თბილისში მაკდონალდს საქართველოს ორი ახალი რესტორანი გაიხსნა
ფოტო: თიბისი
თბილისში მაკდონალდს საქართველოს ორი ახალი რესტორანი გაიხსნა. ახალი რესტორნების ჩათვლით, თბილისში მაკდონალდსის ჯამში - 18, საქართველოს მასშტაბით კი 25 რესტორანია. ახალ პროექტებში კომპანიამ 23 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 110-მდე ადამიანი დაასაქმა.
გოთუას ქუჩის N7-ში მდებარე “მაკდონალდსის” რესტორანი უახლესი ეკოსტანდარტებით აშენდა და შშმ პირებზე მორგებულ ინფრასტრუქტურასა და 24-საათიან მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს. რესტორნის ტერიტორია 2300 კვ.მ ფართობს მოიცავს, რომელიც დასაჯდომ ღია და შიდა სივრცეებს, ტერასას, სარეკრეაციო ზონას, პარკინგს, დრაივის 24-საათიან მომსახურებასა და დაბადების დღის ცენტრს აერთიანებს.
რესტორნის ინტერიერი პრემიალურია და ამ სტილის „მაკდონალდსის“ რესტორანი პირველია ქართულ ბაზარზე. რივერსაიდის რესტორანი აერთიანებს თვითმომსახურების განახლებულ კიოსკებს, ბავშვთა გასართობ ფლეილენდსა და მაკკაფეს კუთხეს.
რესტორნის სახურავზე განთავსებული მზის პანელები ყოველდღიურად 46 კვ.ტ ენერგიას გამოიმუშავებს, რაც რესტორნის ოპერირებისთვის საჭირო ენერგიის ნაწილს უზრუნველყოფს. საპარკინგე სივრცეში განთავსებულია ავტომობილის ელექტრო დამტენი სადგურები. რესტორნის ტერიტორიაზე კი განთავსებულია ცოცხალი მცენარეებით დამზადებული მწვანე კედელი, რომელიც, დეკორატიული დანიშნულების გარდა, ჰაერის ხარისხს აუმჯობესებს და ტენიანობის ბალანსს ინარჩუნებს.
უახლესი ეკო სტანდარტებით სტუმრებს უკვე ვაჟა-ფშაველას გამზირზე N71-ში გახსნილი ახალი “მაკდონალდსიც” მასპინძლობს. ორივე ახალ რესტორანში განთავსებულია მაკკაფე და ხელმისაწვდომია მაკსაუზმე.
მაკდონალდს საქართველოს“ მთავარი ფინანსური მხარდამჭერი თიბისია.
"ვულოცავ “მაკდონალდსს” კიდევ 2 ახალი რესტორნის გახსნას, რომლებიც ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის ძალიან მაღალი სტანდარტითაა მოწყობილი. „მაკდონალდს საქართველოსთან“ 2017 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში, ჯამში 7 რესტორანი გაიხსნა. 3 წლის წინ, თიბისის მხარდაჭერით, „მაკდონალდს საქართველოს“ კვების ხაზს, პურ-ფუნთუშეულის საწარმოს - „ბრედფილდის“ სახით, მსხვილი და მნიშვნელოვანი კომპონენტი - ეროვნული წარმოება დაემატა, რომელიც ქართული პროდუქტით „მაკდონალდსის“ მუდმივად მზარდ ადგილობრივ ქსელს ამარაგებს და ქვეყნის გარეთაც გადის. „მაკდონალდსთან“ პარტნიორობით, ჩვენ თიბისისთვის პრიორიტეტულ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებას ვუჭერთ მხარს: დასაქმებას, ხარისხის და სერვისის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას, ქართული პროდუქტის წარმოებასა და ექსპორტს“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
„მაკდონალდს საქართველო“ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. დღეის მდგომარეობით, რესტორნების ქსელში 2100-მდე ადამიანია დასაქმებული. გახსნის პირველი დღიდან დღემდე კი, „მაკდონალდსში“ სამუშაო გამოცდილება 7000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.„მაკდონალდს საქართველოს“, სხვადასხვა მიმართულებით, დღემდე 185 მილიონ ლარამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი კი 216 მილიონ ლარს აღწევს. „მაკდონალდს საქართველო“ 2025 წელს, ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ახალი რესტორნის გახსნას და დამატებითი მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
კომენტარები