არის თუ არა სიცოცხლე მარსზე — NASA-ს მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ის ყინულის ქვეშაა მოქცეული
NASA-ს მკვლევრები მიიჩნევენ, რომ მარსის ულტრა სქელი ყინულის საბადოები, რომლებიც წარსულის გამყინვარების კვალს ინახავს, შეიძლება სიცოცხლესაც მასპინძლობდეს.
Nature Communications Earth & Environment-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, მარსზე ყინულის ფენები საკმარისად სქელი და გაუმჭვირვალეა, რათა მზის მომაკვდინებელი რადიაცია დაბლოკოს. საუბარია იმ რადიაციაზე, რომელიც მარსის ულტრა თხელ ატმოსფეროში მარტივად აღწევს და სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
მკვლევრებმა ამის გასარკვევად კომპიუტერული სიმულაციები შექმნეს, რამაც აჩვენა, რომ მავნე რადიაციის დაბლოკვისას სიცოცხლისთვის საჭირო ფოტოსინთეზიც კი შეიძლება მოხდეს — როგორც ეს დედამიწის შემთხვევაში.
"საბოლოოდ, ეს მტვრის ნაწილაკები მზის სხივებს შორდება, მაგრამ საკმარისი სითბო მაინც იწარმოება. შედეგად, მარტივი სიცოცხლის ფორმებისთვის შესაბამისი ეკოსისტემა ჩნდება", — ამბობენ მკვლევრები.
თუმცა, მკვლევრები უფრო თამამი განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებენ. ეს ნიშნავს, რომ დაზუსტებით იმის თქმა, არის თუ არა მარსზე სიცოცხლე, ჯერ შეუძლებელია.
"ჩვენ არ ვაცხადებთ, რომ მარსზე სიცოცხლე აღმოვაჩინეთ, მაგრამ ბოლო კვლევიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იქ, ყინულის ფენის ქვეშ მარტივი სიცოცხლის ფორმებია", — განუცხადეს მკვლევრებმა Space.com-ს.
დედამიწაზე მსგავს ჰაბიტატში მიკროორგანიზმებს ვპოულობთ, ეს კი ნიშნავს, რომ ისინი შეიძლება მარსზეც იყვნენ.
მეცნიერები ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელებას გეგმავენ.
კომენტარები