არჩევნებს 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 700-ზე მეტი და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი წარმომადგენელი დააკვირდება
საქართველოში საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე, პროცესს გააშუქებს 199 მედიაორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი.
ცესკო-ში რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან ყველაზე დიდი სადამკვირვებლო მისია რამდენიმე ორგანიზაციას ჰყავს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ყველაზე მრავალრიცხოვანი მისია – 2 654 დამკვირვებელი ჰყავს რეგისტრირებული ორგანიზაციას პოლიტიკის და სამართლის ობსერვერი, რომლის დირექტორად მითითებულია ეკა აგლაძე და გრიგოლ გაგნიძის ორგანიზაციას ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია, რომელზეც გაცემულია 2 492 აკრედიტაცია. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (isfed) არჩევნებს მონიტორინგს 1 665 დელეგატით გაუწევს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია – 650 დამკვირვებლით, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო კი 977 წარმომადგენლით დააკვირდება კენჭისყრის დღის მიმდინარეობას. 1 614 დამკვირვებელი ჰყავს რეგისტრირებული ორგანიზაცია თავისუფალი ხმას, რომლის თავმჯდომარედ საარჩევნო ადმინისტრაციის ვებგვერდზე მითითებულია ნიკოლოზ კურტანიძე. მონიტორინგის ცენტრ – საზოგადოებას (თავმჯდომარე დავით ქისტაური) – რეგისტრირებული ჰყავს 1039 დამკვირვებელი, „საქართველოს მომავლის აკადემია“ (აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ეკალაძე) — 1 232 დამკვირვებელი. საქართველოს ტრენინგებისა და განვითარების ინსტიტუტის დირექტორ დიმა ქარჩავას მოთხოვნილი აქვს აკრედიტაცია 1 364 წარმომადგენლისთვის.
საერთო ჯამში, 111 ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას აკრედიტაცია მოთხოვნილი აქვს 23 000-ზე მეტი დამკვირვებლისთვის.
რაც შეეხება საერთაშორისო მისიებს, ყველაზე მრავალრიცხოვანი მისია ეყოლება ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისს, (OSCE/ODIHR) , რომელიც 683 დამკვირვებლით არის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე წარმოდგენილი. საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს (IRI) 75 დამკვირვებელი ეყოლება, საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI) კი – 54 დამკვირვებელი. არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი (ENEMO) 119 წარმომადგენლით გაუწევს მონიტორინგს კენჭისყრის დღეს.
საერთაშორისო ორგანიზაციების მისიების გარდა, არჩევნებზე რეგისტრირებულია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 75-წევრიანი, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 38-წევრიანი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 67-წევრიანი და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 5-წევრიანი მისიები. არჩევნებზე წარმოდგენილი იქნებიან ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეა – ვანაძორი, ევროპარლამენტის 12-კაციანი დელეგაცია, ევროპარლამენტისა და უნგრეთის პარლამენტის ცალკეული წევრები, ასევე – ანდალუსიის პარლამენტის, ესპანეთის სენატისა და ბასკეთის ნაციონალური პარტიის წარმომადგენლები, დელეგაცია ისრაელის პარლამენტიდან – ქნესეთიდან და აზერბაიჯანის მეჯლისიდან.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობას და საარჩევნო დღის მიმდინარეობას გაეცნობიან აშშ-ის საარჩევნო ხელშეწყობის კომისიის, ასევე ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, უნგრეთის, სომხეთის, მოლდოვის, ფიჯის, თურქეთის, მონტენეგროს, უკრაინის, უგანდის, მექსიკის, მალდივის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ალბანეთის, ფილიპინების, სერბეთის, მონღოლეთის, იორდანიის, ტაილანდის, სამხრეთ აფრიკის, ტუნისის და ჩრდილოეთ მაკედონიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები.
26 ოქტომბრის არჩევნებს 44-წევრიანი მისიით დააკვირდება ევროპის დიალოგისა და დემოკრატიის ასოციაცია EDDA. 39 წევრი ეყოლება მისიაში ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისათვის – EPDE-ს. ფრიდრიხ ნაუმანის ფონდს თავისუფლებისათვის ეყოლება 26-წევრიანი დელეგაცია.
ამასთან, მრავალრიცხოვანია საქართველოში მომუშავე დიპლომატიური უწყებების სადამკვირვებლო მისიები. ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს – 95 წევრი. ევროკავშირის წარმომადგენლობას რეგისტრირებული ჰყავს 69 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს დააკვირდება ქვეყანაში აკრედიტებული თითქმის ყველა საელჩო.
ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
-
1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
გადახედვა
-
30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა 30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა
გადახედვა
-
არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქთან მისასვლელი გზების პროექტირებისთვის ₾10.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქთან მისასვლელი გზების პროექტირებისთვის ₾10.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
გადახედვა
-
"გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა" — მაჭავარიანი ღარიბაშვილზე "გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა" — მაჭავარიანი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
სინდისის პატიმრების მშობლებმა და ოჯახის წევრებმა საზმაუს ახალ შენობასთან 24-საათიანი აქცია დაიწყეს სინდისის პატიმრების მშობლებმა და ოჯახის წევრებმა საზმაუს ახალ შენობასთან 24-საათიანი აქცია დაიწყეს
გადახედვა
-
ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება
გადახედვა
-
რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს? რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს?
გადახედვა
-
კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა — რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს? კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა — რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს?
-
დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია" დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია"
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით
-
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
-
8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა 8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
საქართველო აშშ-ის მიერ ინიციირებულ AI-ის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა საქართველო აშშ-ის მიერ ინიციირებულ AI-ის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
სანზონაში 2013 წელს აშენებულ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა — დაშავდა 6 ადამიანი სანზონაში 2013 წელს აშენებულ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა — დაშავდა 6 ადამიანი
გადახედვა
-
გადმოიტანე ხელფასი ტერაბანკში და ისარგებლე სპეციალური პირობებით სესხებზე გადმოიტანე ხელფასი ტერაბანკში და ისარგებლე სპეციალური პირობებით სესხებზე
-
დააკავეს ორი პირი, რომლებიც მოქალაქეებს თითქოსდა ბიზნესში ინვესტირების სანაცვლოდ თანხას ჰპირდებოდნენ დააკავეს ორი პირი, რომლებიც მოქალაქეებს თითქოსდა ბიზნესში ინვესტირების სანაცვლოდ თანხას ჰპირდებოდნენ
გადახედვა
-
საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია
გადახედვა
-
"გაზაფხულზე შევძლებთ ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას" — რევაზ სოხაძე 166-ე სკოლაზე "გაზაფხულზე შევძლებთ ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას" — რევაზ სოხაძე 166-ე სკოლაზე
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, საქართველოს რომელი მდინარე ხარ ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, საქართველოს რომელი მდინარე ხარ
-
თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომებს აივნიდან გადმოაშარდა თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომებს აივნიდან გადმოაშარდა
გადახედვა
-
Google Earth-მა სურათები განაახლა, სადაც ღაზაში არსებული ნგრევის მასშტაბები ჩანს | ფოტოები Google Earth-მა სურათები განაახლა, სადაც ღაზაში არსებული ნგრევის მასშტაბები ჩანს | ფოტოები
გადახედვა
კომენტარები