ზურა ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე

31 Dec. 2024, 12:15

"ყველაფერი იქნება ძალიან ცუდად, მანამ სანამ ყველაფერი არ იქნება ძალიან კარგად. ეს მომენტი დადგება მაშინ, როცა ეს რეჟიმი დამარცხდება და ძალაუფლებას დაკარგავს.

მანამდე ბევრი რამ გართულდება, დაიწყებენ “რუსული კანონის” სრულად ამოქმედებას, მაქსიმალურად შეზღუდავენ სამოქალაქო სექტორს, უცხოეთიდან შემოსული ფინანსების კონტროლს დაიწყებენ, ე.წ ანტიკორუფციულ ბიუროს კიდევ უფრო აამუშავებენ, რომელიც დასდევს ოპოზიციურ პარტიებს, კრიტიკულ მედიას პრობლემებს შეუქმნიან…

მაგრამ ის, რაც ამ ქვეყანას განასხვავებს და გამოარჩევს რუსეთისა და ბელორუსიისგან არის ხალხი, რომელიც გამოდის ქუჩაში და აპროტესტებს.

ჯერ კიდევ არსებობს სამოქალაქო სექტორი, კრიტიკული მედია და ოპოზიციური პარტიები.

ოთხივე მიმართულებით დაიწყებენ შეზღუდვებს.

ეს არის გარდაუვალი.

მაგ გზაზე დგანან.

ეს რეჟიმი არ არის მყარი, შიგნით აქვს ბზარები, აქვს უამრავი პრობლემა, ეს პრობლემები კიდევ უფრო გაიზრდება, რაც უფრო გაიზრდება წნეხი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ — სანქციებისა და არ აღიარების სახით.

მთავარია გვესმოდეს, რომ ბოლო მომენტამდე, სანამ ესენი ჩამოიშლებიან, იქნებიან მუდმივად იმ რეჟიმში –— თითქოს ყველაფერი კარგად არის და თითქოს არაფერი არ ხდება.

სხვა დიქტატორულ რეჟიმებსაც რომ გადავხედოთ, ბოლო დღემდე, ბოლო წამამდე ცდილობდნენ საკუთარ მხარდამჭერებთან შეენარჩუნებინათ განცდა — თითქოს ყველაფერი კარგად იყო"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 8 ოქტომბრის ადამიანით ვაჭრობის შესახებ 2026 წლის ანგარიში…