გიორგი ვაშაძე

17 Nov. 2024, 20:57

"მინდა ყველას ვუთხრა: ეს არის მშვიდობიანი პროტესტი. 24 საათის განმავლობაში, მშვიდობიანად, ეს გამზირი ხალხს ეკუთვნის. აქ ვართ, არ ვიცვლით ფეხს. მივმართავ მოქალაქეებს, შემოგვიერთდით. მივმართავ პოლიციას - ნუ გამოიყენებთ ზედმეტ მეთოდებს ხალხის წინააღმდეგ. დაიცავით კანონი. წინასწარ გატყობინებთ 24 საათიანი პროტესტია .ეს არის გამაფრთხილებელი პროტესტი. ეს გამზირი ხალხს ეკუთვნის. ვაპირებთ აქ ვიყოთ. ყოველ საათში გამოვაცხადებთ სიახლეს, რაც გვექნება. არ ვიშლებით.

მივმართავ თვითგამოცხადებულ, თვითმარქვია ხელისუფლებას: არ გაბედოთ არავითარი უკანონო ქმედების ჩადენა. მშვიდობიანად ვაპირებთ ამ ადგილზე ვიყოთ 24 საათის განმავლობაში.

მოქალაქეებს მივმართავ, შემოგვიერთდით, მოდით ჩვენთან შეგიძლიათ საკვებით დაეხმაროთ ხალხს, ასევე პლედები მოგვიტანოთ. პირველი წინააღმდეგობის წერტილი აქ, ამ წუთიდან დაიწყო. მშვიდობიანად ვდგავართ. პოლიციას ვუმეორებ, დაიცავით კანონი, ნუ შეასრულებთ პოლიტიკურ დავალებას. ეს არის 24 საათიანი უწყვეტი პროტესტი"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან

კახეთში 20 წლის კაცს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან. ამის შესახებ "მთავარი ამბები…