VARTA — საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები თეგეტა მოტორსისგან
ფოტო: თეგეტა
აკუმულატორი ავტომობილის აგებულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომლის რესურსიც სეზონურად უნდა შემოწმდეს, რადგან ის დაბალი ტემპერატურის მიმართ ყველაზე სენსიტიურია. აკუმულატორში მიმდინარე ქიმიური პროცესების დახმარებით წარმოიქმნება ელექტრული მუხტი, რომელიც ძრავის ამძრავს ანიჭებს ენერგიას ასამუშავებლად. ზამთარში ავტომობილი აკუმულატორის მეტ რესურსს მოიხმარს, ძრავის დაქოქვას უფრო დიდი ენერგია სჭირდება, შესაბამისად, აკუმულატორის რესურსის შემოწმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცივი ამინდების მოახლოებისას.
თეგეტა მოტორსი გთავაზობთ VARTA-ს უმაღლესი ხარისხის გერმანული წარმოების აკუმულატორების ფართო არჩევანს. ის იდეალური არჩევანია იმ მძღოლებისთვის, რომლებიც ეძებენ საიმედო, ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორს. მაღალი ხარისხი და ინოვაციური ტექნოლოგიები უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სტაბილურ და ხანგრძლივ ელექტრომომარაგებას. VARTA-ს აკუმულატორები, სხვა მახასიათებლებთან ერთად, რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას აერთიანებს:
ხანგრძლივი სამუშაო რესურსი და გამძლეობა
VARTA აკუმულატორების მწარმოებელი ერთ-ერთი უძველესი გერმანული ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხითა და გამძლეობით გამოირჩევა და ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, რომლებიც აკუმულატორების წარმოებაშია მიღებული. VARTA-ს აკუმულატორების დამზადების ტექნოლოგია უზრუნველყოფს მის მდგრადობასა და სტაბილურ მუშაობას რთული სამუშაო პირობების დროსაც კი.
დამზადების ტექნოლოგია
თანამედროვე მსოფლიოში საკმაოდ მრავლადაა ისეთი ავტომობილები, რომლებსაც Start-Stop სისტემა აქვთ. აღნიშნული სისტემის მქონე ავტომობილებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი აკუმულატორის შერჩევა, რომელიც გამოირჩევა უმაღლესი ენერგოეფექტურობითა და სწრაფი დამუხტვით. სწორედ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს აკუმულატორების AGM (Absorben Glass Mat) და EFB (Enhanced Flooded Battery) ტექნოლოგია. VARTA-ს პროდუქტები კი ამ მოწინავე ტექნოლოგიას აქტიურად და წარმატებით იყენებს.
საიმედოობა კლიმატური ცვლილებების დროს
VARTA-ს ბრენდს აკუმულატორების წარმოების 130-წლიანი გამოცდილება აქვს. მწარმოებელი პროდუქციის დამზადებისას იყენებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს. შესაბამისად, VARTA-ს აკუმულატორები გამძლეობით გამოირჩევა სხვადასხვა კლიმატურ გარემოში. ისინი ეფექტურად მუშაობს როგორც ძალიან ცივ, ისე ცხელ ამინდში, რაც მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნებისათვის, სადაც კლიმატი სეზონურად მკვეთრად იცვლება. ახლა კი სწორედ ის დროა, როცა ჰაერის ტემპერატურა საგრძნობლად ეცემა და ავტომობილის აკუმულატორიც ერთგვარ გამოცდას გადის მსგავს პირობებში. ხარისხიანი აკუმულატორი გვაძლევს იმის გარანტიას, რომ სეზონებისა და ტემპერატურის ცვლილებას აკუმულატორის პრობლემის გარეშე შევხვდებით.
ეკოლოგია, ენერგოეფექტურობა და ასორტიმენტის მრავალფეროვნება
VARTA-ს აკუმულატორები გამორჩეულია იმითაც, რომ არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. მათი სტრუქტურა უზრუნველყოფს ენერგიის ნაკლებ დანახარჯს და მაქსიმალურ ეფექტურობას. VARTA-ს მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს გარემოზე ზრუნვას. სწორედ ამიტომ მათი აკუმულატორების 99% გადამუშავებადია, რაც ამცირებს მავნე ნარჩენების რაოდენობას.
VARTA-ს აკუმულატორები შემუშავებულია სპეციალურად სხვადასხვა ტიპის ავტომობილისა და მოდელისთვის. საშუალო და მაღალი დატვირთვის მქონე ავტომობილებისთვის შემუშავებულია Varta Blue Dynamic მოდელის აკუმულატორები. Varta Silver Dynamic სერიის აკუმულატორები კი მაღალი წარმადობით გამოირჩევა. აღნიშნული მოდელები სპეციალურადაა შექმნილი შედარებით მძლავრი ძრავებისა და დიდი რაოდენობის ელექტრომოწყობილობების მქონე ავტომობილებისათვის, ხოლო რაც შეეხება ჰიბრიდულ, ელექტრულ და Start-Stop სისტემით აღჭურვილ ავტომობილებს, მათთვის სპეციალურად შემუშავებულია Varta AGM xEV სისტემის აკუმულატორები.
შეგახსენებთ, რომ VARTA-ს აკუმულატორების შეძენა შეგიძლიათ თეგეტა მოტორსის ფილიალებში ან ონლაინ შოპზე. „თეგეტა მოტორსში“ მიმდინარე თვის ბოლომდე VARTA-ს უმაღლესი ხარისხის აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები