ასტრონომებმა შავი ხვრელის რეკორდულად მაღალი გარჩევადობის სურათი მიიღეს
მკვლევრებმა დედამიწიდან გადაღებული შავი ხვრელის ყველაზე მაღალი გარჩევადობის სურათი მიიღეს.
Event Horizon Telescope (EHT)-ის მკვლევრებმა ახალი რეკორდი დაამყარეს. მათ დედამიწიდან გადაღებული შავი ხვრელის ყველაზე მაღალი გარჩევადობის სურათი მიიღეს. საინტერესოა, რომ ეს შავი ხვრელი შორეული გალაქტიკის ცენტრშია.
EHT ტელესკოპების გლობალური ქსელია, რომლის მიზანიც დედამიწის ზომის ვირტუალური ინსტრუმენტის შექმნაა.
ამ სატესტო დაკვირვებისას, EHT-მ შორეული გალაქტიკებიდან მომავალი შუქი 345 გჰც სიხშირეზე დააფიქსირა. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ მომავალში ამ ტექნოლოგიის გამოყენებით შავი ხვრელების 50%-ით უფრო მკვეთრ ფოტოებს გადაიღებენ.
"ეს რეკორდია, მაგრამ მხოლოდ დასაწყისია", — განმარტა კვლევის ავტორმა, ალექსანდრე რეიმონდმა.
ქვედა ფოტოზე შეგიძლიათ ნახოთ, თუ რა განსხვავებას იძლევა 345 გჰც-ზე მიღებული სურათი.
მაღალი სიხშირის გამოსახულება
EHT დედამიწის ზომის ვირტუალური ტელესკოპის შესაქმნელად ძალიან გრძელი საბაზისო ინტერფერომეტრის (VLBI) ტექნიკას იყენებს.
EHT ცნობილია 2019 წელს M87*-ის სუპერმასიური შავი ხვრელის სურათის გადაღებით, რომელიც M87 გალაქტიკის ცენტრში მდებარეობს. უკვე 2022 წელს EHT-მა გადაიღო ირმის ნახტომის შავი ხვრელის Sgr A*-ს ფოტოც.
ცალკეული ტელესკოპებისგან განსხვავებით VLBI ტექნიკით ღამის ცაზე 345 გჰც სიხშირით დაკვირვება უფრო რთულია. ამ მხრივ ატმოსფერული წყლის ორთქლი ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა. ის ასეთ დროს სიგნალებს უფრო ძლიერად შთანთქავს, ვიდრე 230 გჰც სიხშირეზე.
ამ მაღალი გარჩევადობის მისაღებად, მკვლევრებმა EHT-ის მგრძნობელობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს.
საბოლოოდ, მკვლევრებს შავ ხვრელში მატერიის ჩავარდნის პროცესის აღბეჭდვაც უნდათ და მეთოდის დახვეწა ამისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია.
კვლევის შედეგები Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები