დიზაინის და ანიმაციის სკოლა — ახალი შემოქმედებითი კლასი
დღესდღეობით მსოფლიოში ყველა ინდუსტრია თუ სექტორი ელვის სისწრაფით ვითარდება. შეიძლება ითქვას, ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ. ამ ფაქტმა, ბევრ სხვა რამესთან ერთად, ბაზარზე ახალი პროფესიები გააჩინა, რომლებიც მოთხოვნადიცაა და მაღალანაზღაურებადიც.
თუმცა, ხშირად, ადამიანებისთვის რთულია სხვადასხვა ტიპის სიახლეების მარტივად გაგება და მათთან ადაპტირება, მითუმეტეს დროის მოკლე მონაკვეთსა და საკმაოდ კონკურენტუნარიან გარემოში.
სწორედ ეს გახდა DAS-ის — დიზაინის და ანიმაციის სკოლის დაფუძნების ერთ-ერთი მოტივაცია.
რა არის DAS?
DAS ქართული წარმატებული სტუდიების: ჰოლი მოტორსის, ანიმატორისა და გარნამატაკის შემოქმედებითი კავშირით შექმნილი საგანმანათლებლო პლატფორმაა.
მათი სურვილია, აღმოაჩინონ ახალი ტალანტები, მათთვის შექმნან საინტერესო შესაძლებლობები პროფესიული განვითარებისთვის, ამით კი, ხელი შეუწყონ ქვეყანაში ახალი შემოქმედებითი კლასის ჩამოყალიბებას.
როგორც DAS-ის დამფუძნებლები ამბობენ, ისინი თავად არიან დამსაქმებლები. ამიტომ, მათთვის ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობაა, იპოვონ ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანები და გზა გაუკვალონ ამ ინფორმაციით დახუნძლულ ლაბირინთში.
რას გვთავაზობს DAS?
დიზაინის და ანიმაციის სკოლა გვაძლევს შესაძლებლობას, ნამდვილ პროფესიონალებსა და არტისტებთან ერთად ვისწავლოთ ის მთავარი პრინციპები, რომლებზეც დიზაინისა და ანიმაციის შექმნაა დაფუძნებული. ამასთან ერთად, სწავლა მიმდინარეობს ყველაზე ეფექტური — "სწავლა-კეთებით" პრინციპზე დაყრდნობით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წარმატებული კურსდამთავრებულებისთვის შექმნილი DAS Alumni Network, რომელიც ითვალისწინებს ყველა იმ პრიორიტეტს, რაც კარიერის აქსელერაციას შეუწყობს ხელს. მათ შორის:
- პრიორიტეტული შეთავაზება კომერციულ პროექტებში ჩართვაზე (Freelancing);
- უფასო წვდომა მასტერკლასებზე და დახურულ ღონისძიებებზე;
- რეგულარული Portfolio Review სესიები წამყვანი არტისტებისგან;
- DAS Google Workspace for Education ანგარიში და ელ.ფოსტა ცალკეული კურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში;
- ფასდაკლებები როგორც კურსებზე, ისე სკოლის მიერ შექმნილ ნებისმიერ კომერციულ ნაწარმზე.
მენტორები
სანდრო ქათამაშვილი საკუთარი თავის ძიებამ ანიმაციებამდე მიიყვანა. ამ დრომდე მან სამ საავტორო, მოკლემეტრაჟიან ფილმზე და უამრავ კერძო პროექტზე იმუშავა. DAS-ში მას აქვს კურსი კადრირება კინოსა და რეკლამაში. სანდროსთან ერთად ისწავლით, როგორ იყოს სცენები რეალისტური, აღქმადი და ემოციებით სავსე.
ნათია ნიკოლაშვილი ანიმატორია და ანიმაციების წარმოებაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მუშაობს როგორც საფესტივალო ანიმაციურ ფილმებზე, ისე კომერციულ, მოკლე პროექტებზე.
ის 3 თვის განმავლობაში DAS-ის 2D ანიმაციის კლასს გაუწევს მენტორობას. თეორიულ საკითხებთან ერთად, ეს იქნება მოსწავლეზე მორგებული დავალებებითა და უკუკავშირით სავსე პროცესი.
თათა გუშარაშვილი ჰოლი მოტორსის უფროსი UX/UI დიზაინერია. ის ყოველდღიურად მუშაობს სხვადასხვა ციფრულ პროდუქტზე და ცდილობს ციფრული სამყარო მომხმარებლებისთვის უფრო კომფორტული, ფუნქციური და ესთეტიურად მიმზიდველი გახადოს.
DAS-ში თათას აქვს კურსი შემოქმედებითი ვებ დიზაინი, რომლის ფარგლებშიც გაგიზიარებთ მის ხედვას დიზაინის თანამედროვე მიდგომებსა და ინდუსტრიის სპეციფიკებზე.
გურიკა ჩოხელი დიზაინის და ანიმაციის სკოლის მოუშენ დიზაინის მენტორია. მისი მთავარი საქმიანობა ამბების ილუსტრაციებში გადმოცემა და მათი გაცოცხლებაა. ამ სფეროში მისი გამოცდილება ათწლეულზე მეტს ითვლის და მოიცავს როგორც 2D მოძრავ დიზაინს, ისე 3D ანიმაციის მიმართულებას.
ნიკოლოზ კუმბარი ჰოლი მოტორსის თანადამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელია. მისი საავტორო კურსი, ბრენდის ვიზუალური კომუნიკაცია, მოქმედი და დამწყები სპეციალისტებისთვის დიზაინერული აზროვნებისა და კრიტიკული ხედვის განსავითარებლად შეიქმნა.
ის იმ გამოცდილებას გაგიზიარებთ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში, სხვადასხვა დისციპლინაში მუშაობით დააგროვა.
გიორგი ვასაძე ჰოლი მოტორსის ასოცირებული პარტნიორი და დიზაინერია. მისი საქმიანობა პირდაპირ კავშირშია ბრენდის პრობლემის ვიზუალურ გადაჭრასთან. კურსი, რომელსაც გიორგი უძღვება არის შემოქმედებითი ვებ დიზაინი, რომლის განმავლობაშიც ის გაგიზიარებთ თავის იდეებსა და გამოცდილებებს.
ანა მარკოზაშვილი ვიზუალური განვითარების მენტორია. ის უკვე შვიდი წელია სტუდია ანიმატორთან თანამშრომლობს. აქვს მოკლემეტრაჟიანი, სრულმეტრაჟიანი და სერიალის ფორმატის 2D ანიმაციების არტ დირექციის გამოცდილება.
მას აქვს კურსი ანიმაციის ვიზუალური განვითარება, რომლის განმავლობაში, ის დაგეხმარებათ გააცოცხლოთ თქვენი პერსონაჟები და დაადიზაინოთ მათზე მორგებული სახასიათო გარემო.
ირაკლი კილაძე გარნამატიკის თანადამფუძნებელი და მთავარი მენტორი, აგრეთვე, ანიმაციისა და დიზაინის სკოლის 3D ანიმაციის მენტორია.
მისი სწავლების სტილი გამოირჩევა რთული კონცეფციების მარტივად და მხიარულად გადმოცემით. მისი ყველა გაკვეთილი სავსეა თეორიის საფუძვლებით, პრაქტიკული სწავლებით და ექსპერიმენტებით.
ნიკა მაისურაძე გარნამატიკის თანადამფუძნებელი და მთავარი CG არტისტი, ასევე, DAS-ის 3D გრაფიკისა და კომპოზიტის მენტორია. კურსების განმავლობაში, ნიკა გაჩვენებთ, როგორ გადავიტანოთ ყველაზე გაბედული და ამბიციური წარმოდგენები რეალობაში.
დიზაინის და ანიმაციის სკოლის შექმნა, შესაძლებელი გახდა The USAID Industry-led Skills Development Program-ის ხელშეწყობით.
კომენტარები