თინა ბოკუჩავა: ბიძინა ივანიშვილის დრო ამოიწურა და 5 დღეში ამას მთელი საქართველო დაამტკიცებს
ბიძინა ივანიშვილის დრო ამოიწურა და 5 დღეში ამას მთელი საქართველო დაამტკიცებს, — ამის შესახებ ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის პროგრამის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე განაცხადა.
ბოკუჩავას განცხადებით, ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს და ამას 5 დღეში საქართველო დაამტკიცებს.
"გუშინ, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, როდესაც თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი, თავისუფლების მოედანზე კიდევ ერთხელ შეიკრიბა იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოს და ბიძინა ივანიშვილს ვაჩვენოთ, რომ ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს და ამას ჩვენ, ზუსტად 5 დღეში დავამტკიცებთ.
ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მასშტაბით აკვარიუმით გადაადგილდება და საკუთარი ხალხისთვის ხელის ჩამორთმევის ეშინია. რატომ? იმიტომ, რომ 12 წლის განმავლობაში არაფერი მოუტანა ზიზღის პოლიტიკის, შიშზე დაფუძნებული პოლიტიკის, რომელიც სიცრუეზე არის აგებული, სიღატაკე, უმუშევრობის და საერთაშორისო იზოლაციის გარდა. ამიტომ, ივანიშვილმა იცის, რომ მისი დრო ამოიწურა. დიახ, ივანიშვილის დრო ამოიწურა და 5 დღეში ამას მთელი საქართველო დაამტკიცებს", — განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ამასთან, ბოკუჩავამ შეკრებილ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნო „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პროგრამა.
"ხელისუფლებაში მოსვლიდან უმოკლეს ვადაში, მოლაპარაკებებს გავხსნით ევროკავშირთან გაწევრიანებაზე. საქართველოს მიეცემა წვდომა 14 მილიარდ ევროზე. ჩვენი პროგრამა აგებულია - თავისუფალი, კონკურენტული ბაზრის პირობებზე, სადაც ხელისუფლება ხელშემწყობ როლს თამაშობს და არა ხელშემშლელ, როგორც ახლა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებშია.
ჩვენი შემდეგ დაპირებაა საპენსიო სესხების განულება.
კიდევ ერთი დაპირება, რომელიც მინდა საზოგადოებას შევახსენო, ეს არის "ფასების მაფიის" დასრულება. "ფასების მაფია" ხელოვნურად არის შექმნილო , სწორედ ივანიშვილის კლანური მმართველობის შედებად. რაც განაპირობებს კატასტროფულად გაზრდილი ფასებს.
ჩვენ შევქმნით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მილიარდიან ფონდს იმისთვის, რომ იძულებით ემიგრაციაში მყოფი ადამიანები საქართველოში დავაბრუნოთ.
5 დღეში გავაფერადოთ ხუთიანი! ერთიანობით ვიმარჯვებთ! ერთიანობით ვამარცხებთ ქართულ ოცნებას! როდესაც ვერთიანდებით, ყოველთვის ვიმარჯვებთ . "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" იქნება გამარჯვების მთავარი ლოკომოტივი! ერთიანობით ვიმარჯვებთ!", — განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
-
2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია 2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება
გადახედვა
-
ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ
გადახედვა
-
საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
"ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე "ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე
გადახედვა
-
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა 500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
-
ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე
გადახედვა
-
სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე 30კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე 30კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშილის ადვოკატი: ე.წ. დაზარალებულები არიან კონფლიქტის გამომწვევები და აგრესიის ინიციატორები თამაზ ელიზბარაშილის ადვოკატი: ე.წ. დაზარალებულები არიან კონფლიქტის გამომწვევები და აგრესიის ინიციატორები
გადახედვა
-
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს
-
ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა
გადახედვა
-
საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
კომენტარები