თიბისის მხარდაჭერით ტარდება, წლის მთავარი ღონისძიება ტესტერებისთვისა და ტექ ენთუზიასტებისთვის: რატომ უნდა დაესწროთ Tester’s Day 2024-ს
ფოტო: თიბისი
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ენთუზიასტები არაერთ საინტერესო საერთაშორისო თუ ადგილობრივ სპიკერს მოუსმენენ, პანელურ დისკუსიებს დაესწრებიან, მონაწილეობას მიიღებენ ვორქშოფებში და იმ მრავალფეროვანი აქტივობებით დაკავდებიან, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებაზე დადებითად აისახება.
GeoSTQB-ის ორგანიზებით გამართული Tester’s Day-ის ყოველი ღონისძიება წინაზე მასშტაბური, საინტერესო და სასარგებლოა. GeoSTQB-ის პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი, ნათია სირბილაძე თვლის, რომ წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებული იქნება და იმ მიზეზებზეც დეტალურად საუბრობს, თუ რატომ უნდა დაესწროთ და რას უნდა ელოდოთ Tester’s Day 2024-ისგან.
უნიკალური, მრავალფეროვანი პროგრამა და დინამიური პანელური დისკუსიები
ცხადია, ნებისმიერი ტექნოლოგიური ღონისძიების მთავარი და ყველაზე მნშვნელოვანი ნაწილი სპიკერები არიან, რომელთა გამოსვლებიც, საბოლოო ჯამში, ამა თუ იმ ღონისძიების წარმატებულობას განსაზღვრავს. ამ მხრივ, Tester’s Day 2024 ნამდვილად გამორჩეული იქნება. მაგალითად, ენდრიუ ნაითი - ავტომატიზაციის გურუ და AutomationPanda-ს დამფუძნებელი - ავტომატური ტესტების სკალირების შესახებ თავის გამოცდილებას გააზიარებს.
“ყოველი წელი არის განსაკუთრებული, რადგან თემებს გამორჩეულად ვარჩევთ, არასდროს მეორდება ან მიმართულება აქვს განსხვავებული. ვაკვირდებით საერთაშორისო ტენდენციებსა და ადგილობრივ ბაზარს, შესაბამისად ხდება თემების შერჩევაც. გარდა ამისა, წელს გვემატება ისეთი თემები როგორიცაა თამაშების ტესტირება”. — გვიყვება ნათია სირბილაძე.
როგორც ნათია ამბობს, Tester’s Day 2024-ის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ისეთი მნიშვნელოვანი თემებისა და მიდგომების განხვილვა იქნება, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას რაღაც ახალს, თანამედროვეს ასწავლის, რაც მათ თავდაჯერებასა და პროდუქტიულობაზე დადებითად აისახება.
მაგალითად, ტესტერების თერაპია — ტესტირება მხოლოდ ტექნიკურ უნარებს არ მოიცავს. ის ასევე სწორი მიდგომებისა და პოლიტიკის შემუშავებას მოითხოვს. ნათია ფიქრობს, რომ ეს სესია კონცენტრირებული იქნება იმ რბილ უნარებზე, რომლებიც ყველა ტესტერმა უნდა განავითაროს.
“ასევე, ძალიან ხშირად რაც ყველას აწუხებს უკვე არსებულ პროდუქტზე ტესტირების მიდგომების ჩაშვება და დანერგვაა, ამ თემასაც შევეხებით; ამასთან, ტესტირების პირამიდის მიდგომასაც განვიხილავთ, რომელსაც ადრე არ შევხებივართ. გვექნება ახალი პროდუქტის პრეზერნტაციაც - Practical Tester-ი, რომელიც AI-ის იყენებს. ეს მსოფლიოში სიახლეა და ცხადია, საქართველოშიც უნდა შემოვიდეს”. — ამბობს ნათია.
წლევანდელი ღონისძიების ახალი ელემენტი “ღია სივრცე” იქნება, სადაც ყველას, ვისაც პროგრამული უზღუნველყოფის ტესტირების გარშემო რაიმეს გაზიარების სურვილი ექნება, შეეძლება თავისი თავი საჯარო გამოსვლებში გამოსცადოს.
ტესტერთა დღეზე თიბისის ტექ გუნდის წევრი, ალეკო ისკონიანი, რომელსაც ტექნოლოგიების სფეროში 20 წლიანი გამოცდილება აქვს, დამსწრე საზოგადოებას თიბისიში ახალი ტესტირების სტრატეგიის გამოყენების პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებს. ხოლო თიბისის ტექ გუნდის კიდევ ერთი წევრი, ირინა ინაშვილი ტექნოლოგიების ენთუზიასტებს იმ ხელსაწყოებსა და პრაქტიკებზე ესაუბრება, რომლებიც ტესტირების დროს გამოწვევებისა და პროცესების ეფექტურ მართვაში დაგეხმარებათ. ცხადია, ეს იმ სპიკერებისა და თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც Tester’s Day 2024-ზე თქვენი ყურადღების მიპყრობას შეეცდებიან.
“თიბისი ჩვენი მთავარი სპონსორია და უკვე სამი წელია ერთგულად ერთად მოვდივართ. მსგავსი მასშტაბის ტექ კომპანიის ჩართულობა ამ ღონისძიებაში საინტერესოა ტექ ქომუნითისთვის, რადგან სწორედ ასეთი კომპანიებისგან შეუძლიათ უკვე არსებული, ჩაშვებული პროექტები, ქეისები და გამოცდილება მოისმინონ. ერთად ვახერხებთ, რომ ღონისძიება იყოს მიმართული ზრდისკენ , სიახლეებისკენ და განვითარებისკენ”, — ამბობს ნათია.
საერთო ჯამში, ტესტერების დღე 2024 დაუვიწყარი ღონისძიება იქნება, რომელიც თქვენი უნარების განვითარებაზე, თანამედროვე ტენდენციებთან თქვენს სიახლოვესა და პროფესიულ გაზრდაზე იზრუნებს.
ღონისძიებაზე რეგისტრაცია და ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
კომენტარები