საერთაშორისო გამოძიება, სანქციები, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება — კიდევ რა წერია ევროპარლამენტარების განცხადებაში
ფოტო: Reuters
ევროკავშირის ქვეყნები არჩევნების გაყალბების საქმეზე საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც ხელს აწერენ ავსტრიის, ბელგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, იტალიის, ირლანდიის, საფრანგეთის, გერმანის, ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთის, მოლდოვის, უკრაინის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, შვედეთის, ესპანეთის პარლამენტების საგარეო კომიტეტების ხელმძღვანელები და ევროპარლამენტარები.
ინფორმაციას ტელეკომპანია მთავარი ავრცელებს:
"მტკიცე სოლიდარობით ვდგავართ რა იმ ერების გვერდით, რომლებიც იცავენ დემოკრატიის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის ღირებულებებს, მტკიცედ ვდგავართ რა ქართველი ხალხისა და მისი ევროპული არჩევანის გვერდით, ღრმა სინანულით აღვნიშნავთ რა საქართველოს ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლას, მათ შორის ანტიევროპული კანონმდებლობის ამოქმედებას, რომელიც ზღუდავს სივრცეს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის და ადამიანის უფლებებისთვის, ვიმეორებთ რა ჩვენს ღრმა შეშფოთებას იმის გამო, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები აღინიშნა უპრეცედენტო რაოდენობის ინციდენტებითა და სისტემური დარღვევებით, რომლებიც დაფიქსირდა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, აღვნიშნავთ რა, რომ არჩევნების სამართლიანობა და კანონის უზენაესობა არის ევროპული ღირებულებების განუყოფელი ნაწილი და საფუძველი, რომლის მიმართაც საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, უნდა აჩვენოს თავისი ერთგულება, მოვითხოვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს:
— რომ ყველა ბრალდება საარჩევნო მანიპულირების შესახებ (მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში), განსაკუთრებით ამომრჩეველთა დაშინებასა და ხმის მოსყიდვასთან დაკავშირებით, გამჭვირვალედ იქნას გამოძიებული.
— ბრალდებების სერიოზულობიდან გამომდინარე, მხოლოდ დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას მიეცეს წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დროს ყველა დაფიქსირებული დარღვევის გამოძიების შესაძლებლობა;
— ხმის მიცემის ოქმების ხელმისაწვდომობა და საჯარო გამჭვირვალობა, რათა თითოეულმა ამომრჩეველმა შეძლოს გადაამოწმოს, არის თუ არა ინფორმაცია მათი ხმის მიცემის ფაქტის, დროისა და ადგილის შესახებ ფაქტობრივად ზუსტი;
— იმ კანონმდებლობის გაუქმება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეებისა და ორგანიზაციების ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი.
ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს სანქციები დაუწესონ საქართველოს იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, ვინც პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო პროცესის დარღვევაზე, მათ შორის, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით მთელი საარჩევნო პროცესის დროს.
ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, გაყინოს ყველა ფონდი, რომელიც ჩართულია საქართველოს სახელმწიფო და საჯარო ინსტიტუტების დახმარებისა და თანამშრომლობის პროექტებში, გარდა იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისა და კანონის უზენაესობის სტრუქტურების ჩამოყალიბებაში არიან ჩართულები. ამავდროულად, მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, გაზარდონ ფინანსური დახმარება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის საფუძველზე.
ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია სავიზო თავისუფლება, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირის კომისიასა და საბჭოს, გადახედონ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს, მათ შორის განიხილონ მისი სრული შეჩერების შესაძლებლობა, თუ ზემოთ ჩამოთვლილი არ იქნება უზრუნველყოფილი. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხისა და მისი ევროპული არჩევანის მხარდაჭერას.
ჩვენ ასევე გავაგრძელებთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ დადგენილ საზღვრებში", — ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც მთავარი ავრცელებს.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები