ლიბერთის სოციალურ პროექტებს, მარკეტების ქსელი გვირილა შეუერთდა
ფოტო: ლიბერთი
ლიბერთის ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, მარკეტების ქსელთან გვირილა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, სოციალური ბარათის მფლობელები, ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, ნებისმიერ შენაძენზე განსხვავებული, ე.წ. საბითუმო ფასით ისარებლებენ.
ამასთან, მარკეტების ქსელი გვირილა მომხმარებელს განსაკუთრებულად დაბალ ფასებთან ერთად ლოიალობის, კერძოდ „მეგობარი ბარათის“ დაგროვებით პროგრამას სთავაზობს. მეგობარი ბარათის გამოყენების შემთხვევაში, მომხმარებელ 5% ,გვირილა ქულების სახით უბრუნდება და აღნიშნული გვირილა ქულებით ნებისმიერი სარეალიზაციო პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი.
"ლიბერთი აგრძელებს უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვას. მრავალი წელია, ბანკი წარმატებით ახორციელებს სოციალურ პროექტებს, რომლებიც სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები და სოციალური ბარათის მფლობელებისთვისაა შექმნილი. ჩვენს გუნდს კარგად ესმის უფროსი თაობის ადამიანების მოთხოვნილებები და ამიტომ კიდევ უფრო ვაფართოვებთ მათ საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებებს.
დღეს, ძალიან საინტერესო და სტრატეგიულად მნიშვნელოვან თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. გაფორმდა მემორანდუმი მარკეტების ქსელთან გვირილა, რომლის ფარგლებში, ყველა ადამიანი, ვინც ლიბერთის სოციალურ ბარათს ფლობს, ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, ნებისმიერი პროდუქციის შეძენას ე.წ. საბითუმო ფასით შეძლებენ.
სოციალური პროექტების განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულების ბაზრის ლიდერ კომპანიასთან. ჩვენი გუნდის ძალისხმევით და კომპანიების ჩართულობით, ვიმედოვნებთ, სულ მალე, სოციალური ბარათის მფლობელები, განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობას მათთვის საინტერესო, კიდევ უფრო განსხვავებულ კატეგორიაშიც შეძლებენ", — დარეჯან მალაღურაძე, ლიბერთის ლოიალობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი.
"ჩვენი მთავარი საზრუნავია, მომხმარებლის ასორტიმენტული, ხარისხობრივი და საფასო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება. კომპანიის განვითარების სტრატეგია რამდენიმე მიმართულებისგან შედგება და ლიბერთისთან ერთობლივი პროექტიც ამ სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. მოხარული ვართ, რომ ლიბერთის პარტნიორები გავხდით. ეს გვაძლევს შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტი სარგებელი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. პროექტის ფარგლებში, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს საბითუმო ფასთან ერთად მეგობარი ბარათის გატარებისას 5% უკან დაუბრუნდებათ. ლიბერთის სოციალური ბარათით და ჩვენი მეგობარი ბარათით სარგებლობისას მომხმარებელს სხვადასხვა აქცია დახვდებათ.
გვირილას ახალგაზრდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მუდმივად ვმუშაობთ, რომ იმედი არასოდეს გავუცრუოთ ჩვენს მომხმარებლებს და ჩვენს მიერ დაკავებული ნიშა, რომელიც მარკეტი სახლთან ახლოს გულისხმობს, მოსახერხებელი და კომფორტული იყოს მომხმარებლებისთვის", — გიორგი ტაბახმელაშვილი,
მარკეტების ქსელი გვირილას აღმასრულებელი დირექტორი.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 4 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5000 -ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით — 500- მდე მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
მარკეტების ქსელი გვირილა 350-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. კომპანია ბაზარზე 2022 წლის ოქტომბერში გამოჩნდა, თუმცა მიუხედავად დროის სიმცირისა, არსებულ მძაფრ კონკურენტულ გარემოში შეძლო დედაქალაქსა თუ სხვა რეგიონებში ბაზრის მოწინავე პოზიციის დაკავება როგორც ქსელის მასშტაბით, ასევე გაყიდვების მზარდი დინამიკით.
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
“ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს “ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს
გადახედვა
-
მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები
-
OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია
გადახედვა
-
მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად? მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად?
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები
გადახედვა
კომენტარები