თამარ კორძაია

თამარ კორძაია

29 Sep. 2024, 14:41

"ჩვენ დღეს სასამართლოს მეშვეობით ვეცდებით ემიგრანტების ხმის უფლების დაცვას. იმედი მაქვს, რომ სასამართლო მაინც იქნება გაბედული და კონკრეტული მოსამართლე მაინც აიღებს პასუხისმგებლობას, დაიცავს ჩვენი ემიგრანტების უფლებას, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთონ თავიანთი პოლიტიკური არჩევანი. სამწუხაროდ, ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს თითოეული მოქალაქისთვის ხმის მიცემის პირობები, ამ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს და ჩვენს დასაბუთებულ არგუმენტებზე, მოქალაქეების მიერ წარდგენილ განცხადებებზე ამბობს, რომ ეს მისი საქმე არ არის. წარმოიდგინეთ, რომ ცესკო იმას ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს რომ ხმის მიცემა უნდათ, ამ განცხადებების განხილვა, თურმე მისი კომპეტენცია არ არის. მაშინ მისი ფუნქციონირება რისთვის არის კანონით განსაზღვრული, ამაზე პასუხი არ აქვთ. ისინი ამბობენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სიების ფარგლებში მოქმედებენ მხოლოდ, მაგრამ ისინი ამ დროს იტყუებიან. ჩვენ ვეცდებით, რომ დღეს სასამართლოზე ეს არგუმენტები წარვადგინოთ. ვიცით, რომ ჩვენ კანონისა და სამართლის ენაზე მართლები ვართ, მაგრამ ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  3. ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
  4. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  5. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ