ, გამოვიყენებთ არსებულ შესაძლებლობებს კიდევ უფრო ეფექტიანი თანამშრომლობისათვის. ჩვენ გულწრფელად ვართ დაინტერესებული განვახორციელოთ კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები და ხელი შევუწყოთ თანამშრომლობას რეგიონში. საქართველო მხარეებს სთავაზობს სამმხრივი თანამშრომლობის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ჩართულობას სხვადასხვა სფეროების მიმართულებით", — განაცხადა კობახიძემ.
ალიევმა კობახიძე არჩევნებში, რომლის ლეგიტიმურობასაც საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, ასევე დასავლელი პარტნიორების უმრავლესობა ეჭვქვეშ აყენებს, გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა.
"თქვენი პარტიის წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა, თქვენი ძმებისა და მეგობრების რანგში გვახარებს ეს წარმატება", — განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს "მისაბაძი და სამაგალითო ლიდერი" უწოდა.
შეხვედრის დასასრულს, კობახიძემ ილჰამ ალიევი საქართველოშიც მოიწვია.
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
კომენტარები