ზურა გირჩი ჯაფარიძე: ყველა დავას ერთ მოსამართლეს დააწერენ, რომელიც უზით ჯიბეში და რომელიც იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც აწყობთ
სხვადასხვა მოსამართლეს რომ დააწერონ დავის განხილვები, ეშინიათ, შეიძლება სადღაც კიდევ "აუფეთქდეთ", ამიტომ ყველას ერთ მოსამართლეს დააწერენ, რომელიც უზით ჯიბეში და რომელიც იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც აწყობთ, — ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა გირჩი ჯაფარიძემ სააპელაციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, "თეთრიწყაროში აღმოჩნდა წესიერი ადამიანი, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიეღო ნებისმიერ ნორმალურ მოსამართლეს. ექსპერიმენტის დონეზე სასამართლომ დაამტკიცა, რომ ფარულობა იყო დარღვეული".
"გუშინ რაც მოხდა, ამას არავინ ელოდა, ჩემი ჩათვლით. მე როცა მეკითხებოდნენ — აქვს თუ არა აზრი რაღაცების გასაჩივრებას, ჩემი პასუხი ყველასთან იყო, რომ არანაირი შინაარსი ამას არ აქვს. მაგრამ კარგია, რომ სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციებმა კარგია, რომ გადაწყვიტეს, რომ გაჰყოლოდნენ საქმეს იმიტომ, რომ ფაქტია, სადღაც სისტემამ გაუსხათ და თეთრიწყაროში აღმოჩნდა წესიერი ადამიანი, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიეღო ნებისმიერ ნორმალურ მოსამართლეს. ექსპერიმენტის დონეზე სასამართლომ დაამტკიცა, რომ ფარულობა იყო დარღვეული, რაც არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რაც ნიშნავს იმას, რომ მთელ საქართველოში არჩევნები არის გასაუქმებელი, არჩევნები არ ჩატარებულა, რადგან ერთი და იგივე აპარატები, ერთი და იგივე ბიულეტენები, ერთი და იგივე მარკერები იყო და თეთრიწყაროში თუ არ იყო ფარულობა დაცული, ე.ი. მთელ საქართველოში არ იყო დაცული. ახლა რასაც ვხედავთ, ეს არის პანიკა. დღეს 3 საათზე აქ სხდომა უნდა ყოფილიყო, ჩვენ აქცია გვქონდა 2-ზე დაგეგმილი, სპორტის სასახლიდან მსვლელობა უნდა გაგვეკეთებინა. როგორც კი დავაანონსეთ სააპელაციოსთან შეკრება, 15 წუთიც არ იყო გასული, რომ გავიგეთ, რომ გადადეს სხდომა. ახლა გავიგეთ, რომ გააერთიანეს ყველა საარჩევნო საჩივარი სააპელაციო სასამართლოებში და ხვალ იქნება 2 საათზე სხდომა. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ამას აკეთებენ არის ის, რომ აღარ "გაექცეთ", სხვადასხვა მოსამართლეს რომ დააწერონ დავის განხილვები, ეშინიათ შეიძლება სადღაც კიდევ "აუფეთქდეთ", ამიტომ ყველას დააწერენ ერთ მოსამართლეს, რომელიც უზით ჯიბეში, რომ მან გამოიტანოს ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ აწყობთ. იგივე გააკეთეს ქუთაისში. დღეს არის სხდომა ქუთაისში. იქაც ყველა სარჩელი გააერთიანეს და ერთ მოსამართლეს დააწერეს. ჩვენ ავუსხნით დასავლელ პარტნიორებს, როგორ მუშაობს სისტემა", — განაცხადა ზურა გირჩი ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ 4 ნოემბერს თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა, რაც ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვასთან მიმართულებაში.
სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას. მოსამართლემ, რომელიც თავად ჩაატარა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები