საია: 26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესები მნიშვნელოვანი დარღვევებით დაიწყო
ფოტო: On.ge
26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესები მნიშვნელოვანი დარღვევებით დაიწყო — აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე.
მისი თქმით, საია-ს მიერ დასაკვირვებელი უბნების ნაწილი 06:45 საათზე არ გაიხსნა მოსამზადებლად
"ნაძალადევის, კრწანისის და საბურთალოს ოლქის რამდენიმე საარჩევნო უბანზე დილის 06:45 საათისთვის წინასწარ უკვე დაწყებული ჰქონდათ უბნის გახსნისთვის საჭირო პროცედურები, ზოგან კი გააქტიურებული იყო ელექტრონული აპარატები. ამ პერიოდისთვის ასევე გამოვლინდა ფუნქციების როგორც შეუსრულებლობის, ისე თვითნებურად გადაცვლის ფაქტები. კერძოდ, ერთ შემთხვევაში მდივანი არ გამოცხადდა, ხოლო მეორე შემთხვევაში თავმჯდომარე გავიდა უბნიდან და ამ დრომდე არ დაბრუნებულა. საია-ს დამკვირვებლების ინფორმაციით, 08:00 საათისთვის რამდენიმე უბანი დაგვიანებით გაიხსნა, შესაბამისად, დაგვიანდა კენჭისყრის პროცესის დაწყება. კენჭისყრის პროცესის დროს გამოვლინდა როგორც აპარატების გაუმართაობის, ისე ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტები. კერძოდ: რუსთავის ოლქში 27-ე უბანზე რეგისტრატორი ამომრჩეველს, ბიულეტენის ნაცვლად, აჩვენებს ფურცელს, რომელზეც ციფრი 41-ის წინ არსებული წრეა გაფერადებული და ამომრჩევლებს აძლევს მითითებას, რომ მსგავსად გააფერადონ ბიულეტენი.
მნიშვნელოვანი პრობლემები იყო ელექტრონული მოწყობილობების გამართულად მუშაობასა და რეგისტრატორების მხრიდან ვერიფიკაციის აპარატის არასწორად გამოყენებასთან დაკავშირებით. რეგისტრატორები პირადობის მოწმობებს ატარებენ არასწორად, რის გამოც, უწევთ მონაცემების ხელით შეყვანა. ნინოწმინდის მე-3 უბანზე ამომრჩეველი მივიდა ერთ-ერთ რეგისტრატორთან, რა დროსაც აპარატმა გამოსცა სპეციალური სიგნალი, ხოლო მეორე აპარატს მსგავსი სიგნალი არ გამოუცია, რის შემდეგაც მან რეგისტრაცია გაიარა. საია-ს დამკვირვებლების ინფორმაციით, მარნეულის 35-ე უბანზე, პირმა, რომელიც, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების” წარმომადგენელია, ორჯერ მისცა ხმა. გამოვლინდა ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის გადაცემის ფაქტები - გლდანის მე-13, ისნის 41-ე, წალენჯიხის მე-5, ქუთაისის და ფოთის მე-13 უბნებზე. დიდუბის ოლქის 27-ე უბანზე რეგისტრატორების უკან იდგა უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირი, რომელიც ამომრჩევლის პირად მონაცემებს ინიშნავდა. საია -ს მითითების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.
საია-ს დამკვირვებლისთვის საქმიანობაში ხელშეშლის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, ვაკის ოლქის 66-ე უბანზე საიას დამკვირვებელს არ უშვებდნენ და სთხოვდნენ დამკვირვებლის მოწმობაზე სველი ბეჭდის არსებობას. საოლქო საარჩევნო კომისიასთან კომუნიკაციის შემდეგ ის უბანზე შეუშვეს. კრწანისის 21-ე უბანზე დამკვირვებელს არ აძლევდნენ დაკვირვების და თავისუფლად გადაადგილების უფლებას. ლაგოდეხის მესამე უბანზე დამკვირვებელს არ მისცეს ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის დაფიქსირების საშუალება. ხონის მე-3 უბანზე დამკვირვებელს არ აძლევენ უფლებას, ფოტო გადაუღოს ელექტრონული აპარატიდან ამოსულ ნულოვან ქვითარს. სამგორის 55-ე უბანზე დამკვირვებელს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მიაღებინეს მონაწილეობა გადასატანი საარჩევნო ყუთის გამყოლი პირების წილისყრაში. ქუთაისის ოლქის 49-ე უბანზე საია-ს დამკვირვებელს განსაკუთრებული აგრესიით მიმართავდა კომისიის თავმჯდომარე, არ აძლევდა თავისუფლად დაკვირვების შესაძლებლობას, რის შემდეგაც დამკვირვებელი უბნიდან გამოაძევეს.
რაც შეეხება პერიმეტრზე არსებულ დარღვევებს, გრძელდება წინა წლების ტენდენცია გარე პერიმეტრზე კოორდინატორების და კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრებასთან დაკავშირებით. საია-ს დამკვირვებლის ინფორმაციით, ფონიჭალაში 21-ე საარჩევნო უბანთან ახლოს, 25 მეტრის რადიუსში, პარტია „ქართული ოცნების” სააგიტაციო მასალაა განთავსებული. საია-ს დამკვირვებელმა ფაქტზე რეაგირებისთვის შსს-ს მიმართა. დარღვევა ბოლომდე არ აღმოიფხვრა. მსგავსი შემთხვევა იყო ჩოხატაურის პირველ უბანთანაც.
საზღვარგარეთის უბნებში, ძირითადად, პროცედურული სახის დარღვევები გამოვლინდა. კერძოდ, ფინეთის უბანში წილისყრა ჩატარდა კენჭისყრის დღეს, ხოლო ბრატისლავაში საარჩევნო ყუთები წინასწარ იყო დალუქული. ვილნიუსის, მიუნხენის, მადრიდის და პრაღის უბნები გვიან გაიხსნა.
საარჩევნო უბნებში პარტია ქართული ოცნების მიერ დამონტაჟებულია ვიდეოკამერები. საია-ს დამკვირვებლებმა 10:00 საათისთვის ჩანაწერთა წიგნში დააფიქსირეს 15 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში დაიწერა 11, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე - 4 საჩივარი.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საია ქვეყნის მასშტაბით 55 მუნიციპალიტეტში, 64 საარჩევნო ოლქში და საზღვარგარეთის 15 ქვეყანაში 650-მდე დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდება. საია-ს საარჩევნო მისია ფარავს 1500-ზე მეტ საარჩევნო უბანს, რაც საერთო საარჩევნო უბნების დაახლოებით ნახევარია.
საია-ს ცენტრალურ შტაბში არჩევნების დღეს ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - 577 07 05 67. ამ ნომრის გამოყენებით, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია კონსულტაციის გავლა საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით, ასევე, დარღვევების შესახებ ინფორმაციის მოწოდება. დარღვევების თაობაზე ინფორმაციის მოწოდება ასევე შესაძლებელია e-mail-ის მეშვეობით - [email protected]", — განაცხადა ქურდოვანიძემ.
-
კობახიძე განმარტავს რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?
-
Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით
გადახედვა
-
Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ
გადახედვა
-
Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
გადახედვა
-
"სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: თავი მოიჭრა იმ პატიმარმაც, რომელიც იბრალებს, თითქოს თითითაა გაუპატიურებული და მისმა ოჯახმაც ლევან მაჭავარიანი: თავი მოიჭრა იმ პატიმარმაც, რომელიც იბრალებს, თითქოს თითითაა გაუპატიურებული და მისმა ოჯახმაც
გადახედვა
-
ლადო კახაძე: ჩვენი წყლის რესურსების გამოყენებაში იტალია და საფრანგეთი წინ გვეღობება ლადო კახაძე: ჩვენი წყლის რესურსების გამოყენებაში იტალია და საფრანგეთი წინ გვეღობება
გადახედვა
კომენტარები