ნონა ქურდოვანიძე

7 Nov. 2024, 16:20

"დასრულდა ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის გამო საიას საქმეების განხილვა. 29 ოქტომბერს, საიამ ყველა ოლქის (73 ოლქი) წინააღმდეგ დაიწყო სამართლებრივი დავა ხმის ფარულობის დარღვევის გამო და მოითხოვა ყველა ტექნოლოგიური უბნის შედეგების ბათილად ცნობა. ასეთია 2263 უბანი. ჩვენმა საქმემ მოიარა საქართველოში არსებული ყველა საქალაქო რაიონული სასამართლო. ასეთი სულ 24 სასამართლოა და ორივე სააპელაციო სასამართლო.

სააპელაციო სასამართლოებმა გამოიტანეს საბოლოო გადაწყვეტილებები. სასამართლოებმა თქვეს, რომ ის, რაც საკუთარი გამოცდილებით იცის დაახლოებით 2 000 000-მა მოქალაქემ, სინამდვილეში არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ ბიულეტების მეორე მხარეს რჩებოდა მარკერის კვალი (რაც არ უნდა დარჩენილიყო), ამომრჩეველი სათანადოდ მოხერხებული რომ ყოფილიყო, შეძლებდა ბიულეტენის მეორე მხარეს დატოვებული კვალი დაეფარა.

მიუხედავად ამგვარი გადაწყვეტილებისა, ამ საქმეს სხვა შედეგები აქვს: ყველამ დანამდვილებით იცის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყო არჩევნების იმგვარი ადმინისტრირება, რომ ხმის ფარულობის უფლება დაცული ყოფილიყო. დაზუსტებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ მომავალი არჩევნები ასეთი ბიულეტენითა და ხმის მიცემის პროცედურით ვეღარ ჩატარდება.

ამ საქმემ სრულად გამოამჟღავნა სასამართლო სისტემის მანკიერებები. 2 000 000-მა მოქალაქემ დაზუსტებით გაიგო, რომ სასამართლო არ არსებობს. სასამართლომ ამომრჩეველს დააბრალა ის, რომ ხმის ფარულობის უფლება არ იყო დაცული, ამომრჩევლის ბრალია. ასეთ სასამართლოს ვერ ექნება საზოგადოების ნდობა.

ამ საქმემ ასევე დაგვანახა, რომ სისტემა ვერ იქნება დარწმუნებული, რომ კონტროლის მასშტაბების მიუხეადავად, არ გამოჩნდებიან თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის მსგავსი მოქალაქეები, რომლებიც გაბედული გადაწყვეტილებებით დაუპირისპირდებიან მას.

ვუსვამთ კითხვას საკუთარ თავს:

იყო თუ არა ამ სტრატეგიით დავა გამართლებული?

რა მიიღო ამომრჩეველმა ამით?

დაუბრუნა ამომრჩეველს საარჩევნო უფლება?

რა სამართლებრივი გაგრძელება ექნება ამ საქმეს?

დაზუსტებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ჩვენ ვიცავდით ამომრჩევლის 90%-ის ინტერესებს, რომლის ხმის ფარულობის უფლება დაირღვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ საქმეზე დავა იყო ჩვენი ვალდებულება. ამ ბრძოლას აუცილებლად ექნება სხვა გაგრძელება.

აქვე მინდა საიას გუნდს საჯაროდაც ვუთხრა მადლობა. სხვადასხვა ფორმით ამ საქმეში ჩართული იყო საიას ყველა თანამშრომელი".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ამ ქვეყანაში თავი კიდევ ერთხელ მეორეხარისხოვნად ვიგრძენი — ჯეიჰუნ მუჰამედალი შიო III-ის ქადაგებაზე
  2. აშშ-ში ნეონაცისტური ჯგუფის ლიდერ მიხეილ ჩხიკვიშვილს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
  3. მართვის მოწმობის აღება მარტივდება
  4. "ვერ ვიჯერებ, რომ ეს საქართველოში, რუსთაველის თეატრში მოხდა" — თამთა მიქელაძე რუსთაველის თეატრში გამართულ წარმოდგენაზე
  5. მთავრობა სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5 300 000 ლარს გამოუყოფს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შალვა პაპუაშვილი: ეს ტერმინოლოგიური ფორმულირება, რასაც ირჩევს ბრიუსელი, რომ ქართველ ხალხს უჭერენ მხარს, ყველაზე დიდი დამცირებაა საქართველოსი

"ეს ტერმინოლოგიური ფორმულირება, რასაც ირჩევს ზოგიერთი სახელმწიფო და მათ შორის ბრიუსელი, რომ ქართველ ხალხს უჭერენ მხარს,…