2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები ცნობილია
ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა.
უწყების თანახმად, როგორც ცნობილია, 2021-2022 წლებში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია. მაღალი საბაზო მაჩვენებლების მიუხედავად, დადებითი ტენდენციები შენარჩუნდა 2023 წელსაც, კერძოდ თავდაპირველად პროგნოზირებული 5%-ის ნაცვლად რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 7,5% შეადგინა.
ჯამში, 2021-2023 წლებში, ეკონომიკის რეალური ზრდის ჯამურმა მაჩვენებელმა 32% შეადგინა, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელთან შედარებით, 63%-ით გაიზარდა და 80 მილიარდ 246 მილიონ ლარს გადააჭარბა.
დაგეგმილთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ტენდენციებია 2024 წელსაც.
კერძოდ, 2023 წლის ბოლოს, მიმდინარე წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განისაზღვრა 5,2%-ის ოდენობით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებლის პროგნოზი 85 მილიარდ 980 მილიონ ლარს შეადგენდა.
წლის პირველ ნახევარში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 9,1% შეადგინა, რისი გათვალისწინებითაც გადაიხედა წლიური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი და ნაცვლად 5,2%-ისა, განისაზღვრა 8,2%-ის ოდენობით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებლის პროგნოზი 89 მილიარდ 608 მილიონ ლარს შეადგენს.
მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა შესაძლებელი გახადა უმოკლეს ვადებში განხორციელებულიყო მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაცია და შედეგად, შემცირებულიყო მთავრობის ვალის მაჩვენებელი.
კერძოდ, 2020 წელს პანდემიის შედეგად მშპ-ს 9,3%-მდე გაზრდილი ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი, 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდა კანონით განსაზღვრულ 3%-იან მაჩვენებელს, ხოლო 2023 წლიდან მისი მაჩვენებელი მშპ-ს 2,5%-ის დონეზეა (ნომინალურ გამოხატულებაში დეფიციტი შემცირდება 2 მილიარდ 400 მილიონ ლარზე მეტით).
მთავრობის ვალის მოცულობა 2020 წლის 60,2%-იდან 2022 წელს ჩამოვიდა უსაფრთხო, მშპ-ს 40%-იან მაჩვენებელზე დაბლა და მისი შემცირების კლებადი დინამიკა კვლავ გაგრძელდება.
მსგავსი ფისკალური კონსოლიდაციის მიუხედავად, 2021 წელთან შედარებით, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა გაზრდილია 7 მილიარდ ლარზე მეტით.
რაც შეეხება 2025 წლის ბიუჯეტის პროექტს - მომავალი წლის ბიუჯეტი კვლავ დაგეგმილია კონსერვატიული მიდგომით და გათვალისწინებულია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრები:
რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს;
ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 97,4 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 9 600 დოლარს აჭარბებს.
2028 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 123 მლრდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 12 000 დოლარს გადააჭარბებს;
ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 24,4 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 25,1%-ია;
ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ის 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 36,8%-ის ფარგლებშია.
ზემოაღნიშნული მაჩვენებლების ფარგლებში 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 31,2 მლრდ ლარს, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები.
სოციალური მიმართულებით:
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 870 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში:
70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 540 ლარს გაუტოლდება; - 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 335 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 400 ლარს გადააჭარბებს;
- გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 35 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელის ზრდა 20 ლარით;
120 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახების 16 წლამდე ბავშვების ყოველთვიური დახმარება შეადგენს 200 ლარს;
ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 6,3 მილიარდ ლარს;
ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1,9 მილიარდი ლარზე მეტი, მათ შორის გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა;
დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 240 მლნ ლარი.
განათლების მიმართულებით:
- განათლების და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება გაზრდილია 370 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც:
საჯარო სკოლების დაფინანსებაზე მიიმართება დამატებით 200 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მიმდინარე წლის ივლისიდან გაზრდილი ხელფასების სრულად დაფინანსება; - გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა;
- გაიზრდება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასები;
- საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 560 მლნ ლარზე მეტი;
- საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 180 მლნ ლარზე მეტი.
- კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან მიიმართება 920 მლნ ლარზე მეტი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია 515 მლნ ლარი;
თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით:
- თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 330 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება
- პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა;
- თავდაცვის ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 410 მლნ ლარი;
ინფრასტრუქტურა:
- ჯამში, ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 7 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის:
- საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 1,5 მილიარდ ლარამდე, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება 1 მილიარდ ლარამდე;
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 2,1 მილიარდ ლარზე მეტი; - წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე მიიმართება 670 მლნ ლარზე მეტი;
- საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 930 მლნ ლარამდე;
- ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გათვალისწინებულია 150 მლნ ლარზე მეტი;
მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით 2025 წელს გათვალისწინებულია 280 მლნ ლარზე მეტი.
სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 630 მლნ ლარზე მეტი.
გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის გამოყოფილია 240 მლნ ლარამდე.
საჯარო მოხელეთა ანაზღაურება:
- 2022 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2025 წელს გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა.
- 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა საბიუჯეტო პროცესის თანახმად, გაგრძელდება პარლამენტში, სადაც მოხდება გამოთქმული წინადადებებისა თუ მოსაზრებების ასახვა, ხოლო დეკემბერში საბოლოო ვერსიის მიღება.
-
ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება
გადახედვა
-
სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა
გადახედვა
-
ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს
გადახედვა
-
750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა 750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა
გადახედვა
-
TUMO ქუთაისში საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი TUMO ქუთაისში საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
საქართველოს ბანკის კამპანიას "რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?" SPAR შეუერთდა საქართველოს ბანკის კამპანიას "რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?" SPAR შეუერთდა
-
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი იქნება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი იქნება
გადახედვა
-
ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
გადახედვა
-
სწრაფი მოდა და უსაფრთხოება: რა იმალება დაბალი ფასების უკან სწრაფი მოდა და უსაფრთხოება: რა იმალება დაბალი ფასების უკან
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
კომენტარები