შეამჩნიეთ, რომ მკვდრების არმიამ GOT-ის ფინალურ სცენაში სტარკების სიმბოლო გამოსახა?
სამეფო კარის თამაშების მეშვიდე სეზონი დასრულდა, თანაც ისე, რომ მიუხედავად უამრავი სპოილერისა და ინტერნეტში ჰაკერულად გავრცელებული სერიებისა, HBO-ზე მან მაინც მოახერხა და მაყურებლის რაოდენობით რეკორდი დაამყარა.
შოუ დასრულდა, თუმცა საუბარი მის შესახებ არ წყდება და სავარაუდოდ ასევე იქნება მანამ, სანამ ფინალური, მერვე სეზონი არ დაიწყება. თუმცა, როგორც HBO-ს პროგრამების პრეზიდენტმა ქეისი ბლოისმა განაცხადა, სერიალის შემქმნელებს ბოლო სეზონის გადასაღებად შეიძლება ბევრად მეტი დრო დასჭირდეთ და არის შანსი, რომ მერვე ნაწილი მაყურებელმა 2019 წლამდე ვერ იხილოს.
თუმცა ახლა ეს მთავარი თემა ნამდვილად არ არის და სანამ კითხვას დაიწყებთ, გეტყვით რომ დანარჩენი ნაწილი გაძეძგილია სპოილერებით, ასე რომ თუ არ გსურთ რამე გაიგოთ აქვე და ახლავე შეწყვიტეთ კითხვა.
რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ, სამეფო კარის თამაშების მეშვიდე სეზონის ფინალური სცენა საკმაოდ დამაინტრიგებლად დასრულდა თუმცა ეს თითქმის ვერავინ შეამჩნია.
არა, კედლის ნგრევაზე არ ვამბობ, მაგ სცენას ყველა გაფაციცებით ვუყურებდით, ვგულისხმობ ეპიზოდს, როდესაც მკვდრების არმიამ კედელი გადმოლახა და ვინტერფელისაკენ გაეშურა.
ვინმემ შეამჩნიეთ, რომ არმიამ სტარკების სიმბოლო, მგელი გამოსახა?
ამ თემას ყველაზე აქტიურად Reddit-ზე განიხილავენ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სტარკების გერბსა და მკვდრების არმიის მიერ გამოსახულ სიმბოლოს ერთმანეთს ვერ ამსგავსებს, უმრავლესობა მაინც თანხმდება იმაზე, რომ ამ ფაქტით ოფიციალურად დადასტურდა ის, რომ ბრან სტარკი ნაით კინგია.
ამ ამბავს კიდევ უფრო ამძაფრებს ისიც, რომ ბრანი სამთვალა ყორანია, რაც შესაბამისად, აძლევს იმის პრივილეგიას, რომ წარსულსა და მომავლში იმოგზაუროს ყველა მნიშვნელოვანი მომენტი ნახოს, ზუსტად ისე, როგორც ბოლო ეპიზოდში, როდესაც ბრანი ლიანა სტარკისა და რეიგან ტარგარიენის ქორწილს დაესწრო.
ამავდროულად, როგორც იცით, ბრანის მთავარი მიზანი თავის შესაძლებლობების გამოყენებით, სულ უფრო და უფრო ღრმა წარსულში მოგზაურობა და უაით უოკერების გაქრობაა, ფანების თეორიის მიხედვით, სწორედ ერთ-ერთი ასეთი მცდელობის დროს, პატარა სტარკი, აწ უკვე სამთვალა ყორანი, ნაით კინგის სხეულში "გამოიკეტება" და ყველაზე დიდ კატასტროფას უდებს საფუძველს, რომელსაც საბოლოოდ ერთ დიდ ქაოსამდე მივყვართ.
Reddit-ის იუზერის თეორიის თანახმად, ის თავის დროზე აერის ტარგარიანსაც ეწვია და მისი გაფრთხილება სცადა, მაგრამ, ამის ნაცვლად, მეფის გაგიჟება გამოიწვია და ხმები, რომლებიც მეფეს ეუბნებოდნენ "ყველა დაწვი", სინამდვილეში სწორედ ბრანს ეკუთვნოდა, რომელიც მას ღამის არმიის განადგურებისკენ მოუწოდებდა.
მიუხედავად ბევრი მსჯელობისა, საბოლოო პასუხს მაინც ვერ გავიგებთ და ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ თეორიის დონეზე დარჩება, მანამ, სანამ HBO-ს ყველა დროის ყველაზე წარმატებული და საკულტო სერიალი Game of Thrones ფინალური სეზონი სტარტს არ აიღებს.
კაცი ბჭობდა, ჯორჯ მარტინი იცინოდა!
-
მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან გამოყვანილი ფისო ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან გამოყვანილი ფისო ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერს უჯერებთ? — MIT-ის ანგარიშის მიხედვით, სტუდენტები AI-სთან "გონებრივად ნებდებიან" ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერს უჯერებთ? — MIT-ის ანგარიშის მიხედვით, სტუდენტები AI-სთან "გონებრივად ნებდებიან"
გადახედვა
-
პოლონეთის საგარეო უწყება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გმობს პოლონეთის საგარეო უწყება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გმობს
გადახედვა
-
სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელად თამაზ შუბითიძე დაინიშნა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელად თამაზ შუბითიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით
-
კახა კალაძე: ბაღებში ბავშვები ქათმის ხორცით არ მოწამლულან, იმ დღით მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა კახა კალაძე: ბაღებში ბავშვები ქათმის ხორცით არ მოწამლულან, იმ დღით მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა
გადახედვა
-
AI უსაფრთხოების სერტიფიკატები: რა განსხვავებაა CAISP-ს, OSAI-ს, COAE-სა და SC-500-ს შორის? AI უსაფრთხოების სერტიფიკატები: რა განსხვავებაა CAISP-ს, OSAI-ს, COAE-სა და SC-500-ს შორის?
-
კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილები დააკავეს კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილები დააკავეს
გადახედვა
-
ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო — სწორი ადგილი განათლებისთვის თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო — სწორი ადგილი განათლებისთვის
-
NASA-ს ახალმა ტელესკოპმა "თვალი გაახილა" — აი, რა დაინახა მან NASA-ს ახალმა ტელესკოპმა "თვალი გაახილა" — აი, რა დაინახა მან
გადახედვა
-
თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის სერიალში გამოჩნდა — ნახეთ Vigil-ის კადრები თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის სერიალში გამოჩნდა — ნახეთ Vigil-ის კადრები
გადახედვა
-
წლევანდელი "თბილისობა" 3,3 მლნ ლარი გვიჯდება — სად/რა ჩატარდება? წლევანდელი "თბილისობა" 3,3 მლნ ლარი გვიჯდება — სად/რა ჩატარდება?
გადახედვა
-
25 სექტემბერი, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება 25 სექტემბერი, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება
-
ირაკლი ჭეიშვილი: ადამიანის ბედი კაბინეტებში კი არა, სასამართლოში წყდება, ღარიბაშვილი იტყუება ირაკლი ჭეიშვილი: ადამიანის ბედი კაბინეტებში კი არა, სასამართლოში წყდება, ღარიბაშვილი იტყუება
გადახედვა
-
39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, კვლევა გრძელდება — სეს-ი ბაგა-ბაღების შემოწმებაზე 39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, კვლევა გრძელდება — სეს-ი ბაგა-ბაღების შემოწმებაზე
გადახედვა
-
EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს
გადახედვა
-
ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს — მიყენებული ზარალი ₾30 000-ია ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს — მიყენებული ზარალი ₾30 000-ია
გადახედვა
-
ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი
გადახედვა
-
ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: "სუფთა სახლი" და "ევრო პროდუქტი"დაემატა ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: "სუფთა სახლი" და "ევრო პროდუქტი"დაემატა
გადახედვა
-
"ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული" — კობახიძე გაეროში "ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული" — კობახიძე გაეროში
გადახედვა
კომენტარები