ზურა ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე

5 Dec. 2024, 12:35

"მადლობა ყველას ვინც ეს დღეებია რუსთაველზე დგას და საკუთარ თავისუფლებას იცავს. მინდა ყველას შევახსენო, რომ უწყვეტი პროტესტის მე-7 დღეა რუსთაველის გამზირზე, ეს პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მოპარული არჩევნების გამო, ევროკავშირმა რუსულ ხელისუფლებასთან ყველანაირი კომუნიკაცია გაწყვიტა და „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა და საჯაროდ გამოაცხადა, რომ ისინი წყვეტენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, რასაც პროტესტის ტალღა მოჰყვა. ეს ტალღა საქართველოს ყველა ქალაქშია. ამ რაოდენობის ადამიანი, რომლებიც აქციებზე გამოდიან, მე არ მახსოვს ამ ქვეყანაში გამოსულიყოს. დღემდე, ამ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს არავინ, გარდა რუსეთისა და რუსეთის სატელიტი სახელმწიფოებისა.

ზუსტი ინფორმაცია სამწუხაროდ არ გვაქვს, მაგრამ ვიცით, რომ ასობით დაკავებულია, აქედან აბსოლუტურ უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება და ეს დაზიანებები უშუალოდ დაკავების მომენტში კი არ აქვთ მიღებული, არამედ დაკავების შემდეგ ამ ადამიანებს ფაქტობრივად წამების პროცესი აქვთ გავლილი, ნაწილ მათგანს ქუჩაში, ნაწილს მინივენებში, ნაწილს კი პოლიციის განყოფილებებში გაუსწორდნენ.

გუშინ რეჟიმი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა, შეიჭრა რამდენიმე პოლიტიკური პარტიისა და მოძრაობების ოფისებში და პრაქტიკულად დაარბია ოფისები. ამოღებულია სხვადასხვა ნივთები, არცერთი ამ ნივთებიდან კანონსაწინააღმდეგო არ არის. ერთ-ერთის ოფისში შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს კადრებს, რომ ამოიღეს "მოლოტოვის კოქტეილები", კადრები რაც გაავრცელეს ნათლად ჩანს, რომ ეს დადგმული სცენა იყო, ბოთლები, სადაც ჩვრები იყო ჩატენილი, "მოლოტოვები" ასე არ კეთდება, ბოთლებში ჯერ ბენზინი ისხმება და შემდეგ იდება ჩვარი და არა პირიქით. სჭირდებათ, რომ მოსახლეობა დააშინონ, რომ ვიღაცები „მოლოტოვის კოქტეილებს“ ამზადებდნენ სადღაც ოფისებში. ყველა ის ნივთი — კარავი, პარალონი, აირწინაღი თუ სხვა რამ, ყველა ოფიციალურად იყიდება და ყველას შეუძლია იყიდოს მაღაზიებში, უფრო სწორად შეეძლოთ, ახლა აუკრძალეს მაღაზიებს ამ ნივთების გაყიდვა”.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
  2. ორმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა, ერთი სამინისტრო გაუქმდა — საკადრო ცვლილებები მთავრობაში
  3. რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
  4. გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
  5. აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის $250 მლნ-ის სესხი დაამტკიცა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს

ბიოჰაკერი ბრაიან ჯონსონის თქმით, ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობა საკმარისად კარგად არაა შესწავლილი. სწორედ ამიტომ მან…