გიორგი გახარია

გიორგი გახარია

27 Oct. 2024, 14:16

"მინდა გითხრათ, რომ ამ წუთებში ჩვენ ვიბრძვით ყველგან, მოქალაქეების ნების დასაცავად. ასევე, ვიბრძვით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ვიბრძვით ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია სამართლებრივად, რადგან საქართველოს მოქალაქეების ნება დადასტურებული ობიექტურად იყოს. ეს არ არის მხოლოდ აღქმები, ეს არის ფაქტებით დადასტურებული, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეების ნებაზე იძალადა. ის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს. ეს არ მომხდარა, სამწუხაროდ, გუშინ — ჩვენ დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობდით. ჩვენ ვსაუბრობდით ფაქტებით, კონკრეტული მტკიცებულებებით, რომელიც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს გადავეცით, მათ შორის სადამკვირვებლო საერთაშორისო მისიებს, ლოკალურ საერთაშორისო მისიებს და ასევე, იქ სადაც ამის შესაძლებლობა არსებობდა, ამ დარღვევების წინააღმდეგ, რომელიც ხშირ შემთხვევაში განგრძობითი იყო და მხოლოდ გუშინდელ დღესთან დაკავშირებული არ იყო, ასევე, სასამართლოს მიმართულებითაც ვმუშაობთ.

მე შემიძლია ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, რომ ადგილი ჰქონდა სისტემური ხასიათის ამომრჩევლების დაშინებას, მოსყიდვას, პირადობის მოწმობებით და ID ბარათებით მანიპულირებას. ასევე, სისტემური ხასიათი ჰქონდა საჯარო მოხელეებზე, მათ შორის სოციალურად დაუცველებზე ზეწოლას, დაშინებას და მათი პირადობის მოწმობებით მანიპულირებას იმისთვის, რომ მომხდარიყო არჩევნების შედეგების და ქართველი ხალხის ნების მოპარვა. ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენს გუნდზე და პარტიაზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა, პერსონალურად, ბიძინა ივანიშვილი — მე და ჩემს გუნდს, ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, გასამართლებით ემუქრებოდა. რა თქმა უნდა, ამას თავისი კონკრეტული შედეგები მოჰყვა, რომლებიც არჩევნებზეც აისახა, მაგრამ ამის მიუხედავად, თითოეული ჩვენი გუნდის წარმომადგენელს, ჩვენს დამკვირვებელს, მხარდამჭერებს, მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა იმიტომ, რომ მიუხედავად უპრეცედენტო ზეწოლისა და მიუხედავად სხვებთან შედარებით ყველაზე მწირი ფინანსური რესურსისა, ჩვენ მაინც შევძელით ყველასთვის დაგვემტკიცებინა, რომ პარტია საქართველოსთვის არის და მომავალშიც იქნება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამწყვეტი სიტყვის მთქმელი. ამიტომ, სწორედ დღეს საქართველოს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ახლა არ არის უიმედობის დრო, ახლა არის საქართველოს მოქალაქეების თითოეული ხმის დაცვის დრო, ყველა ხერხით.

ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფრის მიუხედავად იმის შემდეგ, რაც ბოლო თვეების განმავლობაში და განსაკუთრებით, გუშინ ქართულმა ოცნებამ ჩაიდინა - აი, ამ ძალადობებით, რომლის ფონზეც, ეს არჩევნები ჩატარდა, არასოდეს ისე სუსტი ისინი არ ყოფილან, როგორც დღეს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივმართოთ გონივრული პროტესტის იმ ფორმებს, რომელიც პირველ რიგში, მიზნად დაისახავს ჩვენი მოქალაქეების არჩევანის დაცვას, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის და არჩევნების ინსტიტუციის დაცვას".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ცესკოს წინასწარი მონაცემები ცნობილია — დათვლილია ხმების 70%
  2. "გორბი" ბოლო რეიტინგებს აქვეყნებს — გამოკითხვა სამთავრობო ტელეარხ "იმედის" დაკვეთით ჩატარდა
  3. როგორია სამი ტელევიზიის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები
  4. რომელ საათზე იხსნება სარჩევნო უბნები, როდის იხურება და არჩევნებთან დაკავშირებული სხვა დეტალები
  5. მოქალაქეები წერენ, რომ დღეს დასავლეთ საქართველოსკენ ტრანსპორტის დიდი ნაწილი არ დადის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ალიევი კობახიძეს არჩევნებში "ოცნების" გამარჯვებას ულოცავს და აზერბაიჯანში ეპატიჟება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში ქართული…