შალვა პაპუაშვილი

9 Sep. 2024, 10:35

"ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ხის სიმაღლე მისი ფესვებიდან იზომება, რომ ჩვენ ჩვენი წინა თაობების მხრებზე ვდგავართ. მხოლოდ ასე, მშობლების და წინაპრების პატივისცემით და მათი ღვაწლის სათანადო დაფასებით შევძლებთ მომავლისთვის თვალის გასწორებას და საქართველოს ისტორიის ღირსეულად გაგრძელებას. საქართველოს, მომავლის საძიებლად, არ სჭირდება უწარსულო მაწანწალასავით უმიზნოდ ხეტიალი. ჩვენი მომავალი ჩვენსავე წარსულშია ჩაბეჭდილი, რომელმაც გამოწრთო, დააბრძენა და დააღვინა ჩვენი ერი საიმისოდ, რომ დინჯად და თანმიმდევრულად აშენოს მშვიდობიანი ხვალინდელი დღე.

კარგად ვხედავთ, რომ ისტორიის, ჩვენი წინა თაობის, დამსახურებული ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლამ ოპოზიცია დაუპირისპირა ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას. ოპოზიციის თითოეული ძალადობრივი აქტი, მათ მიერ შეურაცხყოფილი თითოეული ხატი თუ პატივსაცემი ადამიანი, იმაზეა გათვლილი, რომ საზოგადოება დაცარიელდეს სულიერად, გონებრივად, კულტურულად. გაქრნენ მორალური ავტორიტეტები, მოიშალოს საზოგადოებრივი ფუნდამენტი, ოჯახი აღარ ოჯახობდეს, უფროსი თაობა აღარ იყოს პატივსაცემი, უარი ვთქვათ საკუთარ ისტორიაზე"

ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, ახალციხეში სიტყვით გამოსვლისას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თიბისი და AD BLACK SEA — 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

12 სექტემბერს ბათუმში შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალის AD BLACK SEA 2026-ის მეათე, საიუბილეო…