საბა ბრაჭველი

4 Dec. 2024, 04:11

"პროტესტის მეექვსე ღამის მონაცემებით:
- დემონსტრანტების თვითორგანიზების დონე ყოველღამიერად იზრდება;
- შეიქმნა მოწინავე ჯგუფები, რომლებიც უსწრაფესად აქრობენ გაზის ბალონებს და იცავენ უკანა რიგებს;
- გაკეთდა ონლაინ რუკა, სადაც ყველას გადაადგილება ჩანს, რაც უსაფრთხოების დონეს განუზომლად ზრდის;
- არც ერთი დაკავებული არ დარჩენილა სამართლებრივი წარმომადგენლობის გარეშე;
- არავის არაფერი ეტყობა შეჩერების, პირიქით, ახლა იწყება მუღამში შესვლა.
იმათ მხარეს:
- საპოლიციო ძალებმა ვერ შეძლეს ხალხის დათრგუნვა, დემონსტრანტების რაოდენობა სტაბილურად მყარია;
- დასჭირდათ გდდ-ის მიღმა სხვა შენაერთის ჩართვაც, რაც მგონი ნათლად მიუთითებს ბზარებზე მათ რიგებში;
- ფეიერვერკები მუშაობს და შავფორმიანები წინ უშიშრად ვეღარ მირბიან ხალხის მოსატაცებლად;
- დღეს დილით უკვე ხალხის დაჭერაც ვეღარ შეძლეს;
- პროტესტი მოედო რეგიონებს;
- კობახიძე იხვეწება დებატებს.
არასოდეს ასეთი ნათელი არ ყოფილა რა უნდა გავაკეთოთ:
უბრალოდ უნდა ვიაროთ აქციებზე, ვიყოთ ფრთხილად და არ წამოვეგოთ სატყუარებს.
კი, დებატები აუცილებელია, ოღონდ მხოლოდ ახალი არჩევნების ჩანიშვნისა და დაკავებულთა გათავისუფლების შემდეგ,"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში?
  2. რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება
  3. თამარ ბაგრატიონი ჟენევაში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
  4. გაგიკ წარუკიანის სახლის ჩხრეკისას 3 ლომი და 1 ვეფხვი იპოვეს და ზოოპარკში გადაიყვანეს
  5. მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო MMA მებრძოლი გახდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა

ირაკლი კობახიძემ ეუთოს ჰააგის დეკლარაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს ტექსტი…