ნიკა გილაური საპროტესტო აქციებში დაზარალებულების დახმარების ფონდს ქმნის
საქართველოს ყოფილი პრემიერი და საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი ნიკა გილაური საპროტესტო აქციებში დაზარალებულების დახმარების ფონდის შექმნის ინიციატივით ბიზნესს მიმართავს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
გილაური მიიჩნევს, რომ ბიზნესის მხრიდან მხოლოდ მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება საკმარისი არ არის და მოქმედებაა საჭირო. ამიტომ მისი ინიციატივით ფონდი, რომელიც შეიქმნება, დააფინანსებს აქციაზე დაზარალებული ადამიანების მკურნალობა-რეაბილიტაციის ხარჯებს, ადმინისტრაციულ ჯარიმებს და უზრუნველყოფს საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული მოხელეების ფინანსურ მხარდაჭერას.
"პირველ რიგში, მინდა ჩემი აღფრთოვანება გამოვხატო ქართული საზოგადოების მიმართ. სავარაუდოდ, სწორედ ასეთმა თავდადებულმა, შეუპოვარმა და მიზანმიმართულმა ბრძოლამ მოიყვანა აქამდე ჩვენი ქვეყანა. ყოველ ღამე რუსთაველზე ათასობით თანამებრძოლს ვხვდები და როგორი სასიამოვნო და საამაყოა ასეთი ადამიანების გვერდით დგომა — ქვეყნის საუკეთესო პროფესიონალები, მეცნიერები, ბიზნესმენები, სუპერ ახალგაზრდობა — მიყვარხართ ყველა. უზარმაზარი მორალური უპირატესობა გვაქვს და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ.
ბიზნესს მინდა მივმართო — განცხადებების გაკეთება და ფეისბუკ-ბანერის თუ პოსტების დადება კარგია, მაგრამ ნამდვილად არასაკმარისი. ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს ნამდვილად შესტკივა გული საქართველოსთვის და სურს, რაიმე გააკეთოს ჩვენი მებრძოლი ახალგაზრდობის მხარდასაჭერად. ცალკეული ადამიანები თუ ჯგუფები ძალისხმევას არ იშურებენ და სხვადასხვა სახის დახმარებას უწევენ ამ ბრძოლას, თუმცა ეს საკმარისი არ არის და მეტი კოორდინაციაა აუცილებელი.
სწორედ ამიტომ, გთავაზობთ შევქმნათ ამ ბრძოლაში მონაწილე დაზარალებული ადამიანების დახმარების ფონდი, რომლის მიზანი იქნება დღევანდელ აქციებთან დაკავშირებით შემდეგი კონკრეტული მიმართულებების დაფინანსება:
• პირველ რიგში, ამ აქციებზე დაზარალებულების მკურნალობა, რეაბილიტაცია და საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ვიცი, რომ მთავრობა ცდილობს დაშავებულების მკურნალობა სრულად დააფინანსოს, მაგრამ არის კონკრეტული შემთხვევები როდესაც ასეთი დაფინანსება არ ან ვერ ხორციელდება (მაგალითად როდესაც დაზარალებულის კლინიკაში მიყვანა არ განხორციელებულა პატრულის ან სასწრაფო დახმარების მიერ და ის თავისით მივიდა იქ), ან დაზარალებულებს თანადაფინანსებას სთხოვენ.
• დაზარალებულების ოჯახების ფინანსური დახმარება — იმის გამო, რომ დღეს რეჟიმისგან ნაცემი ადამიანები იმყოფებიან საავადმყოფოებში, მათ და/ან მათ ოჯახებს ამის გამო შემოსავალი აკლდებათ. სწორედ ეს ფონდი აუნაზღაურებს მათ ამ დანაკლისს.
• ჯარიმების გადახდა მათთვის, ვისაც ამ აქციების პერიოდში ადმინისტრაციულით დააჯარიმებს სასამართლო და ვისაც არ აქვს ასეთი ჯარიმის გადახდის საშუალება.
• იმ ადამიანების ფინანსური მხარდაჭერა, რომელთაც პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლებენ სახელმწიფო სამსახურებიდან.
გთავაზობთ, ასეთ პლატფორმად გამოვიყენოთ რამდენიმე თვის წინ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია Prosperity Georgia. პირველ შენატანს მე გავაკეთებ 100 000 ლარის ოდენობით და მზად ვარ, საჭიროების შემთხვევაში, კიდევ გავზარდო ეს შენატანი. არა მხოლოდ ბიზნესს, არამედ ყველას, ვისაც ამ ფონდში თანამონაწილეობის სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ გადმორიცხოთ ნებისმიერი თანხა, თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში.
• Prosperity Georgia-ს მიერ ყველა დახარჯული თანხა იქნება სრულად გამჭვირვალე და ყოველკვირეულად ეს ორგანიზაცია გააკეთებს სრულ ანგარიშს მიღებული და დახარჯული თანხების შესახებ.
• დაზარალებულთა მკურნალობისათვის თანხის გამოყოფა მოხდება ოპერატიულად და ეფექტურად, შემოსული მოთხოვნების საფუძველზე - პირველ რიგში დაკმაყოფილდებიან ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, ისინი, ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროება ფინასნური დახმარება.
• პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული საჯარო მოხელეების ფინანსური მხარდაჭერა მოხდება ხელფასის ზომიდან გამომდინარე (2-3 ხელფასისი ოდენობით), იმ შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო არ გამოყოფს შესაბამის კომპენსაციას (როგორც ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული) და მოქალაქეს სასამართლოში წასვლა მოუწევს.
• შემომწირველთა სურვილისამებრ, მათი ვინაობა გამოქვეყნდება ორგანიზაციის ვებგვერდზე, ან დარჩება ანონიმური. ანონიმურად დარჩენის შემთხვევაში, თანხის გადმორიცხვისას დანიშნულებაში უნდა მიეთითოს — "ანონიმური".
დახმარების მსურველებმა, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ ნომერზე: 557 53 09 10 რომელიც იმუშავებს 24 საათის განმავლობაში (შეგიძლიათ WhatsApp-ზეც დაგვიკავშირდეთ).
ფონდში თანამონაწილეობისთვის თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე საქართველოს ბანკში და თიბისი ბანკში:
საქართველოს ბანკი
მიმღები: ააიპ ფროსფერითი ჯორჯია
ანგარიშის ნომერი ლარში: GE79BG0000000602685123 GEL
ანგარიშის ნომერი აშშ დოლარში და ევროში: GE53BG0000000602551537USD/EU
თიბისი ბანკი
მიმღები: ააიპ ფროსფერითი ჯორჯია
ანგარიშის ნომერი ლარში: GE29TB7549436020100009 GEL
ანგარიშის ნომერი აშშ დოლარში და ევროში: GE53BG0000000602551537 USD/EUR", —წერს ნიკა გილაური.
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
-
შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
კომენტარები